მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
18 ივლისი 2018
სისხლში ტყვიის შემცველობაზე საქართველოში დიდი კვლევა ჩატარდება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება. სემინარზე - „ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება“ - მინისტრი ამბობს, ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.
   
17 ივლისი 2018
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პრეს-კონფერენციას უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა
უმწვავესი განცხადება გაავრცელა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰელსინკიში პრესკონფერენცია იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ქმედება ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან. მაკკეინმა ჰელსინკის სამიტს ტრაგიკული შეცდომა უწოდა.
   
16 ივლისი 2018
101 მომხრე, 2 წინააღმდეგი - მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩიეს
"101 მომხრე, 2 წინააღმდეგი - მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე არჩეულია. კენჭისყრა პარლამენტში რამდენიმე წუთის გაიმართა. მანამდე კი დეპუტატებმა შალვა თადუმაძეს შეკითხვები დაუსვეს და მისი ხედვები მოისმინეს. ოპოზიციისგან განსხვავებით, შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით კი, მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის დანიშვნა პოლიტიკური ფარსია. ოპოზიციის შეფასებით, მმართველი ძალა საზოგადოების მოთხოვნას არ ითვალისწინებს და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს უცხადებენ მხარდაჭერას".
   
11 ივლისი 2018
სახალხო დამცველი: ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია
"შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ განსაკუთრებულ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის ფაქტებზე უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი რეაგირების გატარება; დროულად ვერ ხდება დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, ვერ ხორციელდება მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია და მათი საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში ჯეროვანი ინტეგრაცია".
   
11 ივლისი 2018
ბრალდებულის დედა: არ ჩაუდენია ეგ, ვიღაცამ მიაწმინდა ხელები
"ამჟამად იყენებსო ისევ დუმილის უფლებას, თავიდან თითქოს აღიარა მაგრამ ეტყობა რომ ცოტა გამოფხიზლდა დ ამოვიდა აზრზე არ აღიარებს იმიტომ რომ არ ჩაუდენია ეგ, ვიღაცამ მიაწმინდა ხელები, ვიღაც უდგას უკან. ან გააკეთებინეს, ან დაინახა რომ მაგან ის გააკეთა და დაიბრალა,"-აცხადებს ბრალდებულის დედა, მარიამ მარტიაშვილი.
   
10 ივლისი 2018
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „გამომძიებელ რეპორტიორს“ მხარდაჭერას უცხადებს
"ადამიანის უფლებათა ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს „გამომძიებელ რეპორტიორს“, როგორც თავისუფალ, ობიექტურ მედიაპროდუქტს და მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ შეზღუდოს ჟურნალისტური გამოძიების საქმიანობა და უზრუნველყოს „გამომძიებელი რეპორტიორისთვის“ დამოუკიდებელი სამუშაო გარემოს შექმნა, რათა შეუფერხებლად შეძლოს ფუნქციონირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში".
   
10 ივლისი 2018
ზვიად კუპრავას 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა
"გამოძიება ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება. თავად მოსამართლე თავართქილაძე კი საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სასამართლოს ზაზა სარალიძის და ბაჩუკი ქარდავას თავდებობას ან ალტერნატიულ შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა".
   
09 ივლისი 2018
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო: საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს
"ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს. ჯამში, პიარ სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. პიარ აქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის მხრივ დიდი წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია” “ღვინის ეროვნული სააგენტო” და “აწარმოე საქართველოში”) მოდის; ხოლო ყველაზე მზარდი 2016 წელია, როდესაც მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა".
   
09 ივლისი 2018
პროკურატურის და შს სამინისტროს თანამშრომლებმა ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა ზ.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომლითაც იგი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებას ახდენდა. აღნიშნულის შემდგომ ზ.ფ ქ.ბორჯომში შეხვდა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და შემდგომში, სისტემატური საქმიანობისთვის, კერძოდ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის ხელშეწყობისა და ბორჯომის რაიონიდან მისი უსაფრთხო გაცილების მიზნით ქრთამის სახით შესთავაზა ფულადი თანხა".
   
06 ივლისი 2018
შსს: ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების ქართველი წევრები დააკავეს
ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია - სახელწოდებით „კუში -2“ ჩაატარა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი. სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა. მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაციის საშუალებით გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ „კანონიერ ქურდთან“ ერთად, ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE