მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
08 მაისი 2020
ანტონიუ გუტიერეში - მოგიწოდებთ, დავასრულოთ გლობალური სიძულვილის ენა
„კოვიდ-19“-ს არ ადარდებს, ვინ ვართ, სად ვცხოვრობთ ან რისი გვწამს. მიუხედავად ამისა, პანდემია იწვევს სიძულვილისა და ქსენოფობიის, განტევების ვაცებისა და შიშის დათესვის ცუნამს, – ამ განცხადებით მიმართავს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მსოფლიოს. „სწორედ ამიტომ, ყოველმხრივ მოგიწოდებთ, დავასრულოთ ეს გლობალური სიძულვილის ენა“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
   
08 მაისი 2020
კორონავირუსისგან კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
   
07 მაისი 2020
საქართველოში 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება
„დღეს ჩვენ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო წარმოებაზე, ახლა საუბარია ყველა სახის წარმოებაზე“, – აღნიშნა გახარიამ.
   
07 მაისი 2020
11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში
„11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. მოგეხსენებათ, თბილისი იყო ჩაკეტილი ქალაქი. 11 მაისიდან, ორშაბათიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით იქნება მოხსნილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავში და გარდაბანში“, – განაცხადა გახარიამ.
   
07 მაისი 2020
გიორგი გახარია - 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად უცხოელი ტურისტების მისაღებად
„ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა პრემიერმა.
   
06 მაისი 2020
სერგი კაპანაძე - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის განაჩენია
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ანგარიშში საქართველოს რეიტინგი მორიგჯერ გაუარესებულია, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი განაჩენია. საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, სახელწოდებით – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საქართველო კვლავ შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. ქვეყანას, შარშანდელის მსგავსად, კვლავ 100-დან 38 ქულა აქვს (100 ქულა საუკეთესო შედეგი). საქართველოში დემოკრატია ანგარიშის ავტორების მიერ მაქისმალური შვიდი ქულიდან 3,25 ქულით ფასდება. წინა წელს საქართველოში დემოკრატია 3,29 ქულით შეფასდა.
   
06 მაისი 2020
თავდაცვის სამინისტრო - ქართველ სამხედროებს ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვთ
ქართველ სამხედროებს ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვთ, – ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი.
   
05 მაისი 2020
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც კლინიკაში დაახლოებით ორი თვე იმყოფებოდა, გამოჯანმრთელდა
„თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას გეტყვით, რომელსაც მუდმივად მეკითხებოდით. ნომერ მეხუთე პაციენტიც გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
   
05 მაისი 2020
ლევან რატიანი - ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს
„დღეს კლინიკიდან ეწერება ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი. მიღებული გვაქვს 10 პაციენტის პირველადი პასუხი. იმედია, ათივესთან მოვა განმეორებით უარყოფითი და დღის ბოლოს კიდევ ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, რომელთანაც დადასტურებულია კორონავირუსი, ორივე ამ ეტაპზე სტაბილურია. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, – განაცხადა რატიანმა.
   
04 მაისი 2020
გიორგი გახარია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება
"თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არც თუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ეკონომიკური აღდგენის ნაწილში ეფექტურები ვიყოთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE