მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
23 მაისი 2014
დიმიტრი დარბაისელი თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს
"როგორც მენეჯერმა, საჭიროდ ჩავთვალე და თავად მივიღე გადაწყვეტილება თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის შესახებ, რათა მათ კიდევ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ. მათ 24-საათიან რეჟიმში, უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა ყველაზე რთულ, გარდამავალ პერიოდში. ისინი ფაქტიურად ვერ ნახულობენ საკუთარ ოჯახებს და სამსახურში უწევთ ღამეების თენება. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია, რომ მათ რეალურად შეცვალეს ის ნეგატიური ტენდენციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში ჩემს დანიშვნამდე".
   
22 მაისი 2014
შსს-მ მკვლელობები გახსნა
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში, ღამით, თეიმურაზ ქ-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ რუსუდან ბ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს".
   
22 მაისი 2014
განათლების სამინისტრო: მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები!
"სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:გააფრთხილონ მოსწავლეები და მასწავლებლები პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის შესახებ;უზრუნველყონ სველი წერილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით; მოახდინონ მოსწავლეების ინფორმირება, რომ კვებისას არ ისარგებლონ ერთი ჭურჭლით; სკოლის მთელ ტერიტორიაზე განახორციელონ დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშოები; სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით ინტენსიურად დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები".
   
22 მაისი 2014
ქართველი მებაჟეები ინგილოებს დასცინიან?!
"ბებოს ჩანთა ამოუქექეს და ჩითილის ნაწილი ნაგვის ურნაში ჩაუძახეს. ამ დროს მეორე მებაჟე გამოჩნდა, რომლის ცივსისხლიანი გამოხედვაც არასოდეს დამავიწყდება და მოხუცს მიაძახა _ რა არის, ქალბატონო, საქართველოში აღარ იშოვება ჩითილი, ურჯულოებისმიწიანი ძირები რომ შემოგაქვსო? თვალცრემლიანმა ბებომ უპასუხა _ შენისთანა ვაიქართველების ბრალია, საზღვრის გავლა რომ მჭირდება საქართველოში შესასვლელადო... კიდევ კარგი, პატრულის პატიოსანი თანამშრომელი შემოგვესწრო, თორემ საქმე ცუდად წავიდოდა".
   
21 მაისი 2014
საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა
"უპირველესად, ქალბატონ თამარს მადლობა გადავუხადე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ძალიან კარგად ჩატარებისთვის. ასევე ხაზგასმით ავღნიშნე, რომ ყველა ვამაყობთ ამ პროცესის წარმატებით დასრულებით, რადგან ეს უაღრესად გვიადვილებს ურთიერთობას ჩვენს საგარეო პარტნიორებთან. ამასთან, არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, არამედ ქვეყნის შიგნითაც, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ირწმუნა, რომ შესაძლებელია ხელისუფლების ლეგიტიმურად შეცვლა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი კი ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციაა".
   
21 მაისი 2014
სახალხო დამცველი: პატივი მივაგოთ კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნას
"დღეს კავკასიაში რუსულ-კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღე და ომის დასრულების 150 წლისთავი აღინიშნება. 1864 წლის 21 მაისს კრასნაია პოლიანაზე შავიზღვისპირელი ხალხის - ადიღელების, უბიხების და აფხაზების დამარცხებით, ომი საბოლოოდ დასრულდა. ომის ტრაგიკული შედეგი კი იყო მთიელ ხალხთა დიდი ნაწილის ფიზიკური განადგურება და მუჰაჯირობა, იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიასა და ახლო აღმოსავლეთში".
   
20 მაისი 2014
კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების შეფერხებას აპროტესტებს
კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების შეფერხებას აპროტესტებს. კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ 16 მაისის სხდომაზე პარლამენტმა ვერ დაამტკიცა ის შეთანხმებული ცვლილებებიც კი, რომელიც გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა პირადი ინფორმაციისა და ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების თვალსაზრისით.
   
19 მაისი 2014
„განაღმვითი სამუშაოების შედეგად ნაღმი არ აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებებს“
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალურ ოპერაციათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისში, ფალიაშვილის ქუჩა N33ა-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, 55-ე საჯარო სკოლაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მე-2 საჯარო სკოლაში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერების და განაღმვითი სამუშაობის შედეგად ნაღმი არ აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებებს. გამოძიება ოთხივე შემთხვევასთან დაკავშირებით ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართვევლოს სსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
   
19 მაისი 2014
შსს: საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლა არ დასტურდება
"ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ვთვლით, მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლა არ დასტურდება და წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. შესაბამისად, ქართული მედიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
   
18 მაისი 2014
კრიზისების მართვის საბჭო: დარიალში დაკარგულად 7 პიროვნება ითვლება, მუშაობას ართულებს წყლის მაღალი დონე და ჩამოწოლილი მეწყერის დიდი მასა
"სადერივაციო გვირაბში, რომელშიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მოყოლილია რამდენიმე პირი. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება და ზუსტი რაოდენობა დგინდება. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 7 პიროვნება. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები დაკარგული პირების მოსაძებნად, რასაც ართულებს წყლის მაღალი დონე და ჩამოწოლილი მეწყერის დიდი მასა. წყლის დონის დაკლებისთანავე შესაძლებელი გახდება სამძებრო სამუშაოების სრული მასშტაბით განხორციელება".
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE