მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
15 მარტი 2013
"კახა ჩიხრაძე ორშაბათიდან შვებულებაში გადის და სასწრაფოში აღარ დაბრუნდება"
„სასწრაფოს მმართველობა გადაიბარა მმართველობითმა საბჭომ, რომელზეც დებულებით ბრძანებას წერს დირექტორი. ჩიხრაძეს ეს ბრძანება დღეს უნდა დაეწერა და ამიტომ ჯერჯერობით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრშია. მაგრამ ორშაბათიდან ჩიხრაძე გადის შვებულებაში და სასწრაფოში აღარ დაბრუნდება. ერთი კვირის შემდეგ, ჩიხრაძე შვებულებიდან არ დაბრუნდება და მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროში ან ქალაქის ჯანდაცვის სამსახურში განაგრძობს“.
   
15 მარტი 2013
შსს-ში კადრების აყვანის პროცედურა დროებით მარტივდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #39 ბრძანებით შეიცვალა პოლიციაში ზოგიერთი საკადრო საკითხის მარეგულირებელი წესი და შესაძლებელი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაურის ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის, ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსის ან უფროსის მოადგილის, დეტექტივ-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მესაზღვრე-კონტროლიორისა და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსების გავლის გარეშე პირთა დანიშვნა ან დაწინაურება.
   
14 მარტი 2013
გამოხმაურება ივანიშვილის ღია წერილზე
„პირველ რიგში ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ევროპელი კოლეგების ყურადღების ცენტრშია, ეს კი ნიშნავს , რომ საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა არა მარტო ევროკავშირისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. არ არის დიდი განსხვავება კომუნიკაციის ამ საშუალებასა და იმას შორის, რაც იყო 90-იან წლებში“.
   
14 მარტი 2013
„ახალი მთავრობის ქმედებები 90-იანი წლების ყაჩაღური, რუსული, ოლიგარქიული კაპიტალიზმის მეთოდებს ჰგავს“
„მე ვგმობ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვაცხადებ, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა, კონსტიტუციით აღიარებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღური, რუსული, ოლიგარქიული, კაპიტალიზმის მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას. ეს საქციელი უკვე ახალი მთავრობის მოქმედების ტენდენციად იქცა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ჩემს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ“.
   
14 მარტი 2013
ბიძინა ივანიშვილი - უსუფაშვილი ითხოვს, ახალი დეპუტატები პროფესიონალები იყვნენ და არა ცნობილი მსახიობები
„ნამდვილად არ დავეთანხმები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, თითქოს უმრავლესობა დაკომპლექტებული ჰყავს არაკვალიფიციური კადრებით და გამოუცდელი დეპუტატებით. ამ საკითხში მე მას შევეკამათები, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.
   
14 მარტი 2013
ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი პოლიტიკის დონეზე ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო წამოწეული - ბიძინა ივანიშვილი
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში პრობლემა არ არსებობს და ეს საკითხი პოლიტიკის დონეზე ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო წამოწეული. როგორც ივანიშვილმა დღეს რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, საკითხი ძალიან მარტივად დგას: თუ ქართველ მუსლიმებს არსებული მეჩეთები სალოცავად არ ჰყოფნით და ახლის აშენების სურვილს გამოთქვამენ, მათ ამის საშუალება უნდა მიეცეთ.
   
14 მარტი 2013
პოლიტიკური რყევა კავკასიაში - დაიჯესტი
როგორ შეიძლება სახლის გარემონტება, როდესაც ადამიანები მის ფუნდამენტს არყევენ? ამ კითხვის წინაშე აღმოჩნდა პუტინის რუსეთი და სამი სამხრეთკავკასიური რესპუბლიკა – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. თითოეულ ამ ქვეყანაში მმართველი რეჟიმები, რომლებსაც თითქოს მყარი პოზიციები აქვთ, არაერთხელ მდგარან და დღესაც დგანან სხვადასხვა ფორმით განახლებული სახალხო პროტესტის წინაშე.
   
13 მარტი 2013
აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თემა პოლიტიკურ ელფერს ატარებს - „ახალი მემარჯვენეები“
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას აზრით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თემა პოლიტიკურ ელფერს ატარებს.
   
13 მარტი 2013
თენგიზ გუნავას ბრალი ნაწილობრივ მოეხსნა
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში პროცედურული დარღვევები არსებობს და ეს ცალსახაა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს დასკვნას, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების - თენგიზ გუნავას, ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის საქმეებში არსებული პროცედურული დარღვევები იქნება ასახული.
   
13 მარტი 2013
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლების გამო. ამჯერად, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოდან განთავისუფლებულმა პატრულ–ინსპექტორებმა: ზვიად ბერაიამ, ზურაბ სოსელიამ, დაზმერ ჯანაშიამ, დავით ყოლბაიამ და ირაკლი ცაავამ, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს 20-ზე მეტ სხვა პატრულ-ინსპექტორთან ერთად.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE