მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
11 სექტემბერი 2018
აკაკი ზოიძე: სისულელე და კონსპირაციის თეორიაა მტკიცება, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს
"სასიკვდილო დაავადებებისგან გვიცავს ვაქცინები, ამაზე კაცობრიობის ჯანსაღ ნაწილში საერთოდ აღარ კამათობენ. აუტიზმისა და ვაქცინების კავშირი აბსოლუტური ნონსენსია, ასეთი რამე არ არსებობს. ერთხელ გამოაქვეყნა 80-იან წლებში ვიღაცამ სტატია და იმ სტატიას ატრიალებენ, რომელიც იმის შემდეგ ასჯერ უარყვეს. გამოცემამ, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია, მოხსნა და განაცხადა, რომ ეს ტყუილია. სად პოულობენ? ეს ჩვენი კონსპირაციის თეორიის მშობლების ჯგუფები რომ არის, კიდევ ატრიალებენ ამ სტატიას, როგორ ჩნდება თურმე აუტიზმი ვაქცინებისგან, ეს ყველაფერი არის სისულელე. ძალიან მკაფიო მესიჯი გვჭირდება სახელმწიფოსგან, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე და აცერით შვილები".
   
11 სექტემბერი 2018
ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს ავტომატურად აღარ შეეზღუდება მართვის მოწმობა და შრომითი უფლებები
"არსებობს დღეს ნარკოდანაშაულის შესახებ კანონი, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის დროს არის მიღებული და რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის, მიუხედავად იმისა, რა ტიპის დანაშაულია, ავტომატურად ითვალისწინებს შეზღუდვას, რაც არის მართვის მოწმობა, საჯარო სამსახურებში დასაქმება, იარაღის ტარება და ა.შ. კონსულტაციების შედეგად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გადაწყდა, რომ კი არ გავაუქმებთ ამ კანონს არამედ ჩავწერთ, რომ ეს არის მოსამართლის დისკრეცია. ნაცვლად ავტომატური შეზღუდვისა, მოსამართლე გადაწყვეტს სამოქალაქო უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს თუ არა".
   
09 სექტემბერი 2018
უფრო მეტი ვიდრე ფეხბურთი
"გასულ წელს, ნიდერლანდების ერედივიზიონში კაშიას მიერ კაპიტნის ფერადი სამკლაურით „ვიტესის“ გაყვანა კარიერის ერთი ჩვეულებრივი თამაში იყო. ჩვეულებრივი იმიტომ, რომ ნამდვილ ევროპაში არავინ დაობს, თანასწორობის და მრავალფეროვნების ირგვლივ. სამაგიეროდ, ნიდერლანდებიდან, მთების და ქვეყნების გადმოღმა - საქართველოში, გურამის მიერ თანასწორობის იდეის მხარდაჭერის და ჰომოფობიის დაგმობის მიზნით, ლგბტ დროშის ფერებით კაპიტნის სამკლაურის გაკეთება, სიძულვილის და ზიზღის წინაპირობა გახდა".
   
07 სექტემბერი 2018
რებეკა ჰარმსი - ნუ მისცემთ ერდოღანს საშუალებას, დაასუსტოს კანონის უზენაესობა საქართველოში
„დაუდექით გვერდით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს! გთხოვთ, ხელი მოაწერეთ პეტიციას. ნუ მისცემთ ერდოღანს საშუალებას, დაასუსტოს კანონის უზენაესობა საქართველოში“, – წერს რებეკა ჰარმსი. რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტში მწვანეთა პარტია-ევროპული თავისუფალი ალიანსის წევრია. ასევე, ის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეა.
   
07 სექტემბერი 2018
მინდელის შახტში შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT Group შეისწავლის
დოკუმენტის მიხედვით, არსებული ვითარების სიტუაციური ანალიზით გამოვლენილი სისტემური დარღვევების საფუძველზე, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი საწარმოში რაიმე შრომითი აქტივობის განხორციელება, გარდა კანონმდებლობით დადგენილი სამუშაოებისა, რომელიც სავალდებულოა უსაფრთხოების თვალსაზრისით და წარმოადგეს გადაუდებელ აუცილებლობას.
   
06 სექტემბერი 2018
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრში სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებებს იღებს
"განცხადებები მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. აუცილებელია, განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში სტუდენტმა პირადად წარადგინოს. დაფინანსების მისაღებად საჭიროა დოკუმენტები: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა) და სამოტივაციო წერილი".
   
06 სექტემბერი 2018
არასამთავრობოები: რუსული მედია ფორუმი საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი დემონსტრირებაა
"საქართველო არაერთხელ გამხდარა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების სამიზნე, რომელთა შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი. ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია საქართველოში საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აქტიურად იყენებს “რბილ ძალას”, რაც აგრესიულ მედია პროპაგანდაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების დაფუძნებასა და სხვადასხვა სახის ფორუმების ორგანიზებაში გამოიხატება. ამ აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება და საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად პოლარიზება".
   
06 სექტემბერი 2018
არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
"სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2018 წლის 21 ივნისს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ა.ა.-მ არასრულწლოვან შვილს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 23 ივნისს ქ.მარნეულში დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა".
   
05 სექტემბერი 2018
კამპანია „იცურე მშვიდად“ ხვალ მორიგ აქციას მდინარე მტკვრის ნაპირზე გამართავს
კამპანია „იცურე მშვიდად“ მორიგ აქციას გამართავს ხვალ, 13:00 საათზე, სამგორის რაიონში, თეკლა ბატონიშვილის ქუჩის ბოლოს მდინარე მტკვრის ნაპირზე, სადაც ერთი თვის წინ 20 და 25 წლის ძმები დაიხრჩვნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უწესრიგოდ ყრია ბეტონის კვადრები, რაც სავარაუდოდ წარმოადგენს ადიდებული მდინარის შესაკავებლად სახელდახელოდ მოწყობილ ჯებირს. „ეს ადგილი იზიდავს მეთევზეებს და ასევე - მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ მტკვარში საბანაოდ შედიან. მდინარის წყალი ძალიან დაბუნძურებულია ქალაქ თბილისის კანალიზაციით, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის მობანავეთა ჯანმრთელობას".
   
05 სექტემბერი 2018
გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობასა და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
"2018 წლის აპრილში, ე.ბ.-ს მოთხოვნაზე დაშორებულიყვნენ, ა.ჯ.-მ განუცხადა, რომ იგი მისი საკუთრება იყო და როგორც ქალს წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ ჰქონდა. მუქარის და ფსიქოლოგიური ტერორის გამო ე.ბ. იძულებული იყო მის ნებას დაყოლოდა. 31 მაისს, ა.ჯ.-მ ე.ბ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში მიაყენა ჭრილობა, ხოლო ე.ბ.-ს ყოფილ მეუღლეს მ.გ.-ს სამჯერ ესროლა. სროლის შედეგად ე.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიიღო, ხოლო მ.გ. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა".
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE