მთავარი თემები |
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
 |
11 სექტემბერი 2020 კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი „მწვანე ზონიდან გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 10 არის მაქსიმალური და 10.2 მეათედი გვაქვს. თუ შევინარჩუნებთ სიტუაციას და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება. პირველი დღიდან ვერტიკალი, სახელმწიფო, მთავრობა ჯანდაცვა თავისი ყველა სამსახურით და სამედიცინო სექტორი გაუმკლავდა ვირუსის დაწყების, შეტევის ფაზას, შემდეგ მკვეთრი მატება იყო, გავუმკლავდით, პერიოდულად გვქონდა რამდენიმე ეპიდაფეთქებები, ამასაც გავუმკლავდით. დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის". |
|
|
|
|
|
|
|
 |
10 სექტემბერი 2020 ხათუნა გოგორიშვილი - ჩინოვნიკები დაკავებული არიან, მოასწრონ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება და მოასწრონ ქონების დაგროვება "ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შედარებით წესიერად რომ მოქცეულიყო და კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თუნდაც 100 ლარად გაეყიდა, მაშინ ოზურგეთის ბიუჯეტში 10 722 200 ლარი შევიდოდა. მინდა მივმართო ჩემს ოზურგეთელებს, წარმოვიდგინოთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა 10 მილიონი ლარით, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა, მოწესრიგდებოდა სასმელი წყლის პრობლემა, გაკეთდებოდა გზა, როგორ შეიძლებოდა გაზრდილიყო ოზურგეთის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები, რომლებიც კატასტროფულად მიზერულია, ყველაფერ ამის ნაცვლად ერთადერთი რამ ხდება, ოზურგეთის „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები დაკავებული არიან, მოასწრონ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება და მოასწრონ ქონების დაგროვება. ეს არის თითოეული ადამიანის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, თითოეული ადამიანისთვის სამუშაოს წართმევა, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, უნდა შეიცვალოს. დადგა დრო გარდამტეხი ცვლილებების და ეს გარდამტეხი ცვლილებები აუცილებლად დაიწყება 2020 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა გოგორიშვილმა. |
|
|
|
|
|
 |
10 სექტემბერი 2020 ამირან სალუქვაძე - ბოდიშს მოაყოლეთ ნუსხა, კონკრეტულად რის გამო იხდით, მონანიებით "აღარაფერს ვამბობ დახეული ბოტასებით ხელისუფლებაში მოსულ სხვა ექს-ჩინოვნიკებზე, უკვე ძაან თეთრპერანგიანები რომ გახდნენ და არავინ იძიებს მათ დღევანდელ შემოსავლებსა და ხარჯებს. ასე რომ, რა ბოდიში, რის ბოდიში, სადაა გულახდილი ბოდიში?! როგორც ამას წინათ დავწერე, ბოდიშს მოაყოლეთ ნუსხა, კონკრეტულად რის გამო იხდით, სათითაო ფაქტის ახსნით, მონანიებით". |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
09 სექტემბერი 2020 მიხეილ სააკაშვილი - 9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ "სასამართლო რეფორმის ჩავარდნას მე, პირადად, ძალიან განვიცდი. გულწრფელად ვთქვათ, ჭკუის სასწავლებელი, მწარე გაკვეთილი მივიღეთ - ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს. სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, არა მხოლოდ მმართველი ძალის, უბრალოდ საპარლამენტო ურმავლესობის მიერ. ამ პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის შეთანხმებები, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან საჯარო და გამჭვირვალე განხილვების შედეგად მივაღწიეთ - მათ შორის, უცხოელი მოსამართლეები განმწესდება ზედა ინსტანციებში, მოსამართლეთა არჩევითობა, კომერციული დავებისთვის ცალკე სისტემსი შექმნა, ნაფიც მსაჯულთა სასამრთლოს კომპეტენციის გაფართოვება, იუსტიციის საბჭოს რეფორმა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და სხვა". |
|
|
|
|
|
|
|
 |
09 სექტემბერი 2020 კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი "სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მოეშვა. ჩვენ გარკვეულად შევიქმენით ილუზია, რადგან ყველაზე უკეთესად გამოვიყურებით რეგიონში, რომ საქართველოში თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ამაზე ვპასუხობთ, რომ არა. ცალკეულ, ერთ აღებულ ქვეყანაში, არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის დამარცხება, ეს გახლავთ გლობალური პრობლემა და ამას, მთელი სამყარო, ერთიანად გადაწყვეტს და ამას დაჭირდება სულ მცირე ერთი წელი, წელიწად ნახევარი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|