მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
 |
07 ნოემბერი 2022 ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დასაწყისი - პაატა მანჯგალაძე „მე ვილაპარაკებდი პარტიების გაერთიანებაზე ხვალ რომ იყოს არჩევნები, მნიშვნელოვანი იქნებოდა სია, ბრენდი, ვინ, როგორ, სად, მაგრამ დღეს არის საქართველოს გადარჩენის ამოცანა, ეს არის პროცესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის უბრალოდ პარტიების გერთიანება, ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დაწყება. სად მიგვიყვანს, რამდენი ვიქნებით და რა შედეგი გვექნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში და არა რამდენი პარტია. რამდენი ადამიანიც ჩაერთვება ამ გამათავისუფლებელ მოძრაობაში, შედეგიც იქნება შესაბამისი. ვიქნებით ბევრი? შედეგი იქნება მალე. ვიქნებით შედარებით ცოტა? – გაგვიჭირდება, მაგრამ შედეგი მაინც იქნება. ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ, მარტოც რომ დავრჩეთ, მაინც ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
 |
03 ნოემბერი 2022 გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში დაირღვა - სტრასბურგის სასამართლო კერძოდ, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს პირველმა ინსტანციამ არასაკმარისად განიხილა მამალაძის არგუმენტი, რაც მოიცავდა სასამართლოს მხოლოდ ნაწილობრივ დახურვის მოთხოვნას და იმას, რომ კონკრეტულმა საჯარო განცხადებებმა, რომლებიც დეკანოზის დაპატიმრების შემდეგ გაკეთდა, ასევე პროკურატურის ორგანოების მიერ კრიმინალური საქმის მასალების გასაჯაროებამ და გაუთქმელობის ვალდებულებამ, ერთობლიობაში, წააქეზა საზოგადოება, ფაქტობრივ ვერდიქტამდე დაეჯერებინა, რომ დეკანოზი დამნაშავეა“. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|