მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
17 მაისი 2014
არასაპარლამენტო ოპოზიცია: სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ პოლიტიკური  გადაწყვეტილება  მიიღო
"17 მაისს, სასამართლომ გამოაცხადა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება "არასაპარლამენტო ოპოზიციის" სარჩელის დაუკმაყოფილებლობასთან დაკავშირებით და "ნაციონალურ მოძრაობას" უკანონოდ დაუტოვა საარჩევნო ნომერი "5". "არასაპარლამენტო ოპოზიცია" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", – ნათქვამია არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში.
   
17 მაისი 2014
დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანი გადაარჩინეს
„ასეთი შემთხვევა 2007 წელს მოხდა, თუმცა როგორც მახსოვს, მაშინ ჩამოშლილი მიწის მონაკვეთი ნაკლები იყო. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება, მით უფრო, რომ ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გადავარჩინოთ დაკარგული ადამიანების სიცოცხლე. ასევე უნდა მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამისათვის ძალზე ორგანიზებულად მუშაობს საქართველოს მთავრობა - უკვე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
   
17 მაისი 2014
არასამთავრობო ორგანიზაციების 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ
„ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს სახელმწიფო სათანადოდ უპასუხებს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მიიღებს ყველა ზომას ადამიანის უფლებებისა და მისი, როგორც სეკულარული სახელმწიფოს დაცვისათვის“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
   
16 მაისი 2014
შსს-ს მაშველებმა სტეფანწმინდაში სამაშველო ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს
"საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამორიგეო განყოფილების სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ სამევი ვიქარულ ისლამის ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მაშველებმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და საკაცით ხეობიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანამდე ჩამოიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის სამევი ვიქარულ ისლამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", – ნათქამია სამინისტროს განცხადებაში.
   
16 მაისი 2014
თენგიზ ომანიძე: „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილს 2 000 ლარით დააჯარიმებენ
„16 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საჩივარი განიხილა. საკითხი შეეხებოდა 22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში გამართულ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომას, სადაც მმართველი პარტიის წევრები და მთავრობის მეთაური ღარიბაშვილი საარჩევნო საკითხებს, სავარაუდო კანდიდატებს და პარტიულ სიას განიხილავდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული შენობა (ამ შემთხვევაში მთავრობის კანცელარია) არ შეიძლება გამოყნებული იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის".
   
16 მაისი 2014
„საპატრიარქო მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს ლოცვითი და მშვიდობიანი, რადგან ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობისა“
"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და, საერთოდ, საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით აპირებენ ქუჩაში მსვლელობებს; საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რადგან ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობისა. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!“
   
16 მაისი 2014
ირაკლი ღარიბაშვილი: განათლების ხარისხის ამაღლება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია
"განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღებაში დაეხმარება. ჩვენი მთავრობა ძალას არ იშურებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ყველა პირობა შევუქმნათ განვითარებისა და ცოდნის რეალიზებისთვის. მე მჯერა ჩვენი ახალგაზრდების, მე მჯერა თქვენი", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებს.
   
15 მაისი 2014
სასჯელაღსრულების სამინისტრომ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს სამინისტროში მიღებულ იქნა სახალხო დამცველის მომართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის დაბრკოლების ხელოვნურად შექმნის შესახებ.
   
15 მაისი 2014
სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაბრკოლებები შეუქმნეს
სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნას, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, აუცილებელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომები გაატაროს.
   
15 მაისი 2014
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა
„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ წარადგინეს.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE