მთავარი თემები |
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
|
 |
16 აპრილი 2020 ამირან გამყრელიძე - ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ამას ღმერთი "ეს აღდგომა გადავატაროთ ქვეყანაში სხვა ფორმატით. ილოცებენ ჩვენი მამაოები, მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, მოგიწოდებთ, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას – ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება, დამერწმუნეთ". |
|
|
|
|
|
 |
16 აპრილი 2020 პაატა იმნაძე - დავრჩეთ სახლში, თორემ ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველა უნდა დარჩეს სახლში, დღეს მეტი გამოსავალი არ არის. „ჩემი, როგორც პაატა იმნაძის, ერთი უბრალო ექიმის მოწოდება ყველასადმი, თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, სახლში დარჩით. მეტი გამოსავალი არ არის, თუ გინდათ, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, თუ გინდათ, რომ ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
14 აპრილი 2020 "ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი" ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ჩვენ ვიცით, რომ მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ღორის გრიპზე 10-ჯერ მეტია“, – განაცხადა გებრეიესუსმა. მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ხოლო მის შესაჩერებლად გაცილებით მეტი დროა საჭირო. „სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვირუსის შემთხვევები უფრო ნელი ტემპით იკლებს, ვიდრე ის ვრცელდება“, – განაცხადა გებრეიესუსმა. |
|
|
|
|
|
|
|
 |
13 აპრილი 2020 გიგა ბოკერია - აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა თუ გრძელდება, კომპლექსურად უნდა გაგრძელდეს, ასევე აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი შეფასებით, გაუგებარია, რა ნიშნით წესდება შეზღუდვები. ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ რაციონალური შეზღუდვები, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, უნდა დაწესდეს და უნდა სრულდებოდეს ყველას მიერ. |
|
|
|
|
|
|
|
|