მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
16 ოქტომბერი 2014
პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დასრულდა
"ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პარლამენტში გამოთქმული შენიშვნების ნაწილი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული და არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებში მაქსიმალურად დაფინანსდება ის პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ. მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ჯანდაცვის, ისე განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებთან და 2015-2016 წლებში აუცილებლად გაიზრდება პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერისათვის, ამასთან, გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები".
   
16 ოქტომბერი 2014
თეა წულუკიანი: „საქართველოს მთავრობას არ სჭირდება მორჩილი სასამართლო“
თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დღეს საქართველოში თვისობრივად სხვა სამართლებრივი გარემოა. მისი განცხადებით, სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისაგან: „ჩვენ არ გვჭირდება მორჩილი სასამართლო. ჩვენ სწორი რეფორმით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სასამართლოში მხარეთა შეჯიბრების პრინციპს და ამ მცდელობას ვენეციის კომისიამ მაღალი შეფასება მისცა“.
   
16 ოქტომბერი 2014
პრეზიდენტი ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ქალთა უფლებებზე მომუშავე 25 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო, ერთი მხრივ, იმ პროექტების გაცნობა, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად ახორციელებენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
   
15 ოქტომბერი 2014
თბილისის მერიასა და გამგეობებში ატესტაციის თარიღი კვირის ბოლომდე ცნობილი გახდება
თბილისის მერიასა და გამგეობებში ატესტაციის თარიღი მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი: „ატესტაციის თარიღის გამოცხადებისთანავე, ტესტების ნიმუში, ატესტაციის წესებთან ერთად, გამოქვეყნდება თბილისის მერიისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე, ასევე, გამოიკვრება მერიაში, საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებში, რათა საჯარო მოხელეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, თუ რა სახის ტესტები იქნება ატესტაციაზე".
   
15 ოქტომბერი 2014
საია: ხელისუფლებამ ევროსასამართლოს წინაშე პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრის საფუძველზე, სახელმწიფომ პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა. ევროპული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად საქმეში „ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი N67813/11), გიორგი ძებნიაურს არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო მკურნალობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. დანაშაულის გამო ექიმების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
   
13 ოქტომბერი 2014
შსს-მ მძევლად აყვანის ფაქტზე ყოფილი სოდის და კუდის თანამშრომლები დააკავა
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა".
   
12 ოქტომბერი 2014
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სტატუსშეჩერებული სტუნდენტების სტატისტიკას აქვეყნებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სტატუსშეჩერებული სტუნდენტების სტატისტიკას აქვეყნებს. პარტიის ინფორმაციით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 11000-ზე ოდნავ მეტ სტუდენტს. 2013 წლის იანვარში - 22000 სტუდენტს. 2013 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით 28 000-ზე მეტს (მათ შორის 8000-ზე მეტს ფინანსური დავალიანების გამო). 2014 წლის იანვრისთვის უკვე 33 000-ზე მეტს (მათ შორის 11000-ზე მეტს ფინანსური დავალიანების გამო). უკანასკნელი მონაცემებით სტატუსი შეჩერებული აქვს უკვე 38000 სტუდენტზე მეტს.
   
11 ოქტომბერი 2014
ვენეციის კომისიამ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპი მოიწონა
"მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღა იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ის მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მისი მიზანი თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის ამაღლება, სასამართლოების ხელმძღვანელების მხრიდან მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის გამორიცხვა და სასამართლოს საქმიანობაში მოსამართლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაა".
   
10 ოქტომბერი 2014
არასამთავრობოები საიხან მუზაევის უკანონო შეზღუდვაზე ხელისუფლების რეაგირებას ითხოვენ
"მუზაევი მისთვის ქვეყნის დატოვებაში ხელის შეშლას ე.წ. ლაფანყურის საქმეს უკავშირებს. მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები აიძულებდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენების მიცემასა და იმ ინფორმაციის დადასტურებას, რომელსაც არ ფლობდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუზაევი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მის მიმართ სხვა უკანონო ქმედებების განხორციელებას არ გამორიცხავს".
   
10 ოქტომბერი 2014
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოდიშს ვუხდი უცხოელ მოქალაქეებს, რომლებსაც სავიზო პოლიტიკის გამო პრობლემები შეექმნათ
„ეს არის ევროპული სტანდარტების და საერთაშორისო დონის ცენტრი, ამ დონის ცენტრები იშვიათობაა. ეს არის ჩვენი მთავრობის თანმიმდევრული მიგრაციული პოლიტიკის კონკრეტული შედეგი. ჩვენ დავიწყეთ სავიზო რეჟიმის მოწესრიგება, რომელიც იყო ქაოტური და აბსოლუტურად გაუგებარი. არალეგალ მიგრანტთა ცენტრი მოემსახურება 80 ადამიანს. აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ დიდი სიკეთის მიღწევაში, რასაც ჰქვია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE