მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
10 მარტი 2013
ვანო მერაბიშვილი მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს
"მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2012 წლის მეოთხე კვარტალში მკვეთრად შემცირდა და დეკემბერში ნეგატიური -0.8% შეადგინა. მთლიანად 2012 წელს, მშპ-ის ზრდა ნაცვლად დაგეგმილი 6,7%-სა, სულ 6,1% იყო. მართალია, იანვარში ვითარება რამდენადმე გაუმჯობესდა, მაგრამ ზრდის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2013 წლის ზრდის პროგნოზს 5,6%-დან 5%-მდე ვამცირებთ. ბიუჯეტი დაგეგმილია 7%-იანი ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტური პროგნოზით. ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ დაგეგმილი შემოსავლები ვერ შეგროვდება და ქვეყნის ფისკალური დეფიციტი დაგეგმილი 2,8%-ის ნაცვლად, მშპ-ის 3,5% მიაღწევს. მზარდი ფისკალური დეფიციტი და საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოვლენების განვითარების პოპულისტურ სცენარზე მიგვანიშნებს. პოლიტიკური არასტაბილურობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეამცირებს", - ნათქვამია შეფასებაში.
   
10 მარტი 2013
თბილისის საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელი მერიისგან სამშენებლო ნებართვის გაუქმებას ითხოვს
ზაზა გაბუნია: “ამ პრობლემის მოგვარება თავად მერიას შეუძლია. პირველ რიგში ბათილად უნდა იქნას ცნობილი ნებართვა, რომლითაც ცალკეული ადამიანების კომერციული ინტერესების გამო უკანონო მშენებლობა იქნა წამოწყებული და ამასთან, მერიამ საცხოვრებელ კორპუსს უნდა მოხსნას ის 150 ტონიანი ზედნაშენი, რომელიც საფრთხეს უქმნის პეკინის 24-ში მცხვრებთა სიცოცხლეს”.
   
10 მარტი 2013
სოციალურად დაუცველი და აფხაზეთიდან დევნილი ხუთი ოჯახი პოლიციის ყოფილ შენობაში შეიჭრა
ისინი შენობის დაკანონებასა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, 21 წელია ქირით ცხოვრობენ და გადასახადას უკვე 10 თვეა ვეღარ იხდიან, ბინის მეპატრონე კი ფართის დაცლას სთხოვს.
   
10 მარტი 2013
ხვალიდან სამების ტაძარში სპეციალური პარაკლისები ჩატარდება
ყოველდღიური პარაკლისები საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. უწმინდესის თქმით, ქართველმა ერმა ლოცვა უნდა გააძლიეროს. სწორედ ამიტომ მიიღო წმინდა სინოდმა აღნიშნული გადაწყვეტილება.
   
10 მარტი 2013
საქართველოში პრორუსული პოლიტიკის უპერსპექტივობა კრემლშიც კარგად იციან – ზაზა ფირალიშვილი
„ვალერი ხაბურძანიას განცხადება, პრორუსული პოლიტიკის განმარტების თაობაზე, თითქოს ის რუსეთის ინტერესების გატარებას კი არა, მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს თანმხვედრი ინტერესების გატარებას ემსახურებოდეს, ცარიელი რიტორიკაა. რუსეთის იმპერიალისტური მიდგომები და ხედვები ყველამ კარგად იცის და თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში ის დიდხანს ვერ გათავისუფდება ორ საუკუნოვანი პრაქტიკისგან.”- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
   
10 მარტი 2013
ქობულეთის საკრებულო საზოგადოებას საჯარო ინფორმაციას უმალავს _ არჩილ კაიკაციშვილი
როგორც „მედიანიუსს“ არჩილ კაიკაციშვილმა განუცხადა, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაინტერესება გამოთქვეს შესწავლილიყო საკრებულოს 2012 წლის საქმიანობა, გადაწყვეტილებები, საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები. ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, ქობულეთის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვალს მიმართა, თუმცა თვითმმართველობის ორგანოს გამოხმაურება არ გაუკეთებია.
   
10 მარტი 2013
საკონსტიტუციო ცვლილებებში საზოგადოების შენიშვნებიც აისახება – დავით უსუფაშვილი
როგორც უსუფაშვილმა აშშ-ში გამგზავრების წინ ჟურნალისტებს განუმარტა, კანონპროექტის ტექსტი საზოგადოების გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შეჯერდება. „განხილვისათვის წარდგენილ ტექსტში შესაძლოა აისახოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა-არდათხოვნის საკითხთან დაკავშირებით,“– აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
   
10 მარტი 2013
სასწრაფო დახმარების ყოფილ ექიმებს პარლამენტარები შეხვდნენ
პარლამენტარებისა და მოშიმშილე ექიმების შეხვედრა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია რომ სამსახურიდან გათავისუფლებული კოლეგების მხარდასაჭერად სასწრაფო სამედიცინო პერსონალი ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავდა. „შიმშილობა არ არის ერთადერთი გზა პრობლემის გადაწყვეტის. თუ ეს არის სადავო თემა, მას უნდა მიეცეს სამართლებრივი ფორმა . სხვა კუთხით არც ვაპირებ რომ დავაყენო საკითხი“,–განმარტა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.
   
10 მარტი 2013
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
,,გვაქვს ბევრი კითხვა და გვსურს აქ მოვიდეს, შეგვხდეს და არა ჩვენ მივიდეთ მის კაბინეტში. გვინდა, რომ სიტუაციას პირადად გაეცნოს და შეხედოს აგრარულ უნივერსიტეტს. ასევე დაესწროს ლექციებს და გაეცნოს ინფრასტრუქტურას”, _ აცხადებენ სტუდენტები. აგრარულ უნივერსიტეტში, სპეციალური კომისიის მუშაობას არაობიექტურს უწოდებენ და იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუწყდება, სტუიდენტების აზრით ეს არაობიექტური გადაწყვეტილება იქნება.
   
09 მარტი 2013
დავით უსუფაშვილი: "საგამოძიებო ორგანოებში დაგროვილი განცხადებების სიმრავლის გამო გარკვეული სახის ამნისტია იგეგმება"
"იმ 15 და 20 ათას განცხადების შესწავლას, რომელიც სხვადასხვა უწყებებშია დაგროვილი, სისტემა ვერ მოახერხებს. ამიტომ დღის წესრიგში დგას რაიმე ფორმის ამნისტია, ოღონდ ძალიან კარგად დასაბუთებული. ჩვენ ვხვდებით მაღალი დონის ექსპერტებს, რაც მოგვცემს საშუალებას მივიღოთ რეკომენდაციები კონკრეტულ მოდელებთან დაკავშირებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE