მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
 |
13 ივლისი 2021 მალე ყველა დაინახავს, როგორი არის გაბრაზებული მედიის ძალა - ინგა გრიგოლია „არ ვიცი, გულგრილად როგორ უნდა შეხედონ კადრებს, რომლებსაც ჩვენ ვუყურებდით, ტაშით გამოცილებული ჩვენი კოლეგა და კორპუსებიდან ხალხი ტაშს რომ უკრავდა. მინდა, ეს დღე მთლიანად დავუთმო ჩვენს ლექსოს, ხოლო როგორი არის გაბრაზებული მედიის ძალა, ამას უკვე ძალიან მალე დაინახავს ყველა. პროპაგანდის მანქანას, რომელიც სიბინძურეებს უვრცელებს ჩვენს გარდაცვლილ კოლეგას, ჩვენ სიმართლით დავუპირისპირდებით. როდესაც მისი ცხედარი მოიტაცეს, იმ დილითვე მივხვდით ყველანი, რომ რაღაც ვერსიას ამუშავებდნენ, მაგრამ ასეთი სიბინძურე თუ წავიდოდა გარდაცვლილი ადამიანის მიმართ, მეც კი, მრავლისმნახველი ადამიანი, ვერ წარმოვიდგენდი“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
07 ივლისი 2021 ეს იყო უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ - გიორგი გახარია „ეს არ არის მხოლოდ პოლიციის გადასახედიდან შესაფასებელი მოვლენა. ჩათვალეთ, ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს იყო გამოხატულება უუნარობის. გარდა ამისა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როცა სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ გვითხრა, ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ფაქტობრივად, გვითხრეს, წინასწარ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა და გაგაფრთხილეთო. ამის იქეთ, თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო. ეს იყო არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი". |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
05 ივლისი 2021 დღეს ვნახეთ საზოგადოებრივი დაპირისპირება, ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა - სალომე ზურაბიშვილი "ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება – ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|