მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
17 მარტი 2013
ალექსანდრე ვერშბოუ - ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება
„საქართველოს უნიკალური სტატუსი აქვს. ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტზე მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ნატოს წევრი გახდება“, – განაცხადა ვეშბოუმ. მისივე თქმით, ალიანსი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. გამოსვლაში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველოში გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და მთავრობასა და ოპოზიციას შორის კოჰაბიტაციის გამოწვევაზეც ისაუბრა.
   
16 მარტი 2013
თენგიზ შერგელაშვილი: „სტრატეგიის დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ თბილისის მერი პირდაპირი წესით აირჩევა“
„სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ მოიწონა, პირდაპირ და გარკვევით წერია, რომ თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით. უფრო მეტიც, სტრატეგიის მიხედვით, ამავე პრინციპით აირჩევა არამხოლოდ თბილისის, არამედ სხვა თვითმმართველი ქალაქების მერები და მუნიციპალიტეტების გამგებლები. რატომ დასჭირდა დღეს თბილისის მერს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სიცრუეა და სინამდვილეს არ ასახავს, ვერ გეტყვით“.
   
16 მარტი 2013
დავით სააკაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს
"მინდა მივმართო ქალბატონ თეას: ის დღეს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამინისტროს და არ შეეფერება ამგვარი უპასუხისმგებლო, პოლიტიკური განცხადებები. დემოკრატიულ სახელმწიფოში „გვარებად“ საზოგადოების დაყოფა დაუშვებელია. ეს მას უნდა ესმოდეს, როგორც დასავლური ღირებულებების მატარებელ სახელმწიფო მოღვაწეს. ვაცხადებ, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე და ჩვენი კონსტიტუცია იცავს ყოველი ჩვენგანის დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობენ ჩვენი ძმები და მამები“.
   
16 მარტი 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრი აზერბაიჯანის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის ჯავიდ ნასიროვისთვის გირაოს შეფარდებას და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნასიროვი უკვე მე-7 თვეა იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ის, 2012 წლის 15 სექტემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, რადგან ინტერპოლის არხებით იძებნებოდა.
   
16 მარტი 2013
შეილახა არა მარტო ადამიანის პირადი საიდუმლოების დაცვის ვალდებულება, არამედ მისი პიროვნული და პროფესიული ღირსება - მედიის განვითარების ფონდი
"გვინდა შევახსენოთ მედიას მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ის დებულება, რომელიც მათ ავალდებულებს, „დაიცვან ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის“ (მუხლი 34). მით უფრო, რომ სადისკუსიო საკითხს – სასამართლო რეფორმას არავითარი კავშირი არ აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, რაც პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და დაცულია კანონმდებლობით. პროფესიული სტანდარტი მოითხოვს, რომ რესპონდენტის მიერ ასეთი დაუსაბუთებელი პარალელის გავლების შემთხვევაში, ინტერვიუერმა ადეკატური რეაგირება მოახდინოს მსგავსს არალეგიტიმურ და არაეთიკურ გამოხატვაზე“.
   
16 მარტი 2013
არჩილ კბილაშვილი - თენგიზ გუნავასთვის იარაღი და ნარკოტიკი არ ჩაუდიათ
„არასამართლებრივ ენაზე, რომ ვისაუბროთ ჩვენ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჰქონდა და მისთვის არცერთი არ ჩაუდვიათ. რაც შეეხება სამართლებრივ კუთხეს - სამართლებრივ ენაზე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ გუნავას ნარკოტიკი და იარაღი ჰქონდა, მიუხედავად ამისა იმიტომ, რომ მისი დაკავებისას პროცედურები დაირღვა, ამ ბრალდებას ძირი გამოეთხარა. ჩვენ ვერ ვუმტკიცებთ, რომ მას იარაღი და ნარკოტიკი ჰქონდა. ამის მიზეზია ჩხრეკის და დაკავების ოქმი, რომლიც დარღვევებით შეიქმნა, ამ ყველაფრის დროში აცდენებმა მტკიცებულებას დააკარგვინა მტკიცებულების სახე“.
   
16 მარტი 2013
კოტე კუბლაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას კრიტიკულად აფასებს
„კანონპროექტი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს სამართლებრივ სტაბილურობასთან მიმართებაში. სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი გახლავთ მოსამართლეთა უსაფრთხოება და სამართლებრივი სტაბილურობა, რაც ნიშნავს, რომ დაუშვებელია სასამართლოს, საბოლოო ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა რომელიმე სხვა ორგანოს მიერ“.
   
16 მარტი 2013
არჩილ კბილაშვილი ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენების ფაქტის არსებობას უარყოფს
მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენების ფაქტის არსებობას უარყოფს. ასე გამოეხმაურა კბილაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოქრუაშვილმა ახალი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის სამინისტრო უკანონო მოსმენებში დაადანაშაულა.
   
15 მარტი 2013
ბექა ხოფერიასა და მისი მეგობრების აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
ყოფილი პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას ვაჟის, ბექა ხოფერიასა და მისი მეგობრების - ერასტი საბანაძის, დავით ეჯიბიასა და გიგა იობაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. როგორც დაკავებულების ადვოკატმა გიორგი გვარამაძემ განცხადა, პროცესი ხვალ 13:00 საათზე გაიმართება. ბექა ხოფერიას და მისი მეგობრებს - ერასტი საბანაძეს, დავით ეჯიბიას და გიგა იობაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს.
   
15 მარტი 2013
დასკვნის მიხედვით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია. „ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოგრამა მონტაჟის წესით არის მიღებული, აქედან გამომდინარე, ვიდეოგრამა ორიგინალ ჩანაწერს წარმოადგენს, თუ ასლს, ექსპერტების მიერ პასუხის გაცემა შეუძლებელია“, - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE