მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
09 ოქტომბერი 2014
„ზაზა დავითაიას ცემის ფაქტი ხელისუფლების უმოქმედობის დამასახურებაა“
„ჩემთვის, შოკისმომგვრელი იყო დასისხლიანებული ჟურნალისტის ყურება. რომელიც მოთავსებულია სავადმყოფოში. ეს არ არის არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება, არის კრიმინალი, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს აღკვეთილი. სამოქალაქო საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზაზა დავითაია იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებამდე ერთი წლით ადრე გაახმაურა საპატიმრო დაწესებულებებში მიმდინარე საშინელი ვანდალური წამების ფაქტები, სწორედ ზაზა დავითაიას დახმარებით გადაურჩა უამრავი პატიმარი წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ზაზა დავითაია იყო პირველი, ვინც გვერდში დაუდგა სქესობრივი ძალადობის მსხვერპლ მალხაზ არქანიას და მის ოჯახს“.
   
09 ოქტომბერი 2014
ინგილოები საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის გამარტივებას სთხოვენ
"მოგმართავთ (როგორც ქართველები, როგორც ძმები და არა როგორც უცხოელები ) თხოვნით, რომ მოხდეს სავიზო რეჟიმის გამარტივება (უბრალოდ, საქართველოს საზღვარზე ან საქართველოს საიმიგრაციო სამსახურებში რეგისტრაციის გავლა), საქართველოში თავისუფლად გადაადგილების უფლებით, დროებითი და მუდმივი ბინადრობის მიღების უფლებით, რათა მათაც შეეძლოთ საქართველოში სწავლის, ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლებაც და საშუალებაც".
   
07 ოქტომბერი 2014
გიორგი მარგველაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური დევნას
"პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სწორედ ეკონომიკური განვითარების გზით შეიძლება. გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს იმ სტანდარტებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში ბიზნესის კეთებას, პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ღიაა ინვესტორებისთვის და ეს ყველასთვის მომგებიანია, მათ შორის იმის გათვალისწინებითაც, რომ არ არის კორუფცია და ყველას შეუძლია ისარგებლოს გამარტივებული სერვისებით".
   
07 ოქტომბერი 2014
პროკურატურა თენგიზ ერისთავისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე განცხადებას ავრცელებს
„საზოგადოება და მედია გვერდით დამიდგა, რისთისაც მას მადლობას ვუხდი. ვიბრძოლებ ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. იმ პოლიციელების სახელები და გვარები ვინც ნარკოტიკი ჩამიდო არ ვიცი, მაგრამ იმედია ყველაფერი გაირკვევა და სათანადოდ დაისჯებიან ამის ჩამდენები, რათა იგივე აღარ განმეორდეს, „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ ვითარება რომ არ იყოს ქვეყანაში“.
   
06 ოქტომბერი 2014
შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადებას გადიან
"პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გადამზადებას გადიან, თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობა და სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დაევალებათ. უბნის ინსპექტორებს ასევე დაევალებათ არა მარტო კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი. აღნიშნულ საქმიანობას შს მინისტრის ბრძანებით 2014 წელს შექმნილი „ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია“ გაუწევს კოორდინაციას".
   
05 ოქტომბერი 2014
ომბუდსმენი ქუთაისში მომხდარი ფაქტის სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს
"სახალხო დამცველი ქუთაისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმაურება და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, რომ შემთხვევის სწრაფი ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყონ. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას ქვეყანაში".
   
03 ოქტომბერი 2014
ახალგაზრდა ადვოკატები: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს
"საქმეზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004 წლის აგვისტოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ქონების ჯერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, შემდეგ კი ჩამორთმევა, იყო უსაფუძვლო და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებებით გამყარებული. ამიტომაც, როლანდ ბლადაძე, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისთვის სამართლებრივ დავას განაგრძობს და არ გამორიცხავს საქმისწარმოების გაგრძელებას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში".
   
03 ოქტომბერი 2014
შსს-ს დეპარტამენტსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი „ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივის“ (OSJI) მიერ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ეროვნულ ფონდებსა და „იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელთან“ (LARN) ერთად შემუშავებული პროექტის – „პოლიციის მიერ დაკავების დროს ეჭვმიტანილის საპროცესო უფლებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში: ემპირიული კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა“ განხორციელებას ისახავს მიზნად".
   
02 ოქტომბერი 2014
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს შესახებ ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია გამოქვეყნდა. მასში სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული შენიშვნები არის დაფიქსირებული. რეზოლუციის ტექსტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები, კერძოდ ბაჩო ახალაიას პროცესი და მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების საქმე".
   
02 ოქტომბერი 2014
პროკურატურა: არ არსებობს კანონიერი საფუძველი ზურაბ კიწმარიშვილის დაზარალებულად ცნობისთვის
"პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ე.კიწმარიშვილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს მიეცეს საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა, რითაც მისთვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იქნება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებები. საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ ასევე ზურაბ კიწმარიშვილის ადვოკატს და ასევე მის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებს".
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE