მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
27 თებერვალი 2013
კალაძეს აინტერესებს, სად მიდიოდა წლების განმავლობაში მოქალაქეების მიერ ელექტრონერგიის გაზრდილ ტარიფში გადახდილი თანხა
“ელექტროენერგიაზე ჩვენ ფასის შემცირება მოვახერხეთ 3,54 თეთრით, რაც წლის განმავლობაში 35-40 მილიონ ლარს შეადგენს. ჩემთვის საინტერესოა, სად მიდიოდა ეს თანხა, ვის ჯიბეში მიდიოდა. ამ საკითხზე შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან. მინდა გითხრათ, რომ კიდევ მიდის მუშაობა იმაზე, რომ დეტალურად შევისწავლოთ და შევძლოთ გაგება, თუ არის კიდევ შესაძლებელი მოხდეს ტარიფების შემცირება”, - განაცხადა კალაძემ.
   
27 თებერვალი 2013
საყოველთაო დაზღვევის სისტემაში 2 მლნ 200 000 ადამიანი მოექცევა
საყოველთა დაზღვევის სისტემაში მოექცევა 2 მლნ 200 000 ადამიანი, რომლებსაც დღეს საერთოდ არ აქვთ დაზღვევა და მომდევნო ეტაპზე კი მათი რიცხვი გაიზრდება. პირველ ეტაპზე დაზღვევა მოიცავს თერაპევტის მომსახურებას, ძირითადი ანალიზების უზრუნველყოფას და კრიტიკული გადაუდებელი შემთხვევების დაფინანსებას.
   
27 თებერვალი 2013
26 მაისის მოვლენების ერთ-ერთი მოწმე პროკურატურას მიმართავს
„ვხედავდი, როგორ უსწორდებოდნენ მოქალაქეებს სპეცდანიშნულის რაზმის წარმომადგენლები. ათამდე ადამიანი დავმალე. 27 მაისს სამართალდამცავებმა დამირეკეს და რუსთაველის გამზ. 4-ში, სადაც ჩემი კუთვნილი ფართია, გამოცხადება მთხოვეს. ამიყვანეს ამ შენობის სახურავზე და მაჩვენეს შენობის თავზე მდებარე კაბელი. მითხრეს, რომ კაბელი გადაჭრილი იყო, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირაო. ასევე განმიცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ დამეკისრებოდა იმ შემთხვევაში, თუ განვაცხადებდი, რომ კაბელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით თელასში დარეკილი მქონდა, თუმცა თელასის თანამშრომლები ადგილზე არ გამოცხადდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ მე არსად დამირეკავს და აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განვაცხადე.“, _ აღნიშნა ჟვანიამ.
   
27 თებერვალი 2013
უფლებათადამცველი პროკურატურას დეპუტატებისა და ბაქრაძის მეუღლის ორგანიზაციისთვის 4 მლნ-ის გადარიცხვის საქმით დაინტერესებას სთხოვს
როგორც დღეს გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ~უფლებადამცველთა გაერთიანების~ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, მათთვის კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის ნოდარ ლიპარტელიანის მიერ მიწოდებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნებიდან ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად 1 მილიონ ლარს ჩიორა თაქთაქიშვილს, მაგდალიკნა ანიკაშვილს და მაკა მეტრეველს ურიცხავდა.
   
27 თებერვალი 2013
სახალხო დამცველი თომას ჰამარბერგს შეხვდა
თომას ჰამარბერგმა გამოთქვა მზადყოფნა გაუზიაროს საქართველოს სახალხო დამცველს საკუთარი დიდი გამოცდილება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საქმეში და მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლოს ომბუდსმენის ოფისთან.
   
27 თებერვალი 2013
ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის მოსამართლედ დანიშვნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა- იუსტიციის საბჭო
"მოსამართლეების კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება იურდიული პროფესიისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, ორივე მოსამართლეს წარმატებით აქვთ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და გააჩნიათ იურისტად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, მათი მოსამართლედ დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით,”-ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.
   
27 თებერვალი 2013
ბიზნესმენი კოტე კოკაია ირაკლი ფირცხალავას ქონების წართმევაში ადანაშაულებს
"2008 წლის ზაფხულში ჩემს ოფისში შპს. "დავითი 2008" -ში მოვიდა ირაკლი ფირცხალავა თანმხლებ პირებთან ერთად და ჩემი სამშენებლო კომპანიის პროექტის დათმობმა მთხოვა რომელიც უკვე ყველასთან მქონდა შეთანხმებული და მობინადრეებთან ხელშეკრულებები გაფორმებული. ფირცხალავას განვუცხადე, რომ გარდა მობინადრეებისგან მიღებული თანხისა, დაპროექტებაში, გეოლოგიურ კვლევებსა და სხვა წინასამშენებლო პროცედურებში დიდი თანხა მქონდა დახარჯული და აღნიშნულ ობიექტს მხოლოდ ამ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში გადავუფორმებდი. ფირცხალავამ მითხრა, 50 ათას დოლარს მობინადრეებისთვის გადაგიხდი, სხვა თანხის გადამხდელი არ ვარ. თუ არა და ხუთი-ექვსი ტრუპი მყავს და შემდეგი შენ იქნებიო. ამის შემდეგ ქუჩიშვილის #10-ში არსებული მშენებლობა ფირცხალავას მეუღლეს, ნინო ხვიტიას, გადავუფორმე", -აცხადებს კოკაია.
   
27 თებერვალი 2013
ჭიკაანელები ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობით უკმაყოფილონი არიან
ჭიკაანელები ეჭვობენ, რომ მათთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად არის გაფლანგული, ამიტომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომისიის ფინანსური საქმიანობა უნდა შეისწავლოს. ამას გარდა სტიქიით დაზარალებულები აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია კომპენსაციებს პოლიტიკური ნიშნით არიგებენ.
   
26 თებერვალი 2013
მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვაზე უარს აცხადებს
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე ხორციელდებოდა ზეწოლა. დაცვის სამსახურის უფროსს დაუნიშნეს ფარული თვალთვალი, რაც მალევე გამოვლინდა. თავდაპირველად იყო მცდელობა ეს სამსახური მთლიანად დაექვემდებარებინათ მთავრობისთვის, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შემდეგ მთავრობა იძულებული გახდა შეემუშავებინა და პარლამენტში შეეტანა კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაყოფის თაობაზე. ამ კანონის შემუშავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები. თუმცა უკვე კანონის მიღების შემდეგ, უარი განაცხადეს კანონის შესრულებაზე და დაიწყო ვაჭრობა იმის თაობაზე, თუ რა რესურსი უნდა მიეღო დაცვის სამსახურს. უკვე კანონის მიღების შემდეგ დაცვის სამსახურის სანაცვლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემას ითხოვდნენ. პრეზიდენტი არ თვლის, რომ კონსტიტუციური ცვლილებების შეტანა რამენაირად უნდა იყოს კავშირში მის პირად საკითხებთან. პრეზიდენტი ვერანაირად ვერ დააყენებს თავს კონსტიტუციის დონეზე და ვერ დაეთანხმება საკონსტიცუციო ცვლილებების წარმართვას იმის მიხედვით, როგორ იქნება ის დაცული. მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად დაითხოვა სდსს-ის უფროსი თემურ ჯანაშია, ახლა დაცვის სამსახურის სანცვლოდ პრეზიდენტს პირობას უყენებენ კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე. საქართველოს პრეზიდენტის სახელით უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ პირობებში მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს, მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. პრეზიდენტის დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღეს დილიდან არ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პირველ პირს ეს ხელს ვერ შეუშლის გადაადგილებასა და ხალხთან შეხვედრაში. პრეზიდენტი მადლობას უხდის დაცვის სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ამ წლების განმავლობაში თავის სამსახურს კეთილსინდისიერად ასრულებდა", - განაცხადა მაჯგალაძემ.
   
26 თებერვალი 2013
კახეთში ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობას აპროტესტებენ
აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი სიებში არ შეიყვანეს, ნაწილი კი აცხადებს, რომ კომისიის წევრებმა ზარალის ზუსტი ოდენობის დასახლების საშუალება არ მისცეს. ადგილობრივი მოსახლეობა ზარალის ხელახლა დათვლას და კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE