მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
01 მარტი 2013
მთავრობამ გადადგა სუსტი ნაბიჯი, რადგან გაზის ტარიფის სულ მცირე 14 თეთრით შემცირებაა შესაძლებელი – ექსპერტი
“მე ვთვლი, რომ მთავრობამ გადადგა სუსტი ნაბიჯი მაშინ, როცა შესაძლებელი იყო გაცილებით მეტით შემცირება, სულ მცირე 14 თეთრით, ახლა გაკეთდა 5-თეთრიანი შემცირება. ეს მოხდა, ფაქტობრივად, იძულებით ანუ მთავრობა იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა. როგორც ჩანს, ვერ მოერია იმ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც ამ მაღალი ტარიფით სარგებლობენ და პრაქტიკულად, მიზერული შემცირება გააკეთა. მე ჩემი გაანგარიშებები გადავეცი საზოგადოებრივ მაუწყებელს, მონაცემები გამოქვეყნდა ჩემს ფეისბუკის გვერდზეც და თუ რომელიმე ციფრი სწორად არ მაქვს დათვლილი, მაშინ იქნებ ვინმემ მითხრას ამის შესახებ. ვინმემ მითხრას, რატომ უნდა შემცირებულიყო ტარიფი მხოლოდ 5 თეთრით, როცა თავისუფლად შეიძლება მინიმუმ 10-14 თეთრით შემცირება”, _ განაცხადა ექსპერტმა.
   
01 მარტი 2013
ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს
საქართველოს მთავარი პროკურატურა `ციხის ბუნტთან~ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც `მედიანიუსი~ უცვლელად გთავაზობთ;
   
01 მარტი 2013
სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთწლიანი გახდება
„იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებს ამთავრებენ და განცხადებები ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აქვთ შეტანილი, სავალდებულო სამხედრო სამსახურის შედეგების გაგებამდე გადაუვადდებათ“, _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
   
01 მარტი 2013
უკრაინის პროკურატურამ ქართველებისა და აზერბაიჯანელების შეურაცხყოფაში ბრალდებული დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ნეგოის ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 161–ე მუხლის შესაბამისად წაუყენებენ, რაც რასობრივ, ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე ადამიანების შეურაცხყოფას გულისხმობს. დეპუტატს ბრალი უკრაინაში მცხოვრები ქართველების და აზერბაიჯანელების შეურაცხყოფაში ედება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მან 2012 წლის 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველებსა და აზერბაიჯანელებს “სიმსივნე“ უწოდა. “ნახეთ, ჩვენთან ბაზარზე ვაჭრობენ აზერბაიჯანელები და ქართველები – ეს კიბოს სიმსივნეა ჩვენი საზოგადოებისათვის. რუსეთმა ისინი გამოდევნა”, - მედიის ცნობით, განაცხადა დეპუტატმა.
   
01 მარტი 2013
ზაქარეიშვილმა სააკაშვილის განცხადება ფანტაზიად შეაფასა
„ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შეშფოთება პირიქით სააკაშვილის პროვოკაციული განცხადებების გამო გამოთქვეს. ისეთი დიდი ნდობა, როგორიც ჯავახეთსა და ქვემო ქართლში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. ასე ჰაიაჰარალოდ საუბარი არ შეიძლება“, _ აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას. მისი მოსაზრებით, პრეზიდენტმა უსინდისოდ ილაპარაკა და მან კეთილი უნდა ინებოს და განმარტოს, თუ რას გულისხმობდა თავის განცხადებებში.
   
01 მარტი 2013
თბილისში მცხოვრები დევნლები ფართით თბილისში დაკმაყოფილდებიან
„წინა ხელისუფლების მიერ მიღებულ სტრატეგიაში დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა განსაზრვრული იყო ყველგან, საქართველოს დედაქალაქის გარდა. ეს იყო დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომელიც არღვევდა დევნილთა უფლებებს, იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებიც 20 წელია თბილისში ცხოვრობენ და აქ არიან ინტეგრირებულები. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს შემზღუდავი ნორმა ამოღებულია და შესაბამისად, საშუალება გვექნება, მშენებლობები ვაწარმოოთ თბილისსა და მიმდიბარედ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ეხება თბილისში რეგისტირებულ დევილებს, რომლებიც თითქმის 20 წელია თბილისში ცხოვრობენ. მინიმალური ვადა დედაქალაქში ცხოვრებისა, არის 5 წელი“ - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ.
   
01 მარტი 2013
დეპუტატი დედაქალაქის ქონების მართვის სამსახურს პოლიკლინიკების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების’" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, დედაქალაქის ქონების მართვის სამსახურს, მე-13 და მე-2 პოლიკლინიკების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს და აღნიშნული აუქციონის შედეგების გაუქმებას ითხოვს. როგორც გულიკო ზუმბაძემ დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა, პოლიკლინიკები მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა დარჩეს, რათა ისინი მოემსახურონ მთაწმინდისა და სხვა რაიონების მოსახლეობას ახალი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში.
   
01 მარტი 2013
გიგი კალანდაძეს ორი ბრალდება მოეხსნა
მოსამართლის თქმით, გიგი კალანდაძის მიმართ, რომელსაც ბრალი პირველად გასული წლის 8 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის, შემდეგ კი 12 და 19 ნოემბერს პროკურატურის მხრიდან წარედგინა, ბოლო ორი ბრალდების დადგენილება უნდა გაუქმდეს. მოსამართლის განმარტებით, 8 ნოემბრის შემდეგ გიგი კალანდაძე თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა ოფიციალურად პრეზიდენტს გათავისუფლებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი.
   
01 მარტი 2013
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საბჭოთა ანაბრების თემაზე 14 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და უზენაესი სასამართლოს მიმართეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პოსტსაბჭოთა 14 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელებს საბჭოური ანაბრების თემატიკაზე სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ სურთ მოიპოვონ ინფორმაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში რომელიმე სახელმწიფომ აღიარა თუ არა ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი საბჭოური ანაბრები საშინაო ვალად და რა ფორმით გადაიჭრა ანაბრების გაცემის საკითხი.
   
01 მარტი 2013
ბურჯანაძის პარტია ძალოვანებს ბრძანების გამცემის ვინაობის დასახელებას სთხოვს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ძალოვანი უწყებების ოთხასამდე თანამშრომელს მადლობას უხდის, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის მიტინგის ძალადობრივი გზით დარბევის ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადეს. ნინო ბურჯანაძის პარტია მადლობას იმ ძალოვანებსაც უხდის, რომლებიც აქციის დარბევაში მონაწილეობის მიუხედავად, ბრძანებას მაინც არ დაემორჩილნენ და მშვიდობიან მომიტინგეებს არ სცემეს, ცალკეულ შემთხვევაში კი, ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებაშიც დაეხმარნენ. „დემოკრატიული მოძრაობა“ აღნიშნულ ძალოვანებს თხოვნით მიმართავს, გამოეხმაურონ და ინფორმაცია მიაწოდონ იმ პირების შესახებ, რომლებმაც მათ აქციის ძალადობრივი გზით დარბევის შესახებ მისცეს ბრძანება.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE