მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
04 მარტი 2013
ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე პროკურატურა ზეწოლას ახორციელებდა- გიორგი ონიანი
"ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ჩვენ ამოვიცანით სპეცსამსამხურების წარმომადგენლები და ისინი იქ იყვნენ იმისთვის, რომ პროკურატურის მეშვეობით უშუალო ზეწოლა განეხორციელებინათ სასამართლოზე. როდესაც ჩვენ დავინტერესდით, თუ ვინ იყვნენ ეს ხალხი, ისინი, უბრალოდ, ადგილიდან გაიქცნენ. ეს იყო აშკარა დარღვევა. გარდა ამისა პატრულის ფორმებში გამოწყობილი ადამიანები იყვნენ ე.წ. "პეპელას" სპეცრაზმის წარმომადგენლები. იყო უპრეცენდენტო მობილიზება კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლების. ამ ზეწოლის ფონზე კი სასამართლომ გამოიტანა აბსურდული გადაწყვეტილება და პირველი, რითაც სასამართლომ დაასაბუთა მისი გადაწყვეტილება, ეს იყო მიმალვის შიში, რაც უსაფუძვლოა" , -აცხადებს ონიანი.
   
04 მარტი 2013
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საზაფხულო თეატრის გახსნის უფლება არ აქვს _ საკრებულოს თავმჯდომარე
"საინფორმაციო საშუალებებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს უნდა გაიხსნას ბათუმის საზაფხულო თეტრი. მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს შენობის გახსნას. საზაფხულო თეატრი ჯერ დასრულებული არ არის, ჯერ კიდევ გამოცხადებულ გვაქვს ტენდერი მის მოხატვაზე, აქედან გამომდინარე, მას არავითარი უფლება არ აქვს მშენებარე ობიექტი გახსნის. ასეთი პრაქტიკა ადრე იყო მიღებული, როცა მაგალითად, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და დედაენის ძეგლი გაიხსნა“, _ განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი ტრადიცია უნდა დასრულდეს და თუ მიხელ სააკაშვილს კონცერტის ჩატარების სურვილი აქვს, ჩაატაროს თავის მამულში.
   
04 მარტი 2013
სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯამში დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს.
   
04 მარტი 2013
საქართველოში არეულობა არ მოხდება _ ბიძინა ივანიშვილი
„მოვლენების არაკანონიერად და არაკონსტიტუციურად განვითარება არ მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა. ივანიშვილის თქმით, იგი ასევე ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნას.
   
04 მარტი 2013
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას თავისუფალი მედიის დევნაში ადანაშაულებს
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს. იყო მუქარები "რუსთავი 2"-ისა და სხვა ტელევიზიების მიმართაც. იყო შემთხვევბი, როდესაც ტელეარხები დაიხურა, მეპატრონეები გამოიცვალნენ და ა.შ. „ფაქტია, რომ მედიის მიმართულებით პოლიტიკური კონტროლის დამყარების გეგმაზომიერი კამპანია მიმდინარეობს. ქვეყანაში იქნება, როგორც ერთი, ისე მეორე სახის მედია. ჩვენ მთავარია მივაღწიოთ, რომ იყოს პლურალიზმი და არავის არ ჰქონდეს, მთელი მედიის გაკონტროლების საშუალება. ქვეყანაში ალტერნატიურლი აზრი და ოპოზიცია უნდა იყოს. ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ“, –– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
   
04 მარტი 2013
ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის _ ბიძინა ივანიშვილი
“ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო შეხვედრისთვის. მე რამდენჯერმე შევახსენე სააკაშვილს, რომ მისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა და იქნებ ჩამოეყალიბებინა, თუ რისი თქმა სურდა. რამდენიმე შეხსენების შემდეგ მე თითით ვითვლიდი და სამამდე ავედი საბოლოო ჯამში. მისი პირველი თხოვნა იყო, რომ მედია უნდა გავათავისუფლო ყოველგვარი ზეწოლისაგან და თურმე უპრეცედენტო რამ ხდება საქართველოში მედიასთან დაკავშირებით. ამას ჩემი შენ გითხარიო ჰქვია, რასაც მე ღიმილით ვპასუხობდი. მეორე, მითხრა, რომ სასამართლო უნდა გავათავისუფლო ზეწოლისაგან, მესამე კარგად ვერ გავიგე... როგორც საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, ხალხზე მასიურ დევნას და ძალადობას უნდა მოეღოს ბოლო. აი, სამი საკითხი ჩამოყალიბდა. მე ვცდილობდი კონსტრუქციული ვყოფილიყავი და ვახსენებდი, რომ მისი თხოვნით მივედი ამ შეხვედრაზე. შევახსენე საინტერესო საკითხები მაგალითად ჩემი წერილი, რომელსაც ამდენ ხანს საჯაროდ პასუხი ვერ გასცა და პოზიცია არ ჩამოაყალიბა”, - განაცხადა პრემიერმა.
   
04 მარტი 2013
პრეზიდენტი მთავრობის ან პარლამენტის დათხოვნას არ აპირებს
„მე ვარ მათ მხარეს, მიუხედავად იმისა, მომწონს ეს მინისტრი თუ არა, ან ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს თუ – არა. მთავრობას შეუძლია წყნარად იყოს. არავინ არავის არ ითხოვს. არავის არ ვხსნი, თუმცა შეიძლება აქ ბევრი დარღვევაა და ბევრი გაუგებრობა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვათქმევინო, რომ ახლა კარგი რამის გაკეთება უნდოდათ და ხელი შეუშალეს. ნეტავი კარგი გააკეთონ. მხოლოდ მივესალმები, ორი ხელით ვარ ამის მომხრე", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრემიერი, რომ მისგან რაიმე საფრთხე არ ელოდება“.
   
04 მარტი 2013
`პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი` საზღვრის ნარკოტიკებით გადმოკვეთის ბრალდებით გასამართლებული პირების გათავისუფლებას ითხოვს
როგორც დღეს პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის წარმომადგენლებმა - სალომე აბულაძემ, კოტე ინაშვილმა და სოსო მანჯავიძემ განაცხადეს, ამნისტია მხოლოდ 260–ემუხლით გასამართლებულ ადამაინებს შეეხოთ, რომელბსაც პირადი მოხმარებისთის გამიზნული ნარკოტიკი აღმოაჩნდათ. მათი თქმით ისინი განსხვავებას ვერ ხედავენ პირადი მოხმარების მიზნით პირი სად შეიძინეს ნარკოტიკს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ამიტომ მიაჩნიათ, რომ საპყრობილეებიდან 262–ე მუხლით გასამართლებული პატიმრებიც უნდა გათავისუფლდნენ. კოტე ინაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, ეს ადამიანები აქამდე რატომ არ გამოუშვეს ციხიდან
   
03 მარტი 2013
მელორ ვაჩნაძე უცნობმა ზურგის არეში დაჭრა
„არ ვიცი, ვინ იყო. ჩვენს შორის არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა. ტელეფონზე ვლაპარკობდი და უცებ ზურგის არეში ბლაგვი საგანი დამისვა. არც მიცდია იქვე გამერკვია მიზეზი, რადგან იქვე ბევრი ადამიანი იყო და პანიკას მოვერიდე. ახლოს რომ მივსულიყავი, შეიძლებოდა მეორედაც დაესვა . უცებ რაც გავაკეთე ის იყო, რომ მეგობრებს შევატყობინე მომხდართან დაკავშირებით და საავადმყოფოში წაყვანა ვითხოვე“,–განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.
   
03 მარტი 2013
როცა საქმე ერს ეხება, მეორე და მესამე ექსპერიმენტი გამორიცხულია _ მეუფე იაკობი
,,თუ ხელისუფალი ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მარტო თავის თავზე და გარემოცვაზე ფიქრობს, თუ კარგავს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, თუ ებრძვის ტრადიციებს და ადამიანებს უწესობისკენ მოუწოდებს, თუ თავის ერს შეებრძოლება, ზოგს დახოცავს, ზოგს - საპატიმროებში ჩაყრის, თუ თავის გარემოცვას ოჯახებიდან პატიოსან ცოლ-შვილს გაარეკინებს და საეჭვო ყოფაქცევის ადამიანებს შერთავს, განა ასეთი ხელისუფლების მაგალითზე ვერ მივხვდებით, როგორ შეიძლება განაბნიო ის, რაც ღმერთმა მოგცა“, _ ბრძანა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ ასეთ ხელისუფალს დაუდგება ის დრო, როცა ვინც ირგვლივ ჰყავდა, ისინიც აღარ მიიღებენ და ღორების საჭმელიც კი მოენატრება ისევე, როგორც მამისგან გაქცეულ უძღებ შვილს. თუმცა, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, უფალი მოწყალეა და თუ ასეთი ხელისუფალი მოინანიებს ღმერთი მას აპატიებს.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE