მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
|
 |
18 აგვისტო 2021 პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს იარაღი ჩაუდეს - ანა ბუჩუკური „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი აკაკი ბართაია, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, ამჯერად „ქართული ოცნების“ მსხვერპლი გახდა, მას იარაღი ჩაუდეს. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ყოველდღიურად მატულობს მმართველი პარტიის ხელმძღვანელების დავალებით ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნის, დაშინების, თვალთვალის და მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები. პოლიტიკური ნიშნით დევნამ, სამწუხაროდ, მასშტაბური ხასიათი მიიღო და სისტემური გახდა – ამ პროცესში ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს. შანტაჟის, დამუქრების, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ახლა უკვე მმართველმა პარტიამ, დაიწყო დაჭერები – სამარცხვინო და უღირსი მეთოდის – ჩადების გამოყენებით. დღისით მზისით იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი – აკაკი ბართაია, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში". |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
13 აგვისტო 2021 ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად მართვამ გამოიწვია - ირაკლი ბენდელიანი „ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარედ გუშინ ფერდი ჩამოიშალა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში, სასტუმროებშია გაყვანილი. დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არც ერთი მშენებელი კომპანიის მიერ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს. აღნიშნული საკითხი შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებში გადაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს დეტალური ექსპერტიზა პრობლემის დასადგენად. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც, ფერდის და საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. |
|
|
|
|
|
 |
13 აგვისტო 2021 ტექნიკურ უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა „ვცრით ყველა ტიპის ვაქცინით „სინოფარით“, „სინოვაკითა“ და „ფაიზერით“. მოსახლეობას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია, მოგვმართოს, მიიღოს დახმარება და აიცრას მისთვის სასურველი ვაქცინით. დღიურად ამ ცენტრს შეუძლია 2000 მოქალაქეზე მეტის გატარება. ეს ცენტრი მუშაობს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ყოველდღე შესვენებისა და დასვენების დღეების გარეშე. მოქალაქეს შეუძლია, მოვიდეს, ჩადგეს ცოცხალ რიგში, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დამხმარე პერსონალი გვყავს, ფაქტობრივად რიგში დაყოვნება არ ხდება, გაიაროს ადგილზე ოპერატორთან რეგისტრაცია, შემდეგ გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, დაასახელოს მისთვის სასურველი ვაქცინა და აიცრას. დაწესებული 30-45 წუთი გაატაროს ძალიან კომფორტულ გარემოში და შემდეგ ვაქცინირებულმა დატოვოს სივრცე. ეს არის ძალიან კარგი შანსი, რომ ბოლო მოვუღოთ ამ პანდემიას და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|