მთავარი თემები |
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
25 თებერვალი 2013 22, 23 და 24 თებერვალს 104 მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 7 899-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 310-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 2, №3 დაწესებულება - 3, №5 დაწესებულება - 305) და 21-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 1, №8 დაწესებულება - 1, №11 დაწესებულება - 12, №17 დაწესებულება - 6, №18 დაწესებულება - 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
25 თებერვალი 2013 აღარ უნდა დაგვჭირდეს ჩვენი ვაჟკაცების სიკვდილი _ დავით უსუფაშვილი "დღევანდელი დღე ქართველი ხალხისთვის არის იმ მრავალრიცხოვან დღეთა შორის ერთ-ერთი, როდესაც სიამაყე და მწუხარება ერთმანეთს ენაცვლება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი მამულიშვილები, ისეთი ვაჟკაცები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ საკუთარი თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ სიამაყეს ვერ გადაფარავს ის მწუხარება, რაც ამ ვაჟკაცების გარდაცვალების გამო გვეუფლება, რადგან ჩვენს ქვეყანას თავდადებული მამულიშვილები ცოცხლები სჭირდება, მათი სამსახური სჭირდება ამ ქვეყანას და არა მათი სიცოცხლე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, თავდადებული შრომით აშენოს თავისი ქვეყანა და აღარ დაგვჭირდეს ჩვენი ვაჟკაცების სიკვდილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. |
|
|
|
|
|
|
25 თებერვალი 2013 კიდევ ბევრია გასაკეთებელი _ ევროკომისარი ,,რა თქმა უნდა, ვიზის გამარტივების საკითხს საკმაოდ მშვიდი და განვითარებული გარემო სჭირდება და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე. ბუნებრივია, რეფორმები უნდა გატარდეს, რომ ვიზის გამარტივების საკითხი შედგეს. უნდა ვიბრძოლოთ ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ, დისკრიმინაციის კუთხით და სხვადასხვა რეფორმები უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ნათელი გახდეს“,_ განაცხადა მალმსტრომმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უამრავი რამ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
24 თებერვალი 2013 თინა ხიდაშელის აზრით, ჯოზეფ ქეი სანდო წყარო ვერ იქნება "ჩვენ ვიცით, ვინ არის ჯოზეფ ქეი, როგორ მოექცა ის პატარკაციშვილების ოჯახს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტები, როლებზეც ის თავის ჩვენებაში საუბრობს, გამყარებულია თუ არა სხვა მტკიცებულებებით, იმიტომ რომ ჯოზეფ ქეი, სრულიად ღიად ვამბობ ამას, ჩემთვის არავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სანდო წყარო რაიმე ტიპის ინფორმაციისთვის, მაგრამ ამბავი, რომელსაც ის ჰყვება, თუ ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება და რაიმე არგუმენტებით გამყარებულია, მაშინ ბუნებრივია, ეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ხიდაშელმა. |
|
|
|
|
|
|
24 თებერვალი 2013 პარლამენტში საგამოძიებო კომისია აღარ შეიქმნება ,,თავიდანვე ვთქვით, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიქმნებოდა ეს კომისია. ამ წუთას არც მე და არც უმრავლესობა ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. იმიტომ, რომ ვფიქრობ, პროკურატურა ძალიან კარგად მუშაობს. თავიდან გვეშინოდა, რომ პროკურატურას არ ეჩქარა, გამომდინარე იმ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ზეწოლისგან, რომლის ქვეშაც დღეს საგამოძიებო სტრუქტურები იმყოფებიან, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია. ბევრი ადამიანი გაბრაზებულია იმაზე, რომ არც ისე სწრაფად მუშაობს პროკურატურა, მაგრამ სწორედ ეს არის ის ამოცანა, რომ არავის არ გაუჩნდეს განცდა, რომ საქმეს რამე დააკლდა, რომ არის გამოძიება ნაჩქარევი და მტკიცებულებები არ არის საკმარისად შეკრებილი. ამიტომ ჩემი აზრით, დღეს ამ კომისიის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში ნამდვილად არ დგას,”-აღნიშნა ხიდაშელმა. |
|
|
|
|
|
|
|
|