მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
22 მაისი 2020
სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება ყველა საავტომობილო საშუალებაზე, ტაქსების გარდა
„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ქვეყანა მზად არის, გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში კი, გაუქმდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
   
20 მაისი 2020
მარინა ეზუგბაია - შესაძლოა, ანალიზის დროს ხარვეზი იყო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ კლინიკური გამოვლინება არ არის, პაციენტი ამ დროს გადამდები არ არის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საჩხერის კლინიკის პაციენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განმეორებით დაინფიცირებაზე ვერ ისაუბრებენ, ვიდრე სრულყოფილი მონაცემები არ იქნება ცნობილი. მისივე თქმით, ზოგადად, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება, თუ კი სახეზეა, როგორც კლინიკური გამოჯანმრთელება, ასევე „პისიარ“ კვლევით ვირუსის ელიმინირება.
   
20 მაისი 2020
შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები დროულად წარადგინონ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.
   
19 მაისი 2020
„მოდერნას“ მიერ შექმნილი ვაქცინის ცდების პირველი ფაზა დასრულდა — შედეგები იმედისმომცემია
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია „მოდერნას“ ცნობით, მის მიერ შექმნილმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულმა ვაქცინამ კლინიკური ცდების პირველი ფაზის შემდეგ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა; ცდა მოხალისეთა მცირე რაოდენობაზე ჩატარდა. კომპანიის განცხადებით, ვაქცინის კანდიდატმა, სახელად mRNA-1273, ვაქცინირებულ რვა ადამიანში ისეთივე იმუნური პასუხი წარმოქმნა, როგორიც ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებში არსებობს.
   
19 მაისი 2020
რომან გოცირიძე - პარლამენტი მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ჩაკეტოს ქალაქები და პარლამენტს არაფერი ჰკითხოს
„თქვენ ხომ შეგიძლიათ, ამ კანონით დღეს იზოლირება გაუკეთოთ ნებისმიერ ქალაქს, მაგალითად, ავიღოთ ზუგდიდი. ზუგდიდში აღმოჩნდა დაავადების ერთი შემთხვევა, მერე იყო საუბარი, რომ ის თურმე ყოფილა პანაშვიდზე. მერე შეგიძლიათ, გააგრძელოთ დემაგოგიურად, რომ პანაშვიდზე 10 კაცი, რომელიც იყო მასთან შეხებაში, იმ დღეს იყო მეორე პანაშვიდზე და ადგებით, საარჩევნო პერიოდში ჩაკეტავთ ქალაქს. თავისუფლებას აუკრძალავთ თუნდაც იგივე პოლიტიკურ ოპოზიციას. ეს არის თქვენი დიქტატორული კანონი მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტი. ამ კანონის მიღება არის დაუშვებელი. მივიღებთ უკონტროლო აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
   
19 მაისი 2020
კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 24-ით გაიზარდა და 456 შეადგინა.
   
18 მაისი 2020
ლევან კობერიძე პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვს
"როგორც ვხედავ, ქალბატონი მინისტრი არ აპირებს მოსვლას, არც რეგლამენტით არც დაბარებით, არც თხოვნით არ მოდის და მაშინ, კომიტეტმა ვენეციურ კარნავალს გავუკეთოთ ორგანიზება, თან ნიღაბს გაიკეთებს და ჩაეთვლება, რომ მოვიდა და თან ვერავინ დაინახავს. იქნებ, მაშინ მოვიდეს მინისტრი, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. სურვილი მაქვს, რომ ამ კომიტეტში მოვისმინო კონკრეტული კრიტერიუმები, რას ეყრდნობა ეპიდემიოლოგიური სურათის პროგნოზი".
   
18 მაისი 2020
ოპოზიცია - ჩვენი ამოცანაა, ყველა ცვლილება მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეობორისტული პარტიის “ ოფისში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში პარტიები იმედს გამოთქვამენ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა, ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე გარდასაქმნელად. ამასთან, აღნიშნულია, რომ მათი ამოცანაა, ყველა ცვლილება მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს.
   
18 მაისი 2020
იუსტიციის სახლებში სააღსრულებო სერვისები დღეიდან ისევ ხელმისაწვდომია
აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იუსტიციის სახლებში 18 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, – ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქეებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გაგზავნის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, განცხადებები და დოკუმენტები იუსტიციის სახლში მატერიალური ფორმით წარადგინონ.
   
15 მაისი 2020
მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება
ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, კომპენსაციების მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ, გაიარონ რეგისტრაცია.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE