მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
20 მარტი 2013
გიორგი მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტისათვის დაჩქარებულ ვადებში ავტორიზაციის აღდგენას ითხოვს
„თვალს ვადევნებდით უზნეო პოლიტიკურ კამპანიას, რომლის ლოზუნგიც იყო „ბენდუქიძე დგას კანონზე მაღლა“. დღეს ხარისხის მართვის სამსახურში წარდგენილია დოკუმენტები, რომლებიც შესაბამისობაშია მოსული კანონმდებლობასთან. ამიტომ ხარისხის მართვის სამსახურს მივმართავ თხოვნით, განახორციელონ მაქსიმალურად სწრაფ ვადებში კანონთა შესაბამისობის მიხედვით ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პიარკამპანია დასრულდეს. შევძელით ადამიანები, რომლებიც არ აღიარებდნენ კანონს, კანონთა შესაბამისობაში მოგვეყვანა. ეს კამპანია დაიწყო იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებულიყო პრივილეგირებული კასტა, რომელიც კანონს არ ემორჩილება“.
   
20 მარტი 2013
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გაუჩინარების ფაქტების გამოძიების რეკომენდაციით მიმართავს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს, აწარმოოს ეფექტიანი და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაუჩინარებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებზე, ხოლო იმ ფაქტებზე, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
   
19 მარტი 2013
სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების სამინისტროს ბაჩო ახალაიას უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ წერილობით რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა; ბრალდებულებმა - ვიქტორ ყაჭეიშვილმა, ოლეგ ფაცაციამ, ლევან ფურცხვანიძემ, გურამ ცომაიამ, გაგა მკურნალიძემ და დავით ხუჭუამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში 2013 წლის 10 მარტს და 11 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით გადაიყვანეს, დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიერ მათ მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მათი განცხადებით, ადმინისტრაციულ კორპუსში გადაყვანის დროს, პატიმრები ჩერდებოდნენ პირველი კორპუსის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას. ბრალდებულთა განცხადებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
   
19 მარტი 2013
საია ვარაუდობს, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელთა გათავისუფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არ განხორციელებულა
საია აღნიშნავს, რომ წერილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და რომელიც მინისტრის ზემოაღნიშნულ მოწოდებებს შეიცავდა, არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად – გაფრთხილებად. ამასთან, აღნიშნული მოწოდების შეუსრულებლობა არ შეიძლება გამხდარიყო თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო რეესტრის თანამშრომლებს არ ეკრძალებათ პოლიტიკური შეხედულებების ქონა, ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანებების მხარდაჭერა ან აღნიშნულის თაობაზე საჯაროდ განცხადებების გაკეთება.
   
19 მარტი 2013
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვფლობთ სიტუაციას სამცხე-ჯავახეთში
„არ მჭირდება მაგის თანამშრომლობა. მერაბიშვილის გამოცდილება საერთოდ არ გვჭირდება. აქეთ გავუზიარებთ, თუ ძალიან უნდა. სამცხე-ჯავახეთს რაც შეეხება, არავითარი ვითარება არ არის დაძაბული, ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და უპასუხისმგებლო განცხადებები. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის იქნება ეს მერაბიშვილი თუ უმცირესობის სხვა წარმომადგენელი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ ასეთ საკითხებს. იქ ვითარება არ არის დაძაბული, სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი“.
   
18 მარტი 2013
ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება
„მინდა, აღვნიშნო, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება და ამნისტირებულ პირთა დიდი ოდენობის მიუხედავად, მისი გაუარესების ნიშნები არ შეიმჩნევა“. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, სამინისტროს სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, კერძოდ, გაუქმდა ე.წ. კუდ-ი და სოდ-ი და მათ მაგივრად ახალი სააგენტოები შეიქმნა.
   
18 მარტი 2013
„სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ დგას“
14 მარტს, ახალქალაქის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. მათ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვაც მოამზადეს. მოთხოვნას ახალქალაქის დეპუტატები საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებას უკავშირებენ.
   
18 მარტი 2013
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მაქსიმალურად სწრაფად მიენიჭება
„ჩვენ ავტორიზაციის მინიჭების პროცესს მაქსიმალურად დავაჩქარებთ. სისულელე იქნება, რომ პროცესი უკანონოდ განვახორციელოთ. ბატონი ბენდუქიძე დაემორჩილა კანონმდებლობას და ამისთვის დიდი მადლობა ბატონ კახაბერს, მაგრამ თუ ეცდება კანონი დამარღვევინოს, მაინც არ დავარღვევ. მე არაერთხელ გავუსვი ხაზი, რომ არის პოლიტიკური მზაობა, რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას ეს პრობლემა“.
   
18 მარტი 2013
კოტე კუბლაშვილი – პრემიერი ცდება, როცა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლი ვარ
„მე მგონი, პრემიერი ცდება, როცა ამას ამბობს, რადგან ვისთანაც არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, როცა ინიშნები ისეთ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უკვე გაქვს ერთადერთი იდეოლოგია და ეს არის სასამართლოს დემოკრატია, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, სასამართლო იყოს მისაბაძი და ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ და პირადად მე 8 წლის განმავლობაში ამისთვის ბევრი გავაკეთე“.
   
17 მარტი 2013
„112“ სამი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს
„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, დღეიდან 18 მარტიდან ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ძლიერ ქარებს, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო 3 დღე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს „1-1-2“-ის დეპარტამენტი, დირექტორის გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია იმუშავოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა „1-1-2“-ის სადისპეჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით“.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE