მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
14 დეკემბერი 2013
კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ აჭარაში გადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოსვლა დივერსიას უკავშირდებოდეს
"ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ასეთი დიდი თოვლი რეგიონში 1985 წლის შემდეგ არ მოსულა, მაგრამ ვფიქრობ, საქმეზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან ყველა მიმართულებით ერთი და იგივე სახის დაზიანება ფიქსირდება. გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინ საქმე აღიძრა მიზანმიმართულად ხაზების დაზიანებასთან დაკავშირებით, როცა ქობულეთის რაიონში მაღალი ძაბვის ხაზების მიმართ განხორციელდა გასროლა. არ გამოვრიცხავ ამ მიმართულებითაც დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება. ამ ორ ფაქტს შორის პირდაპირი კავშირი არ მინდა გავაკეთო, სანამ ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ყველა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე გვაქვს ერთი და იგივე სახის დაზიანება".
   
10 დეკემბერი 2013
10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
„ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 2
   
10 დეკემბერი 2013
პრემიერის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე საგანგებო ჯგუფი იზრუნებს
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე საგანგებოდ შექმნილი ჯგუფი იზრუნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საგანგებო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უსახლკარო მოქალაქეთათვის რამდენიმე დროებითი თავშესაფრის უმოკლეს ვადაში მოწყობა დაევალა.
   
06 აგვისტო 2013
ბოლნისსა და გარდაბანში გამგებლის გადაყენებას მოითხოვენ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნუგზარ ჩადუნელი დაინიშნა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ასად ხუდადოვის განცხადებით, ისევე როგორც წინა გამგებლის მოვალეობის შემრულებელი გელა ხუციშვილი, ნუგზარ ჩადუნელიც უშიშროების და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების ლილუაშვილისა და ხვედელიძის კადრია.
   
06 აგვისტო 2013
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, არ დაუშვას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქრთველო" კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, არ დაუშვას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ამასთან დაკავშირებით სტატია ორგანიზაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. სტატიაში სახელმწიფო უწყებების მიერ გამართულ ღონისძიებებზე გიორგი მარგველაშვილის დასწრების ფაქტებია მოყვანილი.
   
05 აგვისტო 2013
დაცული ტერიტორიების დაზიანება-დანაგვიანება სოლიდურ ჯარიმებთან იქნება დაკავშირებული
დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და დაწესებული ჯარიმები იზრდება. ამასთან, ადმინისტრაციულ კოდექსს ორი მუხლი ემატება, რომელთაგან ერთი დაცულ ტერიტორიის დანაგვიანებას ეხება, მეორე - ბუნების ძეგლის დაზიანებას და ასეთ ქმედებებზე ფულად პასუხისმგებლობას აწესებს. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით "ადმინისტრაციულ სამართალდაღვევთა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. საკანონმდებლო ინიციატივა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა მოამზადა.
   
05 აგვისტო 2013
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მოშიმშილე პატიმართა მოთხოვნების დაკმაყოფილება მის კომპეტენციაში არ შედის
ქსნის მე-15 დაწესებულებაში 7 პატიმარი შიმშილობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული დაწესებულებიდან ერთ-ერთმა პატიმარმა აცნობა. მისი თქმით, მოშიმშილეთაგან ერთ-ერთს, პირი აქვს ამოკერილი.
   
04 აგვისტო 2013
ქსნის მე-15 დაწესებულებაში ხვალიდან პატიმრები შიმშილობის დაწყებას აპირებენ
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლდნენ პატიმრები, რომლებსაც რეალურად ეკუთვნით ეს. პირობით ვადამდე გათავისუფლება ბევრ ისეთ პატიმარს არ ეხება, რომელსაც საკუთარი საქმეები რამდენჯერმე აქვთ გადაგზავნილი შესაბამის კომისიაში და მათ საქმეებში არანაირი დარღვევა არ არის, თუმცა ასე არ ხდება. ასევე მოვითხოვთ, რომ გაგვიუქმდეს შეკრებითობა, რადგან ამას კანონი მოითხოვს. კანონში შევიდა ცვლილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს ნორმა უნდა მოიხსნას პატიმრების მიმართ. შეკრებითობის გაუქმებაც და პირობით ვადამდე გათავისუფლებაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ხელისუფლების ნაცნობებს ეხება ხოლმე. თუ ამაზე დღესვე რაიმე სახის რეაგირება არ იქნება, ხვალიდან შიმშილობას და პირის ამოკერვას მე-15 დაწესებულებაში მასიური სახე მიეცემა", - განაცხადა პატიმარმა.
   
04 აგვისტო 2013
შვიდი პოლიტიკური გაერთიანება ერთჯერად 150-150 ათასს ლარს ერთ თვეში მიიღებს
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბაზისო დაფინანსების არსებული ოდენობა ორმაგდება. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთინებების შესახებ" მოქმედი კანონით საბაზისო დაფინანსება წელიწადში 150 ათასი ლარია, პროექტის მიხედვით კი, ის 300 ათას ლარამდე იზრდება. ეს ზრდა 14 ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტს შეეხება.
   
03 აგვისტო 2013
ნინო ბურჯანაძე - ადამიანებს უნდა იცავდეს კანონი და არა რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირი
„დემოკრატიული მოძრაობა– ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ ადვოკატთა ასოციაციის“ წევრებს შეხვდა და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის, დამკვიდრებისა და სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების საკუთარი ხედვები გააცნო.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE