მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
22 ივნისი 2020
ამირან გამყრელიძე - საქართველოში დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ ჩატარდეს არჩევნები, დაიწყოს სასწავლო პროცესი და გაფართოვდეს სხვა ღონისძიებებიც
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთედეს, რომ ერთი მხრივ დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლება არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია მოხდეს. როგორც გამყრელიძემ პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში არსებული დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება არჩევნების ჩატარებისა და სასწავლო პროცესის დაწყების საშუალებას იძლევა, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება პროგნოზი მომავალში.
   
12 ივნისი 2020
ირაკლი ღარიბაშვილი - დღევანდელი ჯარი ათი წლის წინანდელი მომზადების დონისგან ​რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია
„დღეს შემიძლია, თამამად გითხრათ, ძვირფასო დეპუტატებო, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია. თუმცა ჩვენი თავდაცვის ძალებიდან მისი შესაძლებლობების უფრო ეფექტური და თანმიმდევრული გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს 10-წლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება. ეს იქნება თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ამ დოკუმენტით მოხდება ჩვენი ქვეყნის მთლიანი რესურსის მობილიზაციის გზების, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა სამთავრობო უწყებების როლის განსაზღვრა მთავრობის ერთიანი და კოორდინირებული ძალისხმევის ფარგლებში. შესაბამისად, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია იქნება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სტრატეგიული გზამკვლევი გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
   
12 ივნისი 2020
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტის კონტროლი გამკაცრდება
საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად, ეპიდემიოლოგიური რისკის ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
   
12 ივნისი 2020
კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული. ამავე მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და საერთო რაოდენობა 697-ს შეადგენს.
   
08 ივნისი 2020
პაატა იმნაძე - ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაჰყავს გადაცემის რისკი
„შესაბამისად, მაქსიმალურად დავიცვათ, პირველ რიგში, ნიღბის ტარება. ამაზე ბევრი კვლევებიც გამოქვეყნდა, ინტერნეტშიც შეგვიძლია ყველამ მოვიძიოთ – თუ პირბადე უკეთია ავადმყოფს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ეს ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ უკეთია ორივეს, ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაჰყავს გადაცემის რისკი. ამიტომ არის მოთხოვნა ყველა ქვეყანაში, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ. ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია. ეს ეხება დახურულ სივრცეებს, საზოგადოებრივ სივრცეებს. სახლში, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
   
08 ივნისი 2020
სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება
„15 ივნისიდან ამოქმედებული მგზავრობის ინსტრუქცია კი შემდეგია: მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს; მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია; ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი; ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით; მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე; მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“,- აცხადებენ რკინიგზაში.
   
08 ივნისი 2020
პაატა იმნაძე - ბოლო დღეებში კორონავირუსის მცირე შემთხვევები დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს
„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყოთ. რა თქმა უნდა, ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითო – ოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან კორონა, სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის. ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ისევ და ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომლებიც არის აუცილებელი, პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებასა და ფიზიკური დისტანცირების დაცვას“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
   
04 ივნისი 2020
გიორგი გახარია ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმაზე მუშაობს
პოსტკრიზისული გეგმა მოიცავს, თუ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
   
04 ივნისი 2020
ზურაბ ჭიაბერაშვილი - საქართველოში ეკონომიკური კრიზისი კორონაკრიზისამდე იყო
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი კორონაკრიზისამდე იყო და ფასების ზრდაც გასულ წელს ყველაზე დიდი ტვირთი იყო, რაც სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მოქალაქეებს ტვირთად აწევთ იმ პირობებში, როდესაც დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო შემოსავლები არ იზრდება.
   
04 ივნისი 2020
მეუფე შიო - ახალი კომისია უფრო პრინციპულია, აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება
„დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. თქვენ იცით, რომ მუშაობს ორმხრივი კომისია, ახალი კომისია. როგორც ვიცით და იმედი გვაქვს, ეს კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო ეს, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ დადგინდება ეს სიმართლე და სულ ცოტა ხანში შევძლებთ იქ წირვა-ლოცვის ჩატარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება“, – განაცხადა მეუფე შიომ.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE