მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
07 აპრილი 2020
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 45 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
   
06 აპრილი 2020
პაატა იმნაძე - ყველას ვთხოვ, სამედიცინო ფარები სწორად გამოიყენონ
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან, საქართველოში, უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. ჯერ ერთი მარტო ფარი ვერ იცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად. ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს, ფარიც უნდა გვეკეთოს და ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული. ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი, ანუ არ უნდა იყოს აწეული“.
   
06 აპრილი 2020
პაატა იმნაძე - ქვეყანაში არის კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით
„დაუდგენელი შემთხვევები რომ ნაღმი იყო ქვეყნებისთვის, ეს აჩვენა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ. ამას ღიად ვამბობთ – რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით. ამ კითხვაზე ერთი ასეთი პასუხი გამახსენდა, ფრინველის გრიპი რომ იყო, ჟირინოვსკი გამოვიდა რუსეთის ტელევიზიით და თქვა, რომ რუსეთის საზღვრებზე სარაკეტო ძალები დავაყენოთო და ყველა გადამფრენი მფრინველი ჩამოვაგდოთო. ჩემი პასუხი ეს არის“ , – განაცხად პაატა იმნაძემ.
   
06 აპრილი 2020
"ქვეყანაში 700-ზე მეტი სუნთქვის აპარატია"
„ამ ეტაპზე ქვეყანაში სუნთქვის აპარატების მარაგი საკმარისია. 188 პაციენტიდან 81 ადამიანზე იყო დაფიქსირებული ორმხრივი პნევმონია, რომელთაგან მხოლოდ რვა პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება ექვსი პაციენტი, რომელთაც კვლავ სჭირდებათ სუნთქვითი მხარდაჭერა, სამი არის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი ბათუმში, ერთი გორში, ერთი ინფექციურ საავადმყოფოში. ის მარაგი, რომელიც სახელმწიფოს მასშტაბით არის მობილიზებული და იცით, რომ ამ ეტაპისთვის, ეს არის 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთ​ელებაზე იზრუნონ ჩვენმა ექიმებმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
   
06 აპრილი 2020
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 188-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​188 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.
   
03 აპრილი 2020
"ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე"
ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე. მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით რჩევებს, საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს მთელი საქართველო არის საკარანტინო ზონა.
   
03 აპრილი 2020
სამედიცინო ნიღბები შესაძლოა, სააფთიაქო ქსელებში შემდეგი კვირიდან გაიყიდოს
„ეს არ არის მარტივი, რადგან დოლბანდი, რომელსაც ვიყენებთ პირბადეების დამზადებისთვის, არ იწარმოება საქართველოში, შემოსატანი ნედლეულია და ქვეყნებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები დაწესებული, მაგრამ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით, უზრუნველვყავით უკვე მეტნაკლებად სტაბილური მიწოდება. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი კვირიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში, ჩვეულებრივ გაყიდვაში“, – განაცხადა თურნავამ.
   
03 აპრილი 2020
"ჩააბარეთ სისხლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის"
„ჩვენ მოვუწოდეთ ყველა ჩვენს სიპს, რომ მიეღო ეს, როგორც საჭიროება. დღესდღეობით ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის. ჩვენი სიპები ეტაპობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ერთვებიან დონაციაში. ასევე, მოვუწოდებ ყველა დანარჩენ სტრუქტურას, ვისაც აქვს საშუალება, თავიანთი დასაქმებულების ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე, რომ ჩაერთონ ამ დიდ გამოწვევაში. ჩააბარეთ სისხლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვინც დღესდღეობით სტაციონარებში იმყოფებიან. ისინი შეიძლება არ ებრძვიან „კოვიდს“, მაგრამ აქვთ სხვა გადაუდებელი საჭიროებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
   
01 აპრილი 2020
კითხვები და პასუხები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს.
   
01 აპრილი 2020
მთავრობა - ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება
„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE