მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
 |
11 იანვარი 2021 „ბიძინა აირჩიეს - კობახიძე შერჩათ“ "ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ყველაზე საინტერესო საკითხავი არის მისი მომხრეების რეაქცია. ერთნი შიშობენ, ემანდ მართლა ხომ არ მიდის და კობახიძის ხელში ხომ არ გვტოვებსო, ხოლო მეორენი პირველებს ამშვიდებენ, კი წავიდა ფორმალურად, მაგრამ რეალურად არსად არ მიდის და ისევ ის იქნება ნაჩალნიკიო. ანუ, ერთის მხრივ, ამ ხალხის აზრით ისეთი უვარგისი ხელისუფლება გვყავს, რომ თუ პირადად ბატონმა ბიძინამ არ უხელმძღვანელა, კაცმა არ იცის რა უბედურებას გადაგვყრიან და შეიძლება მიშაც კი (ფუი ეშმაკს, ჯვარი აქაურობას!) მობრუნდეს; მეორეს მხრივ კი თავს იმით იმშვიდებენ, რომ უვარგისი ხელისუფლების ფორმალური მმართველობა ბატონი ბიძინას არაფორმალური მმართველობით დაბალანსდება.
მოკლედ, კიდე კაი დღეში ვართ“. |
|
|
|
|
|
 |
11 იანვარი 2021 მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდეს - ნათია თურნავა „იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, როგორიცაა ვაჭრობის სექტორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი “, – განაცხადა ნათია თურნავამ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
08 იანვარი 2021 საშობაო ეპისტოლე "უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს აღემატება". |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|