მთავარი თემები |
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
06 მარტი 2013 კუბლაშვილი ივანიშვილს სასამართლოს გაძლიერებაზე ესაუბრა "ვისაუბრეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებისგან არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლოს მიმართ იყვნენ სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება. გადაწყვეტილებების ობიექტური შემფასებელი უნდა იყოს და ობიექტურად უყურებდეს სასამართლოს საქმიანობას არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, რათა სასამართლო იყოს, პირველ რიგში, თავისუფალი კორუფციისგან, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, რომელიც არის ამ ქვეყანაში“, –– აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკოსებს თავიანთი მოსაზრებები აქვთ, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობას ეს ყველაფერი არ უნდა შეეხოს. |
|
|
|
|
|
|
|
|
06 მარტი 2013 თუ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობებზე გავიგე რამე, აუცილებლად ჩავერევი – ბიძინა ივანიშვილი "სასამართლო საქართველოში ობიექტური და დამოუკიდებელი უნდა იყოს. კუბლაშვილს იმ პროცესებში, რაც სასამართლოში განხორციელდა, დიდ წვლილი აქვს შეტანილი და მონაწილეობა აქვს მიღებული. გასაგებია, რომ კითხვები არსებობს, არ მინდა, ახლა ისე გამოვიდეს, რომ მხოლოდ პოზიტივზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვიცით და ბატონი კოტეც მეთანხმება, რომ საზოგადოებაში არის გარკვეული სკეპტიციზმი, არსებობს კითხვები სასამართლოსადმი, წარსულისადმი, თუმცა ბევრიც გაკეთებულა და ამ პოზიტივში ბატონ კოტესაც აქვს წვლილი შეტანილი“, –– აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
05 მარტი 2013 ბიძინა ივანიშვილი: "კეთილი ვინებოთ და მესამე პრეზიდენტი კი არ გავაგდოთ, არამედ ცივილურად გავუშვათ" "ჩემი პრემიერ-მინისტრობის შემდგომ მუდმივად ვიმეორებ, რომ საზოგადოებამ უნდა მოახერხოს და წინა ხელისუფლების მიმართ ლმობიერი იყოს. მათ უნდა ვუჩვენოთ, რომ რაღაცეები შეეშალათ, მაგრამ უნდა შეწყდეს რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს. ძალიან დიდია საზოგადოებაში აგრესია და მოთხოვნა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენ ვერ მოვიქცევით ისე, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა, ჩვენ ხალხმა დაგვიქირავა და ვალდებული ვართ მათი მოთხოვნები შევასრულოთ. ამისათვის რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ მათ ვისაც მიაჩნია, რომ დამნაშავეა, ეს საზოგადოებამ იგრძნოს და მეორე უფრო რთული, საზოგადოების განწყობა, აგრესია, მე ძალიან მაწუხებს, მათ უნდათ, რომ უმცირესობა წალეკონ, მინდა, მივმარო მათ, გავიხსენოთ უახლოესი წარსული, პირველი პრეზიდენტი და სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც მაშინ მოხდა, მეორე პრეზიდენტი, მისი უხეშად გაგდება მოახერხა საზოგადოებამ, ახლა მესამე პრეზიდენტია სააკაშვილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩავიცხროთ აგრესია. რაღაც გაკეთდა სააკაშვილის მმართველობაში კარგი, სააკაშვილი ჩვენი არჩეულია, ჩვენ ვიყავით ის ხალხი, ვინც ის აირჩია, ახლა კეთილი ინებონ და ნუ ითხოვენ მიაწექით, სწრაფად დასაჯეთო. ის რაც ხდება, ყველას ბრალეულობაა და მათ შორიც ჩემიც. ჩვენი უმოქმედობით მოხდა ყველაფერი. კეთილი ვინებოთ და მესამე პრეზიდენტი კი არ გავაგდოთ, არამედ ცივილურად გავუშვათ", - განაცხადა ივანიშვილმა.
|
|
|
|
|
|
|
|
|