მთავარი თემები |
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
|
 |
28 აპრილი 2020 ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებს ის კომპენსაცია მაინც მისცეს, რომელიც სამსახურდაკარგულ ადამიანებს ეკუთვნით „უკვე მათ 16 თვის ხელფასი არ აუღიათ. ხშირ შემთვევაში, ამ ადამიანების ოჯახები ისევ ნათესავებთან ცხოვრობენ და ამ ოჯახებს კომუნალური გადასახადების, პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფა უჭირთ. მთავრობას მოვუწოდებ, უკვე შეასრულოს მისი ვალდებულება და არა კომპანია „ფრონტერასი“ და ამ ადამიანებს მისცეს, სულ მინიმუმ ის კომპენასაცია მაინც, რომელიც ეკუთვნის სამსახურ დაკარგულ ადამიანებს. ამ ადამიანების მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რამდენად უსამართლო და უსუსურია მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარებების ახალი სისტემა. ადამიანებმა სამუშაო დაკარგეს არა პანდემიის გამოცხადების შემდეგ, არამედ მანამდე და მათი ბრალი არ არის, რომ სამსახური დაკარგეს”, – აცხადებს დეპუტატი. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
24 აპრილი 2020 თენგიზ ცერცვაძე - მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია „ამ გამონათქვამს, რომ ვირუსი ერთ დღეში არსად წავა და ხალხმა ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, ადამიანები სხვადასხვანაირად იგებენ. მე მინდა, ჩემეული გაგება, ჩემეული ვერსია შემოგთავაზოთ, რომ მოგვიწევს ამ კოვიდის გამომწვევ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და თანაარსებობა. ვიხმარ პოლიტიკურად პოპულარულ ტერმინს, კოჰაბიტაციას და ვიტყვი, რომ ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ, ყველამ ჩავჭიდოთ ხელები და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მივაღწიოთ იმას, რომ ეპიდემიას აღმავალი მიმართულება არ ჰქონდეს, შევზღუდოთ ეპიდემია და შევაჩეროთ იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა გვაქვს, ან კიდევ უფრო დაბალ დონეზე“, – განაცხადა ცერცვაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|