მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
26 ოქტომბერი 2014
სახალხო დამცველი: სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს
"სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთის მუფტს, სოფელ ჭელას წინამძღვარს და ადგილობრივ მუსლიმ თემს შეხვდნენ, რომელთა ინფორმაციით, ორშაბათს 27 ოქტომბერს სოფელ მოხეში სადავოს შენობის დემონტაჟის გაგრძელება იგეგმება. მათივე შეფასებით, მსგავს მოქმედებას, სოფელ მოხეში შესაძლოა სიტუაციის რადიკალიზება მოჰყვეს.სახალხო დამცველი ითვალისწინებს რა ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე საპატრიარქოს მიერ სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვის აუცილებლობას. ხოლო, განხილვამდე დემონტაჟის პროცესის შეჩერებას".
   
25 ოქტომბერი 2014
არასამთავრობოები: მთავრობამ არ უნდა დააკნინოს სახელმწიფო ინსტიტუტების როლი
"სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ თანამდებობის პირს შორის ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია, და თუნდაც კამათი, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა, ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტს შორის დაპირისპირება აშკარად სცილდება ასეთი ჯანსაღი პროცესის ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას და მოქალაქეთა ნდობას მათ მიმართ. ამასთან, სამწუხაროა, რომ დაპირისპირების მიზეზი და მსჯელობის საგანი ხშირად მეორეხარისხოვანი საკითხები უფროა, ვიდრე ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური პრობლემები".
   
24 ოქტომბერი 2014
შსს-მ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
"ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ჟურნალისტი სტაციონარში გადაიყვანა. სამართალადამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ავთანდილ კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს".
   
24 ოქტომბერი 2014
საქართველოს პრეზიდენტს პირველ ლედისთან ერთად იაპონიის იმპერატორმა უმასპინძლა
დღეს, საქართველოს პრეზიდენტის იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოსთან შეხვედრა გაიმართა. იმპერატორი და მისი მეუღლე ქვეყნის პირველ პირსა და პირველ ლედის პირადად დახვდნენ და მათ საკუთარ სასახლეში უმასპინძლეს. გიორგი მარგველაშვილთან და მაკა ჩიჩუასთან შეხვედრამ დახურულ კარს მიღმა, იაპონური ტრადიციებისა და ეტიკეტის სრული დაცვით ჩაიარა. იმპერატორი აკიჰიტო იაპონიის 125-ე იმპერატორია. იგი ერთადერთი მონარქი მმართველია, რომელსაც იმპერატორის ტიტული აქვს და ერისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა.
   
23 ოქტომბერი 2014
არასამთავრობოები მოხეში მუსლიმთა უფლებების დარღვევის გამო შეშფოთებას გამოხატავენ
"არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო".
   
22 ოქტომბერი 2014
ირაკლი ღარიბაშვილი: ოჯახური ძალადობის მიზეზები კომპლექსურ გამოკვლევას საჭიროებს
„ის რაც ხდება, კომპლექსური გამოსაკვლევია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს რელიგიას. ფაქტია, რომ ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია აგრესიას, წლების განმავლობაში ნანახს და მოსმენილს, ზოგიერთისთვის კი საკუთარ თავზე გადატანილ წამების, მკვლელობის, დევნის, რეპრესიების შემდეგ გასაკვირი არაა რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც გვქონდეს საქმე,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.
   
20 ოქტომბერი 2014
შსს გუშინდელ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს
"პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა. აქციის მახლობლად რამდენიმე პირმა გაიარა, რომლებმაც ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ დეპუტატი აკაკი მინაშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებდნენ, სასამართლოზე ზეწოლა შეწყვიტოს".
   
20 ოქტომბერი 2014
მთავრობა მეწარმეობის ხელშესაწყობად ოცმილიონიან ახალ პროგრამას იწყებს
"პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, რომლებზეც პროგრამაში ჩართვისას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება. როგორც პრემიერმა ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, დაინტერესებული პირები მიიღებენ მცირე და ეფექტიან გრანტებს, რომელიც მათ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას მისცემს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებზე დაყრდნობით შემუშავდა, 5 000-მდე ადამიანზეა გათვლილი. სახელმწიფო ყველა დაინტერესებულ პირს ჩაუტარებს ტრენინგებს ბიზნესის კეთებაში და 5 ათასამდე ლარს გადასცემს, რითაც ისინი 2-3 კაციანი კოოპერატივების შექმნას და სოფლებში მცირე ბიზნესის წარმოების დაწყებას შეძლებენ".
   
18 ოქტომბერი 2014
შსს ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა".
   
18 ოქტომბერი 2014
მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ერთიან გეგმას შეიმუშავებს
საქართველოს მთავრობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ერთიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, - აღნიშნული დავალება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერის დავალების შესაბამისად, ყველა უწყებამ უახლოეს მომავალში უნდა წარადგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მათ შორის საგარეო აქტივობების მიმართულებით.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE