მთავარი თემები |
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
 |
05 აგვისტო 2020 გია ვოლსკი - სააკაშვილი შეპყრობილია ხიბლის ცოდვით „ჩვენს ანგარიშში ყველა იმ ფაქტს შევიტანთ, რომელიც არჩევნებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვკონცენტრირდებით მხოლოდ კანონდარღვევაზე. ჩვენ ცუდ პრაქტიკასაც ვაქცევთ ყურადღებას. შეიძლება, რაღაც კანონით არ იყოს აკრძალული, მაგრამ არ იყოს მისაღები და ეთიკური. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, საერთოდ, არჩევნები არის მოქალაქეების საკითხი, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის შესახებ, ამიტომ უმჯობესია, თუ ეს საკითხი, მოქალაქეებს შორის გადაწყდება და მინიმალიზებული იქნება სხვათა მონაწილეობა, სხვათა ჩარევა ამა თუ იმ ფორმით. თუმცა, ცალკეული პარტიების გადასაწყვეტია, რა არჩევანს გააკეთებენ და რა სტრატეგიას აირჩევენ უცხოელი კონსულტანტების თუ პარტიული ლიდერების მოქალაქეობის ცენზთან დაკავშირებით“, – განაცხადა მენაბდემ. |
|
|
|
|
|
|
|
 |
05 აგვისტო 2020 სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება „დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარ,ე რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს, ანუ სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ასევე, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის – საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. |
|
|
|
|
|
 |
05 აგვისტო 2020 გიგი უგულავა - ზუგდიდელებს ყელში აქვთ ამოსული უძრაობა და ჭაობი "მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ზუგდიდელებმა, ისევე, როგორც სამეგრელომ და მთელმა საქართველომ, უნდა დაიბრუნონ ქვეყანა რუსი ოლიგარქისგან, რომელმაც მიიტაცა ქვეყანა, მისი ინსტიტუტები. ზუგდიდში უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერების ასპარეზი. ჩვენ უნდა ავიღოთ პირველი დარტყმა იმიტომ, რომ ივანიშვილი ყველა სიბინძურეზე წავა. მე მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ზუგდიდელებს ყელში აქვთ ამოსული განსაკუთრებით ის, რაც შევარდნაძის ეპოქიდან დაბრუნდა - კონტრაბანდა და კრიმინალი და ის უძრაობა და ჭაობი, რაც ივანიშვილმა მოიტანა ზუგდიდსა და მთელს ქვეყანაში," - განაცხადა გიგი უგულავამ. |
|
|
|
|
|
 |
05 აგვისტო 2020 ირაკლი კობახიძე - საშუალება გვაქვს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის გარეშე დავაკომპლექტოთ მთავრობა "კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. "ევროპული საქართველო" ზუსტად იგივეა, რაც "ნაციონალური მოძრაობა" - შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავუსვათ. ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის 12%-იანი "ნაცმოძრაობა", ხოლო "ევროპული საქართველო" - 3%-იანი "ნაცმოძრაობა", შინაარსობრივად მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ერთი მეორეს სჯობნის იმ ნეგატიური მხარეებით, რითაც ხასიათდება ზოგადად "ნაციონალური მოძრაობა". სხვა პარტიებსაც რაც შეეხება, მათაც, არ ვიცი... დღეს ოპოზიციური სპექტრი, მთლიანობაში, არის ძალიან პრობლემური, თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|