მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
26 დეკემბერი 2018
კახა კალაძე: ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვისმიმართულებებისთვისაა განსაზღვრული
„საკმაოდ საინტერესო წელი იყო 2018. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. იყო გამოწვევები და პრობლემები, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხეთ ყველა მათგანს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ყველაფერი მოწესრიგებულია და ყველა პრობლემა მოგვარებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვექნება სამუშაო და უფრო მეტი გვექნება გასაკეთებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
   
25 დეკემბერი 2018
ეკონომიკის მინისტრი - ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად
"ჩვენს გვაქვს ჩვენი ეროვნული ბანკის პოლიტიკა, სადაც ჩვენ ვამტკიცებთ მიზნობრივ ინფლაციას. ჩვენ ყოველთვის ვართ მიზნობრივ ინფლაციის დონეზე ან მის ქვემოთ. 2018 წელს 2,7 პროცენტია მიზნობრივი ინფლაცია და ჩვენ ვართ მიახლოებით ამ დონეზე, უფრო დაბლა 2,5 პროცენტზეც კი. ყველამ ვიცით 2017 წელს ინფლაცია იყო მაღალი, იმიტომ რომ ეს იყო ერთჯერადი ეფექტი იმ აქციზებისა, რომელიც ჩვენ ავწიეთ ალკოჰოლზე, სიგარეტზე და საწვავზე. ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად. ჩვენ თვლით, რომ ინფლაცია იქნება მიზნობრივი სამი პროცენტი მომავალი წლების განმავლობაში," განაცხადა ქობულიამ.
   
25 დეკემბერი 2018
ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულებისთვის მედიკამენტებზე ფასები განახევრდება
„2018 წლის სექტემბერში ჩამონათვალს დაემატნენ პენსიონრები და შშმ პირები. ადამიანები, რომლებიც არ შედიოდნენ ამ ჯგუფებში, დიაბეტის მეორე ტიპის წამალზე მნიშვნელოვნად გაეზარდათ წვდომა, ფასები შემცირდა. ეს ჩამონათვალი უკვე გაფართოვდა. წლის ბოლოდან დაემატება და გაიზრდება 30-მდე, რაც ნიშანდობლივია. ორი საკმაოდ გავრცელებული და ფინანსურად ძალიან მტკივნეული დაავადებებისთვის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება. ეს მოხდება წლის ბოლოს, პრაქტიკულად იანვრიდან“, – განაცხადა სერგეენკომ.
   
25 დეკემბერი 2018
„ხალხის გასაჭირი იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება არ უარესდება“
„ვთქვი, რომ ხალხს უჭირს, თან ძალიან. თუ გადაახვევთ ჩემს ჩანაწერს, იქ აღმოაჩენთ, რომ მე ზუსტად ასე ვთქვი. საქმე ისაა, რომ ხალხს ძალიან უჭირს, ყოველი მეხუთე ადამიანი არის ღარიბი. მე ვთქვი, რომ უბრალოდ ეს გასაჭირი იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება არ უარესდება, თუმცა მაინც ძალიან მძიმეა. იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა, ისევ ისე უჭირს, როგორც გუშინ უჭირდა. ეს საკითხი ჩვენი პირველი პრიორიტეტია. ბევრად მაღალი ტემპები გვჭირდება, რათა ხალხს დავეხმაროთ და სიღარიბიდან ამოვიყვანოთ. მე ეს ვიგულისხმე, თუკი ეს გაუგებარია და კიდევ ამ კომენტარსაც გადაატრიალებთ, თქვენი ნებაა“, – აცხადებს გიორგი ქობულია.
   
25 დეკემბერი 2018
„დღეს გავრცელებულია გრიპის ვირუსის H1N1 შტამი უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი“
"ასევე, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია მოხუცები და ქრონიკული დაავადებით ავადმყოფები და მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგანაც ამ შტამისადმი განსაკუთრებთ მოწყვლადები არიან ორსული ქალბატონები. ნებისმიერ ორსულს, ეწყება თუ არა სიმპტომები, მაღალი ტემპერატურის და გრიპის, აუცილებელია კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და მეან-გინეკოლოგთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
   
24 დეკემბერი 2018
თქვენს წინაშეა სახელგანთქმული ფოტო - „დედამიწის ამოსვლა“
50 წლის წინ, 1968 წლის 24 დეკემბერს, მისია აპოლო 8-ის ასტრონავტები — ფრენკ ბორმენი, ჯიმ ლოუელი და უილიამ ანდერსი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც მთვარეს შემოუფრინეს. მისია ისტორიული იყო, მაგრამ არანაკლებ სამახსოვროა მაშინ გადაღებული სახელგანთქმული ფოტო, რომელსაც „დედამიწის ამოსვლა“ უწოდეს. კადრში ასახულია დედამიწა, რომელიც მთვარის ლანდშაფტის ფონზე ამოდის. ამ მომენტამდე, ჩვენი ცისფერი პლანეტა ასე შორი მანძილიდან არავის არასდროს ჰქონდა ნანახი. ფოტოზე ჩვენი პლანეტა ძალიან პატარა და მოწყვლადი ჩანს კოსმოსის ვრცელ წყვდიადში, რაც ადამიანებს სისუსტისა და უსუსურობის შეგრძნებას გვიმძაფრებს.
   
24 დეკემბერი 2018
„ფინანსურმა ინსტიტუტმა გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე სასესხო ან სხვა ვალდებულება არ უნდა დააკისროს“
"რეგულაციის ძირითადი პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) პირის გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ევროდირექტივების ერთ-ერთი მოთხოვნაა და ასევე წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. რეგულირება გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციაზე".
   
24 დეკემბერი 2018
სურსათის ეროვნული სააგენტო - ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები
სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები; უცნობია ხორცის წარმომავლობა, საქონლის დაკვლის ადგილი.
   
24 დეკემბერი 2018
დავით სერგეენკო - გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა
„ეპიდემიურ მზადყოფნასთან მიახლოებულები საბედნიეროდ, არ ვართ. მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება. გრიპს ახასიათებს სწრაფი დასაწყისი, მაღალი ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი. ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობის ნაცვლად, ჯობს დარჩნენ სახლში და გამოიძახონ ექიმი. სასწრაფო დახმარების ექიმები მომზადებულები არიან გადაუდებელი შემთხვევის მართვისთვის, ხოლო ოჯახის ექიმები – გრიპის შემთხვევების მართვისთვის. ამიტომ აუცილებელია, ოჯახის ექიმს მიმართონ და არა სასწრაფო დახმარებას“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
   
23 დეკემბერი 2018
სოფელ ხურვალეთში ოკუპანტებმა შშმ პირი დააკავეს
„გატაცებულია 33 წლის ოთარ სამნიაშვილი, შშმ პირი. მას მეტყველება უჭირს. დედაც შშმ პირი ჰყავს. ის გადაადგილდებოდა სახლთან, დაახლოებით 400 მეტრში, სკოლის უკან, სადაც სასაფლაოებია. ჩვენს თავშესაფარში ხანდაზმული ქალი იჯდა აივანზე, რომელმაც დაინახა, როგორ მოძრაობდა რუსების მანქანა. ერთი მანქანა გაჩერდა და ორმა პირმა ჩასვა მამაკაცი მანქანაში. მან ვერ დაინახა, ზუსტად ვინ იყო, უბრალოდ ნახა ფაქტი. შემდეგ, როცა არ გამოჩნდა ოთარი, მივხვდით, რომ სწორედ ის წაიყვანეს აღნიშნული მანქანით. პოლიციაც მოვიდა დედამისთან და ოფიციალურად არის შეტყობინება მისული, რომ დაკავებულია“,- განაცხადა ლუდა სალიამ.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE