მთავარი თემები |
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
09 იანვარი 2019 საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ - პრეზიდენტი და პრემიერი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა იგნორირების პოლიტიკას აგრძელებენ „31 დეკემბერს, სრულიად საქართველოს ახალი წლის შემობრძანება როგორც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ასევე მთავრობის მეთაურმა მიულოცა. საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის ამ ქვეყანაში როგორი ყურადღებითა და პატივისცემით ეპყრობიან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს. სამწუხაროდ, მან მისალოც სიტყვაში ერთი სიტყვითაც არ ახსენა ეს ადამიანები. რასაკვირველია, ვეტერანებისთვის მილოცვა არც ბატონ ბახტაძეს გახსენებია. როგორც ჩანს, პრეზიდენტიც და პრემიერ მინისტრიც იზიარებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას, ომის ვეტერანების არშემჩნევასთან და იგნორირებასათან დაკავშირებით. საუბარია იგივე სამარცხვინო 22-ლარიან დახმარებაზე, ურნაში გადაგდებულ ვეტერანების შესახებ კანონზე და ა.შ. როგორც ჩანს, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ „მგლის თავზე სახარების კითხვას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
|
|
|
|
|
|
 |
09 იანვარი 2019 "აცრა დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ" „დღესაც შესაძლებელია აცრა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს თუ აიცრებით, ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ. შესაბამისად, ამ ორ კვირაში ავად თუ გახდებით, არ უნდა თქვათ, რომ ეს აცრის გამო მოხდა. სააფთიაქო კომერციულ ქსელებში დღესაც შესაძლებელია აცრა. ვინც გრიპის ვირუსს გადაიტანს, ამავე ვირუსზე მყარი იმუნიტეტი რჩება, ანუ ვირუსის ის ვარიანტი პაციენტს აღარ დაემართება, შესაძლოა, სხვა ვარიანტი შეხვდეს“, – განაცხადა იმნაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
 |
09 იანვარი 2019 დავით სერგეენკო - აუცილებელია სიმპტომების აღმოცენებისთანავე მიმართონ ექიმს და მიიღონ სწორი მკურნალობა „დღეის მდგომარობით, გუშინდელთან შედარებით, რიგი პოზიტიური მაჩვენებლებია – თითქმის ასით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია გრიპის გამო, რაც კარგი დინამიკაა. სასწრაფოზე გამოძახება გადანაწილდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებზე და შემცირების დინამიკაა, თითქმის ცხრაასით განიმუხტა სასწრაფო დახმარება გამოძახებებისგან. ეს ტვირთი აიღეს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა და უმეტეს შემთხვევაში, ეს გვარდება სატელეფონო კონსულტაციით, უშუალოდ გასინჯვით და რიგ შემთხვევებში, ბინაზე მისვლითაც. თუმცა, ძალიან საყურადღებოა, რომ დაავადების მიმდინარეობა მძიმეა, ჰოსპიტალებში მკურნალობას 640-მდე პაციენტი გადის და მათგან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია. ეს ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია და მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ავადობა ცალსახად უკან იხევს, მისი მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ“, – აცხადებს დავით სერგეენკო. |
|
|
|
|
|
 |
08 იანვარი 2019 აკაკი ზოიძე - თამბაქო ერთადერთი ლეგალური პროდუქტია, რომლის მოხმარებაც კლავს „ერთი საკითხი იყო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადის გათანაბრება. ეს ვალდებულება გვქონდა, როგორც ევროგაერთიანებასთან, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციით. აქციზის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, რომ ადამიანებმა შეამცირონ ან საერთოდ თავი დაანებონ თამბაქოს მოწევას, რადგან ეს არის ერთადერთი ლეგალური პროდუქტი, რომლის მოხმარებაც უბრალოდ კლავს, არანაირი სარგებელი არ აქვს. ამიტომ აქციზის გაზრდა არის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდი, რეკლამისა და სპონსორობის აკრძალვასთან ერთად, რათა ერთი მხრივ, მწეველების რაოდენობა შემცირდეს და მეორე მხრივ, ახალგაზრდები არ ჩაერთონ ამ მავნე ჩვევაში. მსოფლიოში ეს ყველაზე ეფექტიანი მეთოდია“, – განაცხადა ზოიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|