მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
27 მარტი 2013
ქართულმა მხარემ ე.წ. თურქი მესხებისგან 5 000-ზე მეტი განცხადება მიიღო
„ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება ევროსაბჭოს წინაშე და ვაპირებთ, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ. მომდევნო კვირებში იგეგმება, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იქნება და შესაბამის კანონში ცვლილება ინიცირებული იქნება საქართველოს იუსტიციის მიერ, რომელიც საშუალებას მისცემს მათ დაბრუნდნენ“.
   
27 მარტი 2013
საქართველოს კონსტიტუციაში გახორციელებული ცვლილებები ძალაშია
ამოქმედდა ახალი კონსტიტუციური ნორმა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის ფორმირებას ვეღარ შეძლებს. მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი დათხოვნის შემთხვევაში კი, მთავრობის უფლებამოსილების შესრულებას ძველი მთავრობა განაგრძობს, ვიდრე რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს.
   
27 მარტი 2013
თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ორ ფონდში ბიუჯეტიდან 633 247 259 ლარი გადაირიცხა
"მიუხედავად თანხების თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხვისა, წლების განმავლობაში ფონდების მხრიდან არ ხდებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის გამოყენება. ეს გარემოება კი ხელს უწყობდა აღნიშნული თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესში შესაძლო კორუფციული სქემების გამოყენების ალბათობას. ამასთან, თბილისის მერიას, დღემდე არ გაუსაჯაროებია ფონდების მიერ წლების განმავლობაში თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშები".
   
26 მარტი 2013
შვეიცარიის ელჩი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებები სრულიად არ შეესაბამება პოლიტიკურ რეალობას საქართველოში
მე, როგორც საქართველოს მეგობარი და ანალიტიკოსი, რომელიც თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მუშაობს, ვაცხადებ, რომ ეს მიმართვები, წერილები და განცხადებები სრულიად არ შეესაბამება პოლიტიკურ რეალობას საქართველოში. გუშინდელი ღია წერილი გახლავთ შესანიშნავი პასუხი და ბრწყინვალედ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა შეშფოთებასა და ემოციებს. როგორც პრემიერ-მინისტრი, თქვენ, ალბათ, ვალდებული ბრძანდებით, მკაფიოდ უპასუხოთ ასეთ ცრუ ბრალდებებს საქართველოს ახალი და კანონიერად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ ვიტყოდი, რომ არც კი ღირს პასუხის გაცემა ასეთ ზედაპირულ შეფასებებსა და, როგორც ჩანს, შეთანხმულად წარმოებულ პროპაგანდაზე ზოგიერთი შეცდომაში შეყვანილი ევროპარლამენტარის მხრიდან. მეტად საინტერესოა, რამდენად კარგად აითვისა ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთმა წევრმა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, მეთოდები, რომლებსაც ისინი, რასაკვირველია, საჯაროდ უარყოფენ.
   
26 მარტი 2013
საქართველოში წითელას 366 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წითელას შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან შეინიშნება და ის შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში კიდევ გამოვლინდება. მედიკოსები წელს წითელას კიდევ ასეულობით შემთხვევის გამოვლენას ვარაუდობენ. ამის მიზეზად 2008 წელს წითელას იმუნიზაციის ჩაშლა სახელდება.
   
26 მარტი 2013
უშიშროების საბჭოს მდივანსა და მის ოთხ მოადგილეზე პრემიის სახით 13 თვის მანძილზე 213 143.37 ლარი გაიცა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიორგი ბოკერიამ პრემიის სახით აიღო 45 850 ლარი, მდივნის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა - 38 930 ლარი, მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ - 47 456.87 ლარი, მდივნის მოადგილემ ლევან დუჩიძემ - 41 351.50 ლარი, ხოლო კიდევ ერთმა მოადგილემ თორნიკე თურმანიძემ - 39 555 ლარი.
   
22 მარტი 2013
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართავს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება ბრალდებულების ბექა ხ.-ს, დავით ე.-ს, გიგა ი.-ს და ერასტი ს.-ს მიერ მოწოდებულ ფაქტებთან დაკავშირებით".
   
22 მარტი 2013
სახალხო დამცველმა ოსი ეროვნების მსჯავრდებული ქალები მოინახულა
მსჯავრდებულებმა დ. ჯიკაევმა და ც. მგელაძემ სახალხო დამცველს მიმართეს, რათა მან ინდივიდუალურად შეისწავლოს მათი საქმეები და დააყენოს მათი საკითხი პატიმართა გაცვლის პროცესში. შეხვედრისას მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველს გააცნეს საკუთარი საქმის მასალები და ის პრობლემები, რაც მათ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლების აღკვეთის გამო შეექმნათ. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დიანა ჯიკაევისა და ცირა მგელაძის (გუჩმაზოვი) საქმეების დეტალური შესწავლა, საქმის განსაჯაროება და პატიმართა გაცვლის პროცესში მათი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხის განხილვა.
   
22 მარტი 2013
ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადებას გააკეთებს
„ჩვენ ვემზადებით პარტიული მშენებლობის გაძლიერებისათვის. ვემზადებით ყველა შემდგომი არჩევნებისათვის და ბუნებრივია, რომ პარტიის რეორგანიზაცია, გაძლიერება, პარტიული აქტივისტების გააქტიურება არის მიმართული იმისკენ, რომ შემდგომ არჩევნებში პარტიამ წარმოაჩინოს თავისი თავი“, – აცხადებს ბურჯანაძე, თუმცა, კონკრეტულ პასუხს, მიიღებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მან თავი აარიდა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.
   
21 მარტი 2013
აშშ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს
„შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ლიდერებს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას იმ ფორმულაზე შეთანხმებას, რომელმაც პარლამენტს საშუალება მისცა, პირველი მოსმენით მიეღო კანონპროექტი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას შეუწყობს ხელს. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას“.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE