მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
 |
05 დეკემბერი 2020 არსებობს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ სააკაშვილის ლიდერობით - გია ვოლსკი „ელჩებთან დაკავშირებით ხშირად არის სპეკულაცია. ჩვენი ოპონენტებიდან ზოგი ელჩებს აგინებს, არის თითის და მუშტის ქნევაში. ეს ელჩები სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავენ და უფრო მეტიც სახელმწიფოთა ჯგუფის პოზიციას გამოხატავენ, მაგალითად, ევროკავშირის. როცა ერთ მხარეს რჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მეორე მხარეს კი რჩება კოვიდი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, აქ საზოგადოებამ დასკვნები უნდა გააკეთოს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, პარტნიორი ქვეყნების წინაშე, ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც უნდა განაპირობოს ოპონენტთა დიდი ჯგუფის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლა. თუ არადა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არსებობს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამ შეთქმულებაში მონაწილეობას ღებულობენ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები, სააკაშვილის ლიდერობით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
03 დეკემბერი 2020 ნებიმისმიერი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ქვეყანას ოლიგარქი არ მართავს, არჩევნები არ გაყალბებულა, კრიტიკას დაიმსახურებს - ნიკა მელია "ჩვენ ვიბრძვით, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას. არჩევნები ტარდება რუსეთში? კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, გასაგებია, რომ ეს უნდა და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, იდევნებოდნენ ოპოზიციური ლიდერები, თავისუფალი სიტყვა იზღუდებოდეს და ა.შ. ეს არის ის, რაც არ მინდა ამ ქვეყანაში ხდებოდეს. ამ ყველაფერს თუ შევხედავთ, როგორც ნორმას და მივიღებთ პროზაულ მოცემულობად, ეს ყველაფერი მოხდება მრავალი წლის განმავლობაში. ნებიმისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და ვინც ამბობს, რომ ქვეყანას ოლიგარქი არ მართავს, ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა, კრიტიკას დაიმსახურებს“, – განაცხადა მელიამ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
01 დეკემბერი 2020 „ბოროტება დგას გულგრილობაზე, მორჩილებაზე, კონფორმიზმზე“ „ბოროტება დგას გულგრილობაზე, მორჩილებაზე, კონფორმიზმზე. შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს მაგალითად მდუმარე გულგრილი ხალხი საგარეოში, არ ჰყავდეს ის მონები, ვინც დღეს გალსტუკი მოიჭირა, კოსტუმში გამოიწკიპა და თავს პროკურორს უწოდებს, ასევე ის პირუტყვი მოსამართლე. ეს დამნაშავეები ახლა წავლენ სახლში, თან ალბათ ოჯახში იამაყებენ კარგად მიდის ჩემი კარიერაო, ტელევიზორში ორჯერ გამოვჩნდიო, მომიწონებენ თავდადებას და დამაწინაურებენო და ნატალია და ივერი აგრძელებენ შეურაცხმყოფელ გარემოში, ციხეში ყოფნას. ეს სიმახინჯე აუცილებლად დამთავრდება“, - წერს ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) „ფეისბუქის გვერდზე. |
|
|
|
|
|
 |
01 დეკემბერი 2020 „რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის“ „მიუხედავად იმისა, რომ „რემდესივირზე“ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგალითად ამერიკაში მას ოფიციალურად მისცეს რეკომენდაცია ყველა კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ, ამერიკის ნაციონალურმა ინსტიტუტებმა თავის გაიდლაინში ოფიციალურად შეიტანა და უწევს რეკომენდაციას. ამავდროულად, ჯანმო-მ არ შეიტანა თავის გაიდლაინში და ამბობს, რომ მის ჩატარებულ კვლევაში ვერ უჩვენა „რემდესევირმა“ საკმარისი ეფექტურობა. ასევე, „რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მქონე მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ შემოეტანა „რემდესივირი“, მისი შემოტანა მოხდება. როგორც ვიცი, გუშინ მოეწერა ხელი სამთავრობო ხელშეკრულებას, სადღაც ორ კვირაში მოხდება მისი შემოტანა“, – აცხადებს ცერცვაძე. |
|
|
|
|
|
 |
30 ნოემბერი 2020 „მთავარია, სტაციონარში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“ "საწოლფონდის ყველაზე კარგი შემაკავებელი არის პროფილაქტიკა. თუ ჩვენ პროფილაქტიკურ მედიცინას არ მივყევით, რასაც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, არ ეყოფა არანაირი საწოლფონდი. ამ დროისათვის საწოლფონდის ის რაოდენობაა მობილიზებული, რომელიც სრულიად საკმარისია, საერთო სტატისტიკიდან გამომდინარე. მთავარია, სტაციონარში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროებათ. მესმის, ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამისი აუცილებლობა არ არის“, – განაცხადა დავით გადელიამ. |
|
|
|
|
|
|
|
|