მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
 |
10 აგვისტო 2021 მაინც იქნება რიგგარეშე არჩევნები - გიორგი გახარია "პირველად რომ გავაკეთე კომენტარი, ვთქვი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადალახავენ, თუ ვერ გადალახავენ, მაინც იქნება, რადგან რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს მოქალაქეების მოლოდინები და არა ვიღაცის სურვილი. მით უმეტეს, მათი სურვილი, ვინც გვარწმუნებს, რომ 2024 წლამდე არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. |
|
|
|
|
|
 |
10 აგვისტო 2021 სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ვაქცინირებულის სიკვდილის შემთხვევა არ ყოფილა - თენგიზ ცერცვაძე „რატომ მოხდა ეს? ჩვენ სისტემატურად ვიმეორებდით, ამის მიზეზია ის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა, დარჩენილია მინიმალური რეკომენდაციები, რომლებიც არ სრულდება. არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა პრაქტიკულად არავინ ატარებს პირბადეს. იმის მაგივრად, თავი შეგვეკავებინა, ყოველდღე მეტი და მეტი ხალხმრავალი ღონისძიება ტარდება. საუბარია სხვადასხვა დანიშნულების კულტურულ თუ პოლიტიკურ შეკრებებზე, სოციალურ ღონისძიებებზე, ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე და სხვა. ამას დაემატა ის, რომ ლიბერალიზაცია მოხდა აღსრულების მექანიზმების კონტროლის მონიტორინგის. ჯარიმები გაუქმდა, ჰუმანური მიდგომა გაკეთდა ჯარიმებთან დაკავშირებით. ეს ყველამ ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა, ისე კი არ მოიქცა, რომ მას ერთხელ აპატიეს, პირიქით, თითქოს ეს შეიძლება და ამ მავნე პრაქტიკას აგრძელებენ. გუშინ მთავრობამ მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები. გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, თუმცა არა სერიოზული შეზღუდვები და ლოკდაუნი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
03 აგვისტო 2021 ქვეყანა შეზღუდვების დაწესების წინაშე დგას - ბიძინა კულუმბეგოვი „არსებული ციფრებით პანდემიის მართვა ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, სადაც მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი არ არის, ვფიქრობ, აუცილებელია. როგორც ერთი ექიმი, ექსპერტი, საჭიროდ მიმაჩნია პირბადის წესის რეგულაციის შემოტანა შენობის შიგნით და შენობის გარეთ, მოწოდება იყოს რესპირატორების გამოყენებაზე ასაკოვან ადამიანებში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. აუცილებლად მიმაჩნია 5-10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა. ალბათ, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ ღია სივრცეში უნდა იყოს კვების ობიექტები დაშვებული, რადგან ეს არის სივრცეები, სადაც ადამიანები კვების დროს ვერ იყენებენ პირბადეს; აუცილებელია ტესტირების დიდი რაოდენობა, რათა მეტი დაავადებული გამოვავლინოთ, მათი იზოლაცია და კარანტინი შევძლოთ. რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ ადამიანებს საშუალება, დროის მოკლე მონაკვეთში გაიკეთონ ვაქცინა“, – აცხადებს კულუმბეგოვი. |
|
|
|
|
|
|
|
 |
02 აგვისტო 2021 ინსტიტუტებს შორის პირველ ადგილს ჯარი იკავებს - IRI-ის კვლევა ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებაში, პირველ ადგილს ჯარი იკავებს, რომლის საქმიანობასაც დადებითად 85 პროცენტი აფასებს, უარყოფითად 11 პროცენტი. მეორე ადგილზეა საპატრიარქო, რომლის საქმიანობითაც გამოკითხულთა 80 პროცენტია კმაყოფილი, ხოლო უკმაყოფილო 14 პროცენტი.
იუსტიციის სახლების საქმიანობა მისაღებია 76 პროცენტისთვის, ხოლო მიუღებელი 18 პროცენტისთვის. ინსტიტუციონალური სამეულის შემდეგ მოდის პოლიცია, ქართული მედია და ადგილობრივი ხელისუფლება. პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს 65 პროცენტი, ხოლო უკმაყოფილოა 32 პროცენტი, ქართული მედია მოსწონს 58 პროცენტს, არ მოსწონს 32 პროცენტს. ადგილობრივ ხელისუფლებას შეფასებაში 55 პროცენტიანი მოწონება აქვს, მისით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 40 პროცენტი. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|