მთავარი თემები |
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
 |
12 აგვისტო 2020 ვოლსკი - სააკაშვილის ბოდვების განხილვა არ მგონია სწორი იყოს „მათ სულ რომ გაეცალო და დატოვო, ერთი რესუსი აქვთ, ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანონ. სააკაშვილი ამბობს, რომ პრემიერობისთვის მზად არის. ამ დროს ის პოლიტიკური ძალა უნდა დაფიქრდეს, რომელმაც მისი კანდიდატურა უნდა დაასახელოს, მას აქვს კი ის რესურსი, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოაგონოს – თუ რა უბედურება დაატრიალა ქვეყანაში, ვის დაუტოვა ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებული, რამდენი ადამიანი დატოვა სარჩო-საბადებელის გარეშე, რამდენი ადამიანი ელემენტარული სამედიცინო მომსახურების გარეშე, რამდენი ადამიანი აწამა და გამოასალმა სიცოცხლეს. ასევე, არის თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რელევანტური იმ ამბიციებთან მიმართებაში, რაც გინდ, სააკაშვილს და გინდ, მის პოლიტიკურ გუნდს გააჩნია. მიხეილ სააკაშვილის ბოდვების განხილვა, იმ ადამიანის, რომელმაც გაცილებით უფრო მეტი დააშავა, ვიდრე ამის შესახებ საზოგადოებამ იცის, არ მგონია, რომ სწორი იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ. |
|
|
|
|
|
|
|
 |
12 აგვისტო 2020 პაატა იმნაძე - ელემენტარულ წესებს თუ არ დავიცავთ, დამერწმუნეთ, რაც დღემდე მოვიდა, აღარ იქნება „ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთს, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, დახურულ სივრცეებში არ ვატარებთ ნიღაბს, არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, აღარ იქნება. ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, სასტუმროები იქნება თუ რესტორნები, ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები თავის კლიენტებთან ურთიერთობაში. ამაზე იქნება დამოკიდებული, რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად და ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აციებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენგანის ამ პროცესში ჩართულობა“. |
|
|
|
|
|
|
|
 |
11 აგვისტო 2020 გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობის საქმე გახსნილია „მინდა, გაგაცნოთ დაზარალებული ოჯახის პოზიცია გიორგის განზრახ მკვლელობის საქმეზე. ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირები მართებულად არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად, საუბარია „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრზე.
მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება მძღოლთან დაკავშირებით და არ ვიცოდით, ზუსტად რა პოზიცია ჩამოყალიბდებოდა, ვინაიდან ცოტა სპეციფიკური ამპლუა იყო მოცემულ შემთხვევაში, ვგულისხმობ დროს და ამ განვლილ ქრონომეტრაჟს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, დადგინდა, რომ ხუთმა პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა. დღეს არსებული მტკიცებულებების მიხედვით, რაც ოჯახისთვის არის ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. |
|
|
|
|
|
 |
11 აგვისტო 2020 რუსეთმა „გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა „პირველად მსოფლიოში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დავარეგისტრირეთ. ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და აყალიბებს მყარ იმუნიტეტს“,- განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც გაიკეთა. „ეს მე ძალიან კარგად ვიცი, რადგან ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც გაიკეთა ეს ვაქცინა. პირველი ინფექციის შემდეგ, მას 38 ჰქონდა სიცხე, მეორე დღეს 37 და სულ ეს იყო. მეორე ინექციის შემდეგაც ტემპერატურამ ოდნავ მოიმატა, შემდეგ დაიკლო, სულ ეს იყო, ახლა ის თავს კარგად გრძნობს“,- განაცხადა პუტინმა. |
|
|
|
|
|
 |
10 აგვისტო 2020 პაატა იმნაძე - კორონავირუსი არსად წასულა, წესებს თუ არ დავემორჩილებით, მოგვიწევს შეზღუდვების დაწესება „სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვამბობთ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით და შედეგი სახეზე გვაქვს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კორონამ თვალნათვლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა და თუ წესს ყველა არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებულები გავხდებით, რომ ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. ერთადერთი, რაც შემიძლია მოვუწოდო ყველას, არის, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები". |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
09 აგვისტო 2020 სალომე ზურაბიშვილი - კრიმინალის ფართოდ გაშუქება ახალგაზრდების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება „მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც, სამწუხაროდ, ყველგან ხდება. ეს თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს. მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან დილიდან საღამომდე მხოლოდ ეს გვესმის. ეს ჩვენს ახალგაზრდობას და მათ ფსიქიკას ძალიან ცუდად აღესახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ, არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში". |
|
|
|
|
|
|
|
|