მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
 |
25 ივნისი 2021 6665 ადამიანის საარსებო მინიმუმი მაჯაზე გკიდიათ - ხაბეიშვილი პრემიერს ბატონო ირაკლი, აი, აქ არის თქვენი ერთი წლის ხელფასი, დამრგვალებულია. ყოველდღიურად 1003 ლარს იღებდით თქვენ, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული, იმ ფონზე, როდესაც 73 თეთრად გინდათ, რომ გამოიკვებონ ვეტერანები. ამასობაში 425 670 ლარი აბა, რას გეუბნებათ ეს ციფრი? აი, ეს თანხა თქვენ გადახადეთ ორ ავტომობილში, თქვენ და თქვენმა მეუღლემ და 72 აღნიშნავს რიცხვს, რომ პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ყოველდღიურად, რომ თქვენნაირი ავტომობილი ჰქონდეს.. 300 ათასი ლარი და 6665 ადამიანი. ანუ ამდენი ადამიანის საარსებო ყოველთვიური თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი, - განაცხადა ხაბეიშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
 |
21 ივნისი 2021 დამღალა ამ ყველაფერმა და იძულებული ვარ, რაღაცა ხერხს მივმართო - ზაზა გახელაძის დედა "დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია. ყველას შევხვდით, პრეზიდენტს შევხვდით, პრემიერს, ამერიკის ელჩს. მთელი მსოფლიო მარტო დაპირებებს იძლევა და გადის დღეები, თვეები, წელიწადი მოვიდა და... ჩვენი საშველი, შედეგი და ჩვენი მოთხოვნა არავის ეყურება. ჩვენს საქმეს საშველი არ დაადგა და ადამიანი ფსიქოლოგიურად ყველა ერთნაირია. რავიცი მე.. იძულებული ვარ, რაღაცა მოვიმოქმედო... დამღალა ამ ყველაფერმა და იძულებული ვარ, რაღაცა ხერხს მივმართო. დღეს თუ არ გამომივიდა, ხვალ და ზეგ არ ვიცი კიდევ თუ მივალ ამ ზომამდე და გათავდება ჩემი ტანჯვა-წამება. მესმის, დამნაშავე რომ იყოს, იტყვი ადამიანი დამნაშავეა და მოიხადოს სასჯელი, შეეგუები ადამიანი და მთელი მსოფლიო ამბობს, უდანაშაულოაო და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს პირველივე დღიდან. წელიწადი გავიდა და განა რა გახდა ჩვენი საქმე ასეთი უსაშველო", - ამბობს ნანა ბუნტური. |
|
|
|
|
|
 |
21 ივნისი 2021 ასეთი კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული - გიორგი ვაშაძე „ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაყინულია, მეტიც, რუსეთმა გაბედა და საქართველოს ტერიტორიის ანექსია მოახდინა. აფხაზეთის ნაწილი წაგვართვა, ანუ საერთოდ გადაიფორმა, რუსეთის ტერიტორიააო. ეს ხალხი დუმს და არაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, ჩვენთან დარბოდნენ, რომ ერთად გავიქცეთ გაერო-ში, ვაშინგტონში, ყველგან, რომ ანექსია შევაჩეროთ (ანექსია, ოკუპაცია აღარ არის ანექსია, წაიღო ტერიტორია, უბრალოდ აიღო და წაიღო აფხაზეთის ნაწილი, გაუფორმა თავის ნაწილად), ეს ხალხი კომისიებს გვიქმნის. ასეთი კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული. პირიქით, უფრო და უფრო ხდება მცოცავი ოკუპაცია და სიღრმეში შემოდიან, ხალხს იტაცებენ, კომისიები ამას ვერ უშველის. ამას უნდა სისტემური მუშაობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
16 ივნისი 2021 ხელისუფლება გვპირდებოდა ზაზას ტყვეობიდან დაიხსნიდა, არაფერი გააკეთა, ოჯახი გადავდივართ ცხინვალში - გახელაძის მამა "ხელისუფლება ყველანაირად გვპირდებოდა, რომ გვერდში დაგვიდგებოდა და ზაზას ტყვეობიდან დაიხსნიდა. მეთორმეტე თვე დაიწყო, რაც ჩემი შვილი დაკავებულია, თუმცა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. 23-ში აქვს დაბადების დღე და მთელი ოჯახი გადავდივართ ცხინვალის ტერიტორიაზე. სახლში რომ ვარ, ვერაფერს ვაკეთებ - ვზივარ, თუ ვწევარ, მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობ. მირჩევნია, მეც მოვიხადო 12 წელი, ვიდრე აქ ველოდო", - აცხადებს მიხეილ გახელაძე. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|