მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
13 ნოემბერი 2014
ცხინვალელი ჟურნალისტი დე ფაქტო შსს-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
"აგვისტოს დასაწყისში ქელეხსაევამ ცხინვალში მოამზადა რეპორტაჟი, სახელწოდებით „განგაშის დროა“, სადაც საუბარი იყო ერთ-ერთი ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რაც, სავარაუდოდ, ბიონარკოტიკის გადაჭარბებული დოზით მოხმარებამ გამოიწვია. ამავე სტატიაში, რომელიც რადიოს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, დე ფაქტო რესპუბლიკაში ნარკოტიკების უკანონო გავრცელების შესახებაც იყო საუბარი. ორი კვირის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაციის კომიტეტის საინფორმაციო სააგენტო „რეს-ის“ ვებგვერდზე საპასუხო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი და რადიო შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა".
   
12 ნოემბერი 2014
ე.წ. ოდეერები მთავრობის კანცელარიასა და მერიაშიც მუშაობენ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი დაინტერესებული პირების მონაწილეობით შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის, თუ რამდენად ლეგიტიმურია უშიშროების საკითხებში ოფიცრების ინსტიტუტის მუშაობა და შესაბამისად რამდენად კანონიერად ერევიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვა ინსტიტუტების კომპეტენციებში და რამდენად მიზანშეწონილია თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ინსტიტუტის შენარჩუნება.
   
11 ნოემბერი 2014
სახალხო დამცველი: პირადი განცხადების საფუძველზე თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს
"სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ ატესტაციის მეორე ეტაპის ჩატარება მოხდეს კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, რათა არ მოხდეს ატესტაციაში მონაწილე პირთა კანონიერი უფლებების დარღვევა. ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა კადრების შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ კანდიდატთა ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით მოხდეს. მხოლოდ ეს გარემოება იქნება განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით დასრულების გარანტი".
   
11 ნოემბერი 2014
აფხაზებს საკუთარი „არმიის“ დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურთ
"დოკუმენტში შეიცვალა პუნქტი, რომელიც აფხაზეთისა და რუსეთის ჯარების გაერთიანებას ეხებოდა. აფხაზეთის პარლამენტმა ამ მიზნისთვის მხოლოდ ნაწილი სამხედროების გამოყოფა მოითხოვა, რითაც აქცენტი რესპუბლიკის არმიის დამოუკიდებლობაზე გააკეთა. შესწორებების შედეგად ტექსტში გაჩნდა პუნქტები, რომლებიც „რესპუბლიკის სოციალურ-ეკონიმიკურ განვითარების ხელშეწყობას“ ითვალისწინებს. ამასთან, აფხაზურმა მხარემ შეთანხმების პროექტიდან ამოშალა მაგალითად ვალდებულება, რომ განათლების, ჯანდაცვისა და საბაჟო რეგულირების სფეროში საკუთარ სტანდარტებს რუსულ ნორმებს შეუთავსებს".
   
10 ნოემბერი 2014
მასწავლებლის ხელფასი საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელს 2017 წლისთვის მიუახლოვდება
"მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიუახლოვდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელს 2017 წლისათვის, როდესაც მასწავლებელთა ანაზღაურება, ამჟამინდელ საშუალო ანაზღაურებასთან შედარებით გაიზრდება და მიაღწევს საშუალოდ 800-1000 ლარს".
   
07 ნოემბერი 2014
,,არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომ ქრისტიან და მუსულმან ქართველებს შორის ურთიერთობა დაალაგონ'
"ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების პრობლემები და მათი ინტეგრაცია ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა. ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას დასავლელი პარტნიორები იჩენენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებიც გაწერილია. არსებულ რეალობასა და მოსალოდნელ შედეგებზე, ყოფილ პარლამენტარს, ელენე თევდორაძეს ვესაუბრეთ".
   
06 ნოემბერი 2014
დეპორტირებული ჩეჩნები მესაზღვრეების მხრიდან უფლებების დარღვევაზე საუბრობენ
„ჩვენ ბუდაპეშტიდან ქუთაისში 4 საათზე ჩამოვედით და აეროპორტში 19 საათამდე დაგვაკავეს, ამასთან, დაგვადეს ხელბორკილები, არ გვაძლევდნენ საკვებს. ჩვენთან არ შემოუშვეს ადვოკატი, არ წარმოგვიდგინეს თარჯიმანი, განმარტების გარეშე ჩამოგვართვეს დოკუმენტები და გვითხრეს, რომ მას მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ მივიღებდით“, - განუცხადა „კავკაზსკი უზელს“ ბექხან გელგოევმა.
   
04 ნოემბერი 2014
სახალხო დამცველი წყალტუბოს პოლიციის შესაძლო დანაშაულზე გამოძიებას ითხოვს
"სახალხო დამცველის აპარატისთვის დ.ხ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2014 წლის 18 სექტემბერს იგი საკუთარ სახლში დააკავეს, წაიყვანეს სოფელ გუბისწყლის ტერიტორიაზე და ყაჩაღობის ფაქტის აღიარების მიზნით უმოწყალოდ ცემეს. ცემის და წამების შემდეგ იგი ხელებზე ბორკილებდადებული მთელი ღამის განმავლობაში, ქვედა საცვლის ამარა დატოვეს ტყეში. მხოლოდ მეორე დილის 6.00 საათზე წაიყვანეს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოში, ხოლო შემდეგ ქუთაისის დროებით მოთავსების იზოლატორში".
   
04 ნოემბერი 2014
მომავალ წელს პენსია და მასწავლებელთა ხელფასები იზრდება
"ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2015 წლის 1 სექტემბრიდან ქულების მიხედვით, მაქსიმუმ 25 ლარით გაიზრდება სოციალურად დაუცველი პენსიონერების პენსია. ამასთან, პენსიები გაიზრდება 2016 წელსაც და ზრდა ყველა კატეგორიის პენსიონერს შეეხება. ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ყველა კატეგორიის პედაგოგებისთვის საბაზისო ხელფასი გაიზრდება 50 ლარით, ხოლო კატეგორიების მიხედვით უფრო მეტით და უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლებისათვის ზრდა იქნება 200 ლარი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2015 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტი პირვანდელ ვარიანტთან შედარებით 170 მილიონი ლარით გაიზარდა".
   
03 ნოემბერი 2014
ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ და ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ
"ციხეებში არსებული წამების და მათი ვიდეოგადაღების მიზეზების, მასშტაბისა და შედეგების შესწავლა ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველებმა 2013 წელს დაიწყეს. ანგარიში მოიცავს პატიმრებთან და ყოფილ პატიმრებთან ჩატარებული გამოკითხვის სრულიად ახალი, ემპირიული გამოკითხვის მონაცემებს, რომელიც ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველო” და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა განახორციელეს. კვლევის პროცესში, პირდაპირი ინტერვიუების სახით იქნა გამოკითხული 1200 მსჯავრდებული, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია".
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE