მთავარი თემები |
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
20 თებერვალი 2013 მიხეილ სააკაშვილი: "ვიცი, რომ შეიძლება, ვიღაცეებს უხაროდეთ კიდეც სამართლებრივი დევნა და მინდა, ვკითხო იმ ხალხს - რა გიხარიათ?!" "მე ვიცი, რომ შეიძლება, ვიღაცეებს უხაროდეთ კიდევაც სამართლებრივი დევნა, მინდა, ვკითხო იმ ხალხს ვისაც ეს უხარია, რა გიხარიათ? ხვალ და ზეგ თუ საქართველოში სხვა პოლიტიკური პარტია აღარ იქნა, თუ აღარ იქნა დამოუკიდებელი მასმედია, ხვალ თქვვენი რომელიმე მოქმედება რომ აღარ მოეწონოთ, თქვენც დაგჩაგრავენ, ამიტომ დემოკრატია არის ყველასთვის, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი. ზოგიერთს შეიძლება ერთმანეთი სძულდეს, მაგრამ არ შეიძლება არ გიყვარდეს სამშობლო. სამშობლოს სიყვარულით და სასიცოცხლო ინტერესის გამო ახლა უნდა ვიპოვოთ საერთო ენა და რაღაც სახის შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, ამ სასახლის კარი შემდგომი მოლაპარაკებისთვბის ღიაა. ჩვენ ახლა უფლება არ გვაქვს დიალოგზე უარი ვთქვათ", - განაცხადა სააკაშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
20 თებერვალი 2013 შემუშავდა დაავადებათა ახალი ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულთა გათავისუფლება მოხდება 2013 წლის 15 თებერვლის ბრძანებაში მითითებული დაავადებათა ჩამონათვალი (ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, სხივური დაავადება, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები, ნერვული სისტემის დაავადებები, მხედველობის მოშლა და სიბრმავე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ანატომიური დეფექტები, აივ ინფექცია/შიდსი, ჰემატოლოგიური დაავადებები) შეესაბამება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორს (IჩD-10), სადაც ნათლად არის განსაზღვრული დაავადებათა სტადიები და გართულებები, რომლის შემთხვევაშიც მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს, ასევე შეტანილია თვისობრივად ახალი მუხლი (მუხლი 16), რომელიც იძლევა იმ მსჯავრდებულ პაციენტთა შეფასების და გათავისუფლების შესაძლებლობას, რომელთა შემთხვევაშიც სამედიცინო ჩარევა უშედეგოა. |
|
|
|
|
|
|
|
|
19 თებერვალი 2013 ივანიშვილი ბიზნესმენებს ჩინოვნიკების მხრიდან მათ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას აძლევს „ყველა პრობლემა, რომლებიც საქართველოშია, თუ გნებავთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც კი, ადამიანის დასაქმებასთან არის კავშირში. ამაში კი გადამწყვეტი როლი ბიზნესს აქვს. ამ როლის კარგად შესრულების საშუალება რომ მოგეცეთ, სახელმწიფომ ელემენტალური პირობები უნდა შექმნას“, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისი განცხადებით, მას და მთელ მთავრობას ბიზნესისა და ბიზნესმენის ფასი კარგად აქვთ გაცნობიერებული.
„მეც თქვენი გზა მაქვს გავლილი და ვიცი, რაც სჭირდება ბიზნესს“, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თუ მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში ჩაერევა, მხოლოდ იმისათვის უნდა ჩაერიოს, რომ მას ეს საქმიანობა გაუადვილოს. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
19 თებერვალი 2013 პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობას დაადგენს ,,ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ ეს გზა სწრაფად იყოს გავლილი. წინასწარ ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მოხდება შედარება და ზუსტად ის ითქმება, რაც დადგინდება. თუ გამოირკვევა, რომ ცრუ ჩვენებაა მიცემული, ერთიდან ათის ჩათვლით ყველას, ვინც ეს გააკეთა, გამოვამჟღავნებთ. მთავარი აქ ის არის, რომ ამ პროცესმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ამ თემის, კარგი გაგებით, გამწვავებამ, შედეგად მოიტანა ის, რომ სადღაც მიმალული ვიდეომასალები უკვე დღის სინათლეზე გამოჩნდა. ის არის აქ მნიშვნელოვანი, რომ ამ გამწვავებამ სიმართლისკენ უფრო დიდ ნაბიჯებით წაგვწია წინ. რა შედეგიც დადგება, ვისი პასუხისმგებლობაც მას მოჰყვება ზუსტად ის დაისჯება და ის იქნება პასუხისგებაში მიცემული”, _ აღნიშნავს კბილაშვილი. |
|
|
|
|
|
|
|
|