მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
04 სექტემბერი 2020
რატომ გაჩეხეს სოფელ ვაზისუბნის ასწლოვანი ხეები
"ეს 1925 წელს გაშენებული სოფელ ვაზისუბნის პარკია. რეკრეაციული ზონა, სადაც სკვერია განთავსებული. ასწლოვანი ხეებია უნებართვოდ გაჩეხილი. მერია და შესაბამისი სამსახურები თვალს ხუჭავენ. პროკურატურა არ რეაგირებს! ქვეყანას პატრონი არ ჰყავს!"
   
04 სექტემბერი 2020
გიორგი კანდელაკი: მთავრობა ერთი და იმავე ქვეყნიდან შემოსულ უცხოელ და საქართველოს მოქალაქეებს განხვავებულ პირობებში აქცევს
"ევროპული საქართველოს სახელით მინდა გამოვეხმაურო ბატონი ამირან გამყრელიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც მთავრობა განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისათვის დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმებას, როცა სახელმწიფო მათ მოქალაქეებს ათავსებს იძულებით კარანტინში, მაშინაც კი, როდესაც ისინი მოემართებიან მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამას ევროპული საქართველო მოითხოვდა თავიდანვე, რადგან ამ დისკრიმინაციულ კარანტინს არ გააჩნია არანაირი სამეცნიერო საფუძველი და ის წარმოადგენს არაფორმალურ აკრძალვას ჩვენი მოქალაქეებისათვის, დაბრუნდნენ სამშობლოში". – ამბობს კანდელაკი
   
04 სექტემბერი 2020
დავით მესხიშვილი - ასე გარდაიცვალა „მეხრეთა კანონი“
"მძღოლი და მგზავრი, რომელიც იღებს სხეულის დაზიანებას მაგისტრალზე პირუტყვთან შეჯახების გამო, არანაირ კომპენსაციას არ იღებს. არც დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად მოიკლავს ვინმე თავს! პირუტყვთან შეჯახებისას თქვენ კი ხართ მართალი, მაგრამ... ვინ დასაჯონ? პირუტყვი? არა, პირუტყვს ვერ დასჯიან, მითუმეტეს ტრავმირებულს! მეხრე? არა, მეხრე გაჭირვებულია და მისი დასჯა წამგებიანია! ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა? არა, „ჩემს შვილს ხომ არ დავსჯი?“. ასე გარდაიცვალა „მეხრეთა კანონი“!
   
04 სექტემბერი 2020
დემურ გიორხელიძე - პრიმიტივიზმი მომაკვდინებელია საჯარო პირისთვის, მას პოლიტიკოსი დროში აცდენამდე მიჰყავს
"განათლების დეფიციტი ხელს უშლის მას (მათ) იყვნენ ადეკვატურნი დროისა, ღრმად კრიტიკულნი და აკვირდებოდნენ მიმდინარე პროცესებს; შეეძლოთ საღად გაანალიზონ მოვლენები და თვალი არ აარიდონ რეალობას - უპირველეს მოცემულობას სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისათვის. პრიმიტივიზმი მომაკვდინებელია საჯარო პირისთვის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას პოლიტიკოსი დროში აცდენამდე მიჰყავს. შემდეგ ყველაფერი ბუნებრივად ხდება... გაუნათლებელი თუ არ ხარ, - ხეპრე ვერ იქნები. ხეპრეობა პოლიტიკაში - ეს დასასრულია".
   
03 სექტემბერი 2020
ლევან სამუშია - „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო დაშინებები, არ გამოგივათ
„აქტიურ ფაზაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანია და „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო დაშინებები. ჩემს გვერდით არის ქალბატონი მანანა სულთანიშვილი, რომლის მიმართაც განხორციელდა ზეწოლა. დიდუბე-ჩუღურეთის „ქართული ოცნების“ შტაბში ჩაიყვანეს და შეახვედრეს რიმა ბერაძესა და მაკა სამნიაშვილს, რომლებმაც განუცხადეს, რომ თუ „ლელოში“ გააგრძელებდა ყოფნას და მხარდაჭერას, მას შეუწყვეტდნენ სოციალურ დახმარებას და თქვენ წარმოიდგინეთ, უფასო სასადილოს. ბერაძე რიმა, რომელიც 1.18 თეთრად გვკვებავს და სრულიად საკმარისიაო იძახის, ამით ემუქრებოდნენ. მინდა, მივმართო ყველას, თუ ვინმეს მიმართ განხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, პირადად მე და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ იქნება მათ გვერდით. „ლელო“ იქნება მათი უსაფრთხოების ქოლგა და არავის მივცემთ ჩვენი მოქალაქეების დაშინების შესაძლებლობას. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოვითხოვთ მყისიერად სამართლებრივ რეაგირებას".
   
03 სექტემბერი 2020
რომან გოცირიძე - პარლამენტმა მიიღო საბჭოთა სულისკვეთების კანონი, მესაზღვრეს შეუძლია მოქალაქე არ გაუშვას საზღვარგარეთ
„მესმის, რომ მიმღებმა მხარემ წაგიყენოს პირობები, დაგითვალოს ჯიბეში ფული, მოგთხოვოს დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ღამისთევის ადგილი ან მისთანანი, მაგრამ გამშვებმა მხარემაც? ეს შეიძლება გახდეს უამრავი ადამიანის არგაშვების საბაბი. სისხლის სამართლებლივი დევნა განხორციელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც დასაქმების მიზნით უცხოეთში ვინმეს გაიყვანენ „უკანონოდ“. რეალურად, ყველა გასული ადამიანი უკანონო გამოვა, რადგან ლეგალური მუშაობის უფლებას წინასწარ ვის აძლევენ. ამას იმით ამართლებენ, რომ ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ არალეგალურად დარჩენა რისკის ქვეშ აყენებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. სინამდვილეში, სახელმწიფოს ( ჩინოვნიკს) აძლევს უფლებას, თავად განსაზღვროს, ვის დართოს საზღვრის გადაკვეთის ნება და ვის არა".
   
02 სექტემბერი 2020
„თბილისის მიკროავტობუსი“ – მგზავრი, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალებას დატოვებს
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.
   
02 სექტემბერი 2020
რამდენად ეფექტურია რუსეთსა და ჩინეთში შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინები
აგვისტოში RBK ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რუსი ექიმების ნახევარზე მეტი, 52%, კორონავირუსის რუსულ ვაქცინას არ ენდობა. ექიმების ნაწილმა უნდობლობის მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელა, რაც მის ეფექტურობას დაადასტურებდა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვაქცინა ზედმეტად სწრაფად დაამზადეს. ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ამ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა, თუმცა რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია. Reuters-ი წერს, რომ კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.
   
01 სექტემბერი 2020
გიორგი ვაშაძე - 220 მლნ ლარის ქონება გადაიფორმეს ე.წ. მორატორიუმის გამოცხადების დროს ბანკებმა
„ხელთ მაქვს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულება, თუ რა მძიმე მდგომარებაში ვართ. 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 220 მილიონი ლარის ქონება გადავიდა ბანკების საკუთრებაში, ანუ 220 მილიონი ლარის ქონების მესაკუთრე, ბიზნეს სუბიექტი, კერძო პირი გაკოტრდა ქვეყანაში და ეს ქონება გადაეცათ ბანკებს. 50 მილიონით მეტია ეს ქონება ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში, მხოლოდ ოთხ ბანკთან მიმართებაში, და რას ნიშნავს ეს?"
   
01 სექტემბერი 2020
კელი დეგნანი - პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ამომრჩევლებს და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ
"ვფიქრობ, ამ მიმართულებით მომდევნო რამდენიმე კვირაში ძალიან კარგ განვითარებებს ვიხილავთ, თუ არჩევნები იქნება ფოკუსირებული გამოწვევებზე და ამომრჩევლის ინფორმირებაზე, რათა მათ შეძლონ, 31 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი გააკეთონ ინფორმირებულად, დაშინების გარეშე. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE