მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
09 მარტი 2013
ვენეციის კომისიის დასკვნა ლოგიკური და ნათელია, რეკომენდაციები - მისაღები და ადეკვატური - თინათინ ხიდაშელი
იტალიაში ვიზიტად მყოფი დეპუტატის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ დღეს მიღებული დასკვნა და რეკომენდაციები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების შეხედულებებთან და იმ კანონპროექტის დებულებებთან, რომელიც სასამართლო ხელისუფლების რეფორმას ითვალისწინებს. როგორც ხიდაშელმა "მედიანიუსს" აცნობა, უმნიშვნელოვანესია, რომ მაღალი ტრიბუნიდან ცალსახად ითქვა რომ სისტემა, რომელიც საქართველოში აქამდე არსებობდა, დემოკრატიასთან არ არის თავსებადი და წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან.
   
09 მარტი 2013
ქრთამის აღების ფაქტზე გავაზის რწმუნებული დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ დ. ვარადაშვილმა სოფ. გავაზის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი უკანონოდ გამოუყო ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლისგანაც აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 2400 ლარი.
   
09 მარტი 2013
მე კი არ უნდა ვამტკიცო, რომ ბენზინის ქურდი არ ვარ, უნდა დამიმტკიცონ, რომ ჩავიდინე დანაშაული - დიმიტრი შაშკინი
"ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 24 საათში ირკვევა, რომ ჩემი მთავარი დანაშაული თურმე იყო ბენზინის ქურდობა ან ბენზინის გაფლანგვა. მე ვთვლი, რომ საქართველოში არსებობს კომპეტენტური ორგანოები, პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც შეუძლია ეს შეკითხვები დასვას. მე კი არ უნდა ვამტკიცო, რომ ბენზინის ქურდი არ ვარ, უნდა დამიმტკიცონ, რომ მე ჩავიდინე დანაშაული. ეს არის სასაცილო. ეს იგივეა ჯონ კენედის მოკვლა რომ დამაბრალოთ", - განაცხადა მან.
   
09 მარტი 2013
წინასწარი მონაცემებით თავდაცვის სამინისტროში უკვე მოსჩანს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისი - არჩილ კბილაშვილი
"ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაწარმოებთ გამოძიებას. ჩვენი უწყება და შს სამინისტროს შესაბამისი უწყება ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ შემოწმებას 2005-2012 წლებში. წინასწარი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ უკვე მოსჩანს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისი. ამ ეტაპზე ხდება სარევიზიო აქტების დამოწმება. შემდეგ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით უნდა მოხდეს პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და როდესაც ეს საკითხი დასრულდება, საზოგადოებას ეცნობება ამის შესახებ", - განაცხადა კბილაშვილმა.
   
09 მარტი 2013
ჩვენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დანგრევის მცდელობის მოწმენი ვართ - ვიტაუტას ლანდსბერგისი
"მე ვშიშობ, რომ საქართველოს როგორც ევროკავშირის პარტნიორის იმიჯის შელახვა არა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ, არამედ სხვა ძალისაგან არის მართული. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ამბიცები და შიშებიც გამოყენებულია ამ საქმეში, რაც ძალიან კარგად აისახა მის მიერ პრეზიდენტ სააკაშილისთვის მიწერილ წერილში", - აცხადებს ლანდსბერგისი.
   
09 მარტი 2013
სასწრაფო დახმარების ექიმების შიმშილობის აქცია გრძელდება
მოშიმშილე ექიმების თქმით, მათი საპროტესტო აქცია იქამდე გაგრძელდება, სანამ ადმინისტრაციის გენერალური დირექტორისა და მისი გუნდის გათავისუფლება არ მოხდება.
   
09 მარტი 2013
ლაშა ჟვანია გუშინ `იმედის` გადაცემა `ღია ეთერში” მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
როგორც ცნობილია, აღნიშნულ გადაცემაში მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად მისაღები იყო მოსკოვში ქართული ფოლკლორული ანსამბლის, "ერისიონის" გასტროლებზე წასვლა. ჟვანია, რომელიც "ერისიონის" შესაბამის გადაწყვეტილებას ამართლებდა, ეკონომიკის ასევე ყოფილმა მინისტრმა საპირისპირო აზრზე მყოფმა კახა ბენდუქიძემ შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენია.
   
09 მარტი 2013
დღეს 9 მარტის ტრაგედიის 57-ე წლისთავია
საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ეს პროტესტი ოფიციალური პოლიტიკური კურსის კრიტიკად აღიქვა. მოსკოვში შეშინდნენ, რომ ეს მოძრაობა უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენდა, რის გამოც ნიკიტა ხრუშჩოვმა საქართველოს დასჯა განიზრახა. 9 მარტს თბილისში ჯარი სამხედრო ტექნიკის გამოყენებით დემონსტანტებს სასტიკად გაუსწორედა. დაიღვარა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სისხლი. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მათი დატირების უფლებაც კი არ მისცეს. ტრაგედიის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მათი რიცხვი 100-დან 1000-მდე მერყეობს.
   
08 მარტი 2013
სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმებასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
პროექტის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს ან ნაწილობრივ ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება. ამასთან, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
   
08 მარტი 2013
სასწრაფო დახმარების ოთხმა ექიმმა შიმშილობა დაიწყო
,,აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ჩვენ ვართ ამჟამად ოთხი ადამიანი, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ჩვენი მეგობრებიც შემოგვიერთდებიან და ისინიც გააგრძელებენ ჩვენთან ერთად საპროტესტო აქციას”, _ განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა ციცი კაშიამ. ექიმები სამსახურში აღდგენასა და კახა ჩიხრაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. თავად კახა ჩიხრაძე კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE