მთავარი თემები |
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
05 მარტი 2013 ბიძინა ივანიშვილი: "სააკაშვილი გაცილებით ფართო უფლებებს იყენებდა, ვიდრე ეს კონსტიტუციაშია გაწერილი" "ჩემთან ასეთ რწმუნებულებებს ვერ ახერხებს, რამდენადაც სასაცილოა. მცდელობები ჰქონდა, მაგრამ ღრმა ტექსტში არ შევიყვანე, რადგან ეს ღიმილს იწვევს. სასაცილოა ლაპარაკი იმაზე, რომ კონსტიტუციაში კი წერია, მაგრამ არ გამოიყენებს ამ უფლებამოსილებას. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ილია ჭავჭავაძე, რომ ხალხის ნდობა ჰქონდეს. ცდილობდა ეთქვა, რომ ეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველის უფლებაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ცრუობდა. სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა თუ გახსოვთ, ისიც გეცოდინებათ, რომ მას აქვს ერთი პოლიტიკური ილეთი, უკან არასდროს დაიხიოს. მან იცოდა თქმა ადრე, რამდენჯერაც უკან დავიხიე იმდენჯერ წავაგეო, ახლაც პასუხს ვერ იძლევა ამ კანონთან დაკავშირებით და ცდილობს უკან არ დაიხიოს. საქმე იმაშია, რომ სააკაშვილს დღემდე ეს კანონი არ გამოუყენებია, რადგან ის უფრო ფართო უფლებებს იყენებდა, ვიდრე ეს კანონშია გაწერილი. სააკაშვილი საზოგადოების ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს, ის ირჩევდა და პრივილეგირებული იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც აირჩევდა, ქმნიდა ფსევდო-ოპოზიციას, ამასაც ის აკომპლექტებდა, აი ეს არის საზოგადოების პრობლემა, მერე დაიწყო ბიზნესმენების დაკომპლექტება, შექმნა მონოპოლიები და მათ მისცა ყველანაირი უფლებები, ვინც გამოყენებადი იყო სააკაშვილისთვის ბევრი დაიჭირა, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან, ამასაც სააკაშვილი განსაზღვრავდა რამდენიმე ადამიანის დახმარებით, ეს რამდენიმე ადამიანი იყო მერაბიშვილი, ადეიშვილი და უგულავა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი საზოგადოებას არაფერს ეკითხებოდა. ამის შემდეგ გადავიდეთ კულტურაზე, სპექტაკლებსაც ის ირჩევდა, ერეოდა არქიტექტურაში და ა.შ.", - განაცხადა ივანიშვილმა. |
|
|
|
|
|
|
05 მარტი 2013 ლაშა ტუღუში: "საზოგადოებამ არ უნდა აიტანოს იმ ტიპის სპექტაკლები, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი ხშირად დგამს" "არავის აქვს უფლება, მოაწყოს ის ვაკხანალია, რასაც დღეს ვხედავთ და საზოგადოებამ არ უნდა აიტანოს იმ ტიპის სპექტაკლები, რასაც ბორდი ხშირად დგამს. ამ ბორდმა ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები. ის ახალი წევრებით უნდა დაკომპლექტდეს, ვინაიდან ცხადი გახდა, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. გვჭირდება ახალი ბორდი, რომელიც რეალურად დაიწყებს საზოაგადოებრივი მაუწყებლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე მუშაობას და არ იქნება რომელიმე პარტიის დანამატი", - აღნიშნა ტუღუშმა. ამასთან, მედიაექსპერტი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა პროცესები მიმდინარეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა მიზეზით მოხსნეს არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. |
|
|
|
|
|
|
05 მარტი 2013 რენო სალენსი: "თეა წულუკიანის იურისტობასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს" "ნამდვილად ვერ შევალ პოლემიკაში თეა წულუკიანის კომპეტენტურობის შესახებ ქართული კანონმდებლობისა და მოლოდინების თანახმად. შემიძლია აგიხსნათ რას აკეთებს ENA , რა მომზადებას გადის ხალხი იქ. ეს არის საერთო მომზადება, სფეროს ირჩევ სკოლის დამთავრების შემდეგ, მიღებული ხარისხის მიხედვით. ყველა სტუდენტი იღებს საერთო მომზადებას. ამის შემდეგ შეუძლიათ პარალელურად სხვა სფეროებიც შეისწავლონ, მაგრამ საერთო მომზადება საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გახდნენ დიპლომატები, როგორც მე, გუბერნატორები მოსამართლეები ადმინისტრაციულ სფეროში. თუ მეკითხებით ამზადებს თუ არა ENA იურისტებს, ჩემი პასუხია დიახ. დიპლომის აღების შემდეგ შეგიძლია გახდე სახელმწიფო საბჭოს წევრი, ის ახდენს დავის მორიგებას, სახელმწიფოსა და ინდივიდუალურ პირებს შორის, ასევე შეუძლია გახდეს კონტროლის პალატის, აუდიტის სამსახური წევრი, რომელიც კურირებს როგორ იხარჯება სახელმწიფო თანხები. შეუძლია ასევე გახდეს მოსამართლე და ამ უწყების პროკურორიც, ფრანგული სისტემის თანახმად, როდესაც ხარ მაგისტრალური სასამართლოს მოსამართლე, შეგიძლია გახდე პროკურორიც, ასევე მოსამართლესაც შეუძლია გახდეს პროკურორი ან გენერალური პროკურორი. თეა წულუკიანის შემთხვევაში აშკარაა, რომ იურიდიულ-სამართლებრივმა მომზადებამ, რომელიც მას აქვს მიღებული, საშუალება მისცა, მიეწვიათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სადაც 10 წელი იმუშავა. მას აქვს მომზადება მიღებული ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა სამართალში, საერთაშორისო სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალში, რითაც ზოგადად იურისტები ხდებიან. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს", - განაცხადა ელჩმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
04 მარტი 2013 პოლიტპატიმრები რეჟიმის გასამართლებას მოითხოვენ როგორც ,,მედიანიუსს” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განუცხადა, აქციის ინიციატორები პოლიტპატიმრები არიან, თუმცა ეს დღე სახალხო დღე იქნება. ,,ვითხოვთ იმ პოლიტიკის შეცვლას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვიწვევთ ყველას, ვინც 9 წლის მანძილზე რეჟიმის მსხვერპლი იყო. ხელისუფლებისგან კი რეჟიმის გასამართლებას ვითხოვთ”-აცხადებს კაკაბაძე. |
|
|
|
|
|
|
04 მარტი 2013 ჩვენთან შეუთანხმებლად ნუ გამოიყენებთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელს _ სისხლის ბანკის ხელმზღვანელობა ,,მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ჩვენთან შეუთანხმებლად ნუ გამოიყენებთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებსი სახელს. არ ვიცით, სად წავა მათ მიერ შეგროვებული თანხა“, _ განაცხადა თამთა მებურიშვილმა და დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ გაერთიანდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად არსებული შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც ქართველი ემიგრანტებიც არიან ჩართულნი. მისივე თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციათა გაერთიანებას აქვს კავშირი იაშვილის სისხლის ბანკთან. სისხლის ბანკს კავშირი აქვს ასევე ,,დიტოს ფონდთანაც“. |
|
|
|
|
|
|
|
|