მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
12 მარტი 2019
მიხეილ ბატიაშვილი - სახელმწიფო 500-მდე ადამიანს გადაამზადებს
„გუშინ იყო ბოლო შეხვედრა, 50-ზე მეტი დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება კერძო პრაქტიკის მიხედვით გაიარონ სწავლება და იქვე დასაქმდნენ. პირველ ნაწილში 500-მდე ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა გადამზადდნენ, ციფრი ყოველთვიურად გაიზრდება. ყველა ეს ინფორმაცია დამატებით გამოცხადდება. მზადდება ვებ-პორტალი, სადაც ყველანაირი ინფორმაცია განთავსდება და რეგისტრაციის გავლაც იქნება შესაძლებელი, ასევე დამსაქმებლებიც ამავე პორტალზე განათავსებენ ინფორმაციას. ამ პროექტის განსახორციელებლად ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში უკვე რამდენიმე მილიონი დევს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
   
11 მარტი 2019
საია - სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს სავარაუდოდ საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ
კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა იურისტებმა სხვადასხვა სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გაანალიზეს და საგანგაშო დასკვნამდეც მივიდნენ. კერძოდ, 2018 წელს სამინისტროში შევიდა 288 განცხადება, რომელიც სკოლებში დარღვევებს შეეხებოდა. რეაგირება კი უწყებას მხოლოდ 7 მათგანზე ჰქონდა და შვიდივე შემთხვევაში შეტყობინება ზოგადი ხასიათის იყო.7-დან 6 შემთვევაში კი შემოწმება ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე. რაც ამყარებს ეჭვს რომ ეს პროცესი პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქნა გამოყენებული.
   
11 მარტი 2019
მეფეს დედოფალი უჩივის
ბაგრატიონების სამეფო კარის თამაშები - მეფეს დედოფალი უჩივის. ყოფილ სიძეს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს. საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად სამეფო ოჯახის დაპირისპირებას საქალაქო სასამართლო განიხილავს. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავებიან. საქმის სირთულიდან გამომდინარე მას საქალაქო სასამართლოში სპეციალური, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. პროცესი ხვალიდან დაიწყება.
   
06 მარტი 2019
გიგი უგულავა პროკურორებსა და მოსამართლეებს - გაინტერესებდათ, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში?
„ხაზარაძის აფრიალებული წერილის არ გჯერათ? ნებისმიერს შეეძლო დაეწერა ხომ?! მაშ, მისმინეთ პროკურორებო და მოსამართლეებო. ახლა აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში. მცირე მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. 2014 5 ივლისია. „კაპეზედან“ სასამართლოში მიმიყვანეს. პროკურორი ჯერანაშვილი გირაოს დამძიმებას და წინასწარ პატიმრობას ითხოვს, მაგრამ ფორმალური საფუძველი ვერ გამონახა. უცებ საქაღალდიდან აძრობს რაღაც ფურცელს და ამბობს – ესაა მუქარის წერილი, რომელიც უგულავამ მოწმე გიორგი კაპანაძეს (რიჟა) ლონდონში „შავი კაცის“ მეშვეობით გადასცა. გაოგნდა ყველა. ბრიტანეთის სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში მოვითხოვეთ გამოძიება“, – წერს უგულავა.
   
06 მარტი 2019
ძიუდოში ინგილო (ჰერელმა) თანამემამულეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს
ძიუდოში ინგილო (ჰერელმა) თანამემამულეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. იტალიის ქალაქ ბარიში გამართულ ევროპის თასზე, ზაქათლის რაიონის სოფელ მოსულის მკვიდრმა, ქარიმ ალავერდიევმა (გაბალას გუნდი) მიიღო მონაწილეობა, სადაც სამი შეხვედრიდან ორში გამარჯვება მიპოვა და მე-5 საპატიო ადგილი დაიკავა. მანამდე, საერთაშორისო შეჯიბრებები ავსტრიასა და ესპანეთში აქვს მოგებული. ქარიმ ალავერდიევის ანგარიშზეა არაერთი გამარჯვება როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის (ორჯერ პირველი, ერთხელ მეორე და სამჯერ მესამე ადგილები), ასევე ზაქათლის რაიონის პირველობაზე. ასევე, ზაქათლის რაიონის, სოფელ მოსულის მკვიდრი, 15 წლის ისლამ რაგიმოვი, ბაქოში გამართულ ბოლო საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის არაერთი რაიონული და რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულია.
   
05 მარტი 2019
ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ პაციენტი შიდსისგან განიკურნა
ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, ბრიტანელი პაციენტი შიდსისგან განიკურნა. ექიმების განცხადებით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პაციენტზე ვირუსი აღარ შეინიშნება. კვლევაში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის, ასევე ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ექიმები იყვნენ ჩართული. ლონდონელი პაციენტი, რომელიც სიმსივნეზე მკურნალობდა, 18 თვის განმავლობაში შიდსის რემისიის სტადიაშია და წამლებს აღარ იღებს.
   
05 მარტი 2019
იოჰანეს ჰანი - საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ
„მითხრეს, რომ რადგან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვენს ტერიტორიაზე 600 ათასი ადამიანი შემოვიდა და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს თავისთავად გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ, თქვენი შესაძლებლობები მედიის წარმომადგენლებმა გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
   
02 მარტი 2019
ქვეყანა კორპორატიული წესებით იმართება?
„ქვეყანა იმართება კორპორატიულად, კორპორატიული წესების მიხედვით, რასაც ქართველი ხალხის მენტალიტეტი ვერასდროს ვერ შეეგუება და ვერასდროს ვერ მოვა თანხვედრაში. კორპორატიული მმართველობა იყო სააკაშვილის დროს, როდესაც ყველაფერი თავს იყრიდა ერთ უზენაეს პიროვნებასთან, სააკაშვილთან“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ პარტიის საერთო ჩატში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოდიოდა მესიჯები, რომელთა ავტორიც დღემდე არ იცის, ვინ იყო. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა პარლამენტში 2016 წლის შემდეგ დამკვიდრდა.
   
27 თებერვალი 2019
მარიამ ჯაში - აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს
„ორივე კომიტეტი ვაპირებთ ერთობლივ ვიზიტს ჰერეთში და, სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რომ პრობლემების გადაჭრა ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად მოხერხდეს. გაგვაჩნია ძალიან სერიოზული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ასევე, გაგვაჩნია ისტორიულად კარგი ურთიერთობა, რაც გახდება საფუძველი, რომ პრობლემები, რომელიც ქართველი მოსახლეობის წინაშე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობს, ეტაპობრივად იყოს აღმოფხვრილი, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელებისა იყოს გადაწყვეტილი და მოწესრიგებული“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
   
27 თებერვალი 2019
გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ
„რაც შეეხება გრიპის ვირუსის მეორე ტალღას, საქართველოში პიკი დეკემბრის ბოლოს გვქონდა, მაგრამ ევროპის რიგ ქვეყნებში პიკური მაჩვენებლები ახლა ფიქსირდება, რადგან ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ, გამორიცხული არ არის გარკვეული ტალღები მარტშიც დაფიქსირდეს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს და დაიცვას ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს. ჯერ წამყვანი ისევ „ღორის გრიპია“ (H1N1), რაც ქვეყანაში ცირკულირებს, თუმცა H3 და B ტიპის ვირუსებიც გამოჩნდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE