მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
16 ივნისი 2021
დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია, თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს - თენგიზ ცერცვაძე
"კი ბატონო, მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, ადამიანები შეწუხდნენ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია, თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. კლინიკური სექტორი მთლიანად მზად არის, რომ ის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ იქნება, ისე მართოს, რომ სიკვდილიანობა იყოს მინიმალური. პაციენტების მიღებაც ახლაც საათივით არის აწყობილი, არც ერთი დაგვიანება და შეფერხება, მაგრამ მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, ჩვენთან მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს. პირბადეები, პირბადეები, პირბადეები. ე.წ. ინდური შტამი თუ გავრცელდება, შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
   
14 ივნისი 2021
კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 936 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 442 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 216, „პისიარ“ ტესტით – 5 226. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,3 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 354 276 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 340 328 გამოჯანმრთელდა, 5 060 კი გარდაიცვალა.
   
14 ივნისი 2021
„ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს“
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს თუ არ მოაწერს ამ დოკუმენტს, დოკუმენტი არის ხელმოწერილი ხელისუფლების მხრიდან. იმ ვალდებულებისგან გაქცევა, რომელიც აიღო საკუთარ თავზე „ქართულმა ოცნებამ“, ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში გაუჭირდება და შეუძლებინებია. თუმცა ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიღეს შესაბამისის გადაწყვეტილება და ხელის მოაწეროს ამ დოკუმენტს. ეს გააძლიერებდა ოპოზიციას, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.
   
13 ივნისი 2021
ადამიანებს, ხანდახან მაინც, შეუძლიათ, ადამიანები იყვნენ და ამ დროს ისინი შეუდარებლად კარგები არიან, სამყარომ წუხელ დაინახა და შეიგრძნო „ერიქსენის ეფექტი“ - გია მურღულია
ასეთ დროს თვალსაჩინო ხდება ორი რამ: 1. სიცოცხლე ხანმოკლეა და არავინ იცის, როდის, სად და როგორ გაწყდება; 2. ადამიანებს, ხანდახან მაინც, შეუძლიათ, ადამიანები იყვნენ და ამ დროს ისინი შეუდარებლად კარგები არიან. სამყარომ წუხელ დაინახა და შეიგრძნო „ერიქსენის ეფექტი“. ეს ის არის, რასაც წერილში, რომელსაც ალბერტ აინშტაინს მიაწერენ ხოლმე, „სიყვარულის ბომბის აფეთქება“ ეწოდა. დაიმახსოვრეთ წამი, რომელიც გახსენებთ, რა ძვირფასია ადამიანი თქვენთვის. მან შეიძლება, თქვენი ცხოვრების უარეს წამთაგან გიხსნათ“, – წერს გია მურღულია „ფეისბუქზე“.
   
13 ივნისი 2021
მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ აღმოფხვრას უსამართლობა და მისცეს კუთვნილი ბინები კორპუსში დარჩენილ ადამიანებს - პოლიტიკური მოძრაობა „დროა“
"ამჟამად ოფიციალურად ითვლება, რომ თამარ მეფის 175 ნომრიდან დევნილთა განსახლების პროცესი დასრულდა და შენობა დახურულია, მაგრამ რეალურად იქ კიდევ ცხოვრობს 6 ოჯახი, რომელსაც სახელმწიფო არ აღიარებს. ჩვენ, პოლიტიკური მოძრაობა “დროა” და აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს და დევნილთა სააგენტოს დაუყოვნებლივ აღმოფხვრას უსამართლობა და მისცეს კუთვნილი ბინები კორპუსში დარჩენილ ადამიანებს".
   
12 ივნისი 2021
ივანიშვილის ხეების გადამტანმა კომპანიამ 98 მილიონის ტენდერი მოიგო - ფლანგვის დეტექტორი
"2012-2019 წლებში, შპს "ზიმომ" 53 მილიონი ლარის ხელშეკრულებები სახელმწიფოსგან უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით მიიღო. "ზიმოს" გარდა არსებობს მასთან დაკავშირებული შპს "ზიმო-7", რომელმაც 2012 წლიდან 150 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მიიღო და აქედან 54 მილიონის – უკონკურენტო გარემოში. "ზიმომ" და მისმა მეწილეებმა მმართველ პარტიას 2019-2020 წლებში ჯამში 320,000 ლარი შესწირეს, მათთან აფილირებულმა პირებმა კი დამატებით - 175,000 ლარი".
   
12 ივნისი 2021
ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
   
11 ივნისი 2021
ცეცხლს ნუ ვეთამაშებით - ამირან გამყრელიძე
„ამ წლინახევრის განმავლობაში, რაც პანდემია არსებობს, დღევანდელ ეტაპზე ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია. მკაცრი ლოკდაუნიდან გადავედით შედარებით ბალანსირებულ მიდგომაზე, როცა რეგულაციები უნდა დაწესდეს და აღსრულებაზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი, ადამიანების თვითშეგნების გაძლიერება, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. შემიძლია, გაჩვენოთ რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
   
11 ივნისი 2021
ვეტერანთა დახმარების თანხა უნდა გაიზარდოს - ლაშა ხუციშვილი
„ვეტერანთა დახმარების საკითხი საკმაოდ ხშირად ისმება პარლამენტში. მესმის, რომ ამ ნაწილში ჩვენ გვიწევს დაპირებების გაცემა და შემდგომ ისევ ამის გამეორება. მგონი, აქ ორი აზრი არ არსებობს, რომ უნდა გაიზარდოს დახმარების თანხა, რაც არის წლების განმავლობაში გამოყოფილი. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამ ნაწილში თანხების მობილიზებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ვეტერანებისთვის გამოყოფილი 22-ლარიანი დახმარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
   
10 ივნისი 2021
ფარავენ თავის წილს ქვეყნის განადგურებაში და ხალხს ყველაფერი ახსოვს - მიხეილ სააკაშვილი
„ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ, ან სრული იდიოტები არიან! ეს პორტი 2013 წლის ბოლოს უნდა გამეხსნა ჩვენი გეგმით, და ჩვენ ყოველთვის, უფრო ადრე ვასრულებდით გეგმას, ვიდრე ქაღალდზე ეწერა და ესენი, გვიყვებიან, რომ პორტი ვერ გაკეთდებოდაო?! ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს, ქვეყნის განადგურებაში და მე მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და თუ არ ახსოვს, გავახსენებთ და ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ და დავანახებთ, რომ სხვანაირად შეიძლება მუშაობა ძალიან მალე“, - წერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფესბუქის“ გვერდზე.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE